როდესაც გგონიათ, რომ ცნობილ სახეებს უკვე არავის გაკვირვება აღარ შეუძლიათ, წითელ ხალიჩაზე ყურადღების მისაქცევად ისეთ რამეს იცვამენ, რომ მათი “სტილის" შესახებ შემდეგი რამდენიმე კვირა ყველა საუბრობს:
1. რიტა ორა
მომღერალი წითელ ხალიჩაზე ხალათით და პირსახოცით გამოჩნდა, ჩაცმულობა დაასრულა წყვილი თეთრი ბრჭყვიალა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით და 7, 8 მილიონი დოლარის ღირებულების ბრილიანტებით.![10 შემთხვევა, როდესაც ცნობილ
ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე სრული
აბსურდი ეცვათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022011813374889693.jpg)
2. სელინ დიონი
სელინ დიონი ამ გამჭვირვალე კაბაში ბრწყინავდა, 2019 წელს Iris Van Herpen -ის ჩვენებაზე. კაბაში გამოსახულია ტალღოვანი წითელი ძაფების 3D ნიმუში, რომელიც ქმნის რთულ ოპტიკურ ილუზიას.![10 შემთხვევა, როდესაც ცნობილ
ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე სრული
აბსურდი ეცვათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022011813394789693.jpg)
3. რიანა
რიანას კაბა, რომელიც მას 2017 წლის Met Gala-ზე ეცვა, მაშინვე განხილვის თემად იქცა. ჟაკარდის ყვავილების ნიმუშები ქმნიდა ტექსტურირებული ფურცლებს მთელ ასიმეტრიულ კაბაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ფეხსაცმელებზე.![10 შემთხვევა, როდესაც ცნობილ
ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე სრული
აბსურდი ეცვათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022011813413789693.jpg)
4. ქარდი ბი
2019 წლის გრემის დაჯილდოებაზე მისვლისას რეპერს Mugler-ის ვინტაჟური კაბა ეცვა, რომელიც სავარაუდოდ ხამანწკებს განასახიერებდა. ამას დაერმატა მარგალიტების აქსესუარები კისერზე და თმაზე.![10 შემთხვევა, როდესაც ცნობილ
ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე სრული
აბსურდი ეცვათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022011813453089693.jpg)
5. კრისტინა აგილერა
BAZAAR ICONS-ის წვეულებაზე კრისტინა აგილერას კაბა შეუმჩნეველი არ დარჩენილა, როცა ის გრძელ თეთრ კაბაში, მთლიანად ბუმბულით დაფარული მივიდა. ზოგიერთმა აქსესუარმა და მაღალ ქუსლებთან ერთად მისი წითელი ხალიჩის ჩაცმულობა ერთგვარ განცხადებად აქცია. მომღერალს მსგავსი რამ უკვე ეცვა 15 წლის წინ, თუმცა მისი ბუმბულის კაბა ვარდისფერი და ბევრად მოკლე იყო.
![10 შემთხვევა, როდესაც ცნობილ
ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე სრული
აბსურდი ეცვათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022011813471389693.jpg)
6. კიმ კარდაშიანი
ვის არ უყვარს დოლარები? კიმ კარდაშიანი ამ კაბით Anastasia Beverly Hills-ის წვეულებას დაესწრო, დოლარებიან კაბას კი ასევე დოლარის ნიშნიანი პატარა ჩანთაც შეუხამა.![10 შემთხვევა, როდესაც ცნობილ
ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე სრული
აბსურდი ეცვათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022011813503789693.jpg)
7. ეზრა მილერი
სამოსმა, რომელიც ეზრა მილერმა აირჩია ფილმის Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald-ის მსოფლიო პრემიერისთვის, შესაძლოა წითელი ხალიჩა დაიპყრო და ინტერნეტში ხუმრობების მიზეზიც გახდა.![10 შემთხვევა, როდესაც ცნობილ
ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე სრული
აბსურდი ეცვათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022011813533489693.jpg)
8. ბიორკი
ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველას გაოცება შეძლო, როდესაც ის გედის კაბით ჩავიდა, კაბა მას შემდეგ საკულტო გახდადა საკუთარი ვიკიპედიის გვერდიც კი აქვს. მომღერალს რამდენიმე კვერცხიც ჰქონდა, რომლებიც წითელ ხალიჩაზე "დადო" (უბრალოდ დარჩა) მასზე სიარულის დროს.
![10 შემთხვევა, როდესაც ცნობილ
ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე სრული
აბსურდი ეცვათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022011814041589693.jpg)
9. ზოი კრავიცი
გრძელი, ნაზი ვარდისფერი კაბა, რომელიც ზოიკრავიცს ეცვა Met Gala-ზე, იყო უბრალო, მაგრამ უკიდურესად ესთეტიკური კაბა, გრძელი შლეიფით და კალთის ქვეშ უამრავი შავი სარჩულით. მკლავებზე და თაიგულზე ვარდები ნამდვილია – ისინი დაამუშავეს და შავად შეღებეს.![10 შემთხვევა, როდესაც ცნობილ
ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე სრული
აბსურდი ეცვათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022011814072889693.jpg)
10. გვენდოლინ კრისტი
გვანდოლინ კრისტის კაბა 2019 წელს Game of Thrones-ის პრემიერაზე იმდენად განსაცვიფრებელი იყო, რომ ნამდვილ ქალღმერთს მიამსგავსეს. Iris van Herpen couture-ის კაბა აბსტრაქტული ფორმებით ცეცხლის ალს ჰქმნიდა კვამლით მის გარშემო.
![10 შემთხვევა, როდესაც ცნობილ
ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე სრული
აბსურდი ეცვათ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202201/2022011814114389693.jpg)