x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ანტარქტიდის საიდუმლო – რის დამალვას ცდილობს ოფიციალური მეცნიერება

image


ანტარქტიდა — უზარმაზარი ტერიტორიაა, რომელიც, დაახლოებით, ორჯერ აღემატება ავსტრალიას, რამდენიმე მილის სისქის ყინულის ფენის ქვეშ არის დამარხული, საშუალო ტემპერატურა კონტინენტზე -55 გრადუსია, სრულიად დაუსახლებელია და ძალიან იშვიათი ველური ბუნებით ხასიათდება.

ალბათ, უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს უნაყოფო, უდაბური მიწა მსოფლიოსთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს, მაგრამ რეალურად, ბევრი მხარეა დაინტერესებული იმით, თუ რისი შემოთავაზება შეუძლია მას. უფრო ხშირად კი, იმით ინტერესდებიან, რაც ყინულით არის დაფარული — ეს კი, მსოფლიოში ყველაზე კარგად დაცული საიდუმლოა.


image


არქტიკისგან განსხვავებით, რომელიც არქტიკულ ოკეანეშია მიმოფანტული, რიგი კუნძულებისგან შედგება, ანტარქტიდა ნამდვილი კონტინენტია, ყინულოვანი მთებითა და რელიეფის ფორმებით, რომელიც კილომეტრობით გაყინული წყლის ქვეშ არის დამარხული.

imageთანამედროვე ადამიანისთვის, ანტარქტიდა — შედარებით ახალი მიწაა, რომელიც XIX საუკუნეში აღმოაჩინეს და ის პოლიტიკისგან თავისუფალ კონტინენტად გამოაცხადეს. 1959 წ. ვაშინგტონში ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ანტარქტიდის მთელი კაცობრიობის ინტერესებისათვის გამოყენების უზრუნველყოფას გულისხმობს. ამ შეთანხმებით, ასევე გათვალისწინებულია სამეცნიერო კვლევების თავისუფლება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

თავდაპირველად ხელშეკრულებას ხელი იმ 12 ქვეყანამ მოაწერა, რომელიც მანამდე, ანტარქტიდაში საერთაშორისო გეოფიზიკური წლის მანძილზე აქტიურობდა. მათ შორის იყო შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირი, იაპონია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა და საფრანგეთი. ხელშეკრულება მათ, ზემოთ აღნიშნული პირობების გარდა, ერთმანეთისთვის სამეცნიერო აღმოჩენების გაცვლასაც ავალდებულებდა. ამჟამად, ხელშეკრულებააზე ხელმომწერთა რიცხვი 54-ს შეადგენს. მაგრამ, 2003 წ. შეიქმნა ATS–ი (ანტარქტიდის ხელშეკრულების სამდივნო), რომელმაც ბუენოს-აირესში, 2004 წ. კიდევ ერთი, მაგრამ უკვე საიდუმლო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით, ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები არ იღებენ ანტარქტიდაზე გაკეთებული აღმოჩენების, მსოფლიო საზოგადოებისთვის გაზიარების ვალდებულებას.

90-იანი წლების პირველი სამეცნიერო ექსპედიციები იმის მტკიცებულებით დაბრუნდნენ, რომ ანტარქტიდა, ოდესღაც, ტროპიკული სამოთხეს წარმოადგენდა. მაგრამ თანამედროვე მეცნიერების აზრით, ეს, დაახლოებით, 14 მილიონი წლის წინ იყო. თუმცა, მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, როგორ წარმოიქმნა ეს ყინული და კონტინენტის პირველი საიდუმლოც ეს არის...

imageცნობილი მოგზაურის ფირი რეისს (1470–1553) რუკის მიხედვით, ანტარქტიდა ყინულისგან სრულიად თავისუფალია და მასზე ეგზოტიკური ცხოველები ბინადრობენ. იგივე არის ასახული ორონს ფინეს (1494 – 1555 წწ.) რუკაზეც — ყინულისგან თავისუფალ კონტინენტი, მთებით, ხეობებით და მდინარეებით.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჩინელების მიერ, 2005 წ. ჩატარებულ დეტალურ რადიოლოკაციურ კვლევამდე, მეცნიერებმა უფრო მეტი რამ იცოდნენ მარსის ზედაპირის გეოგრაფიის შესახებ, ვიდრე ჩვენი პლანეტის სამხ. პოლუსზე.


imageორონს ფინეს რუკა, 1531 წ.


imageდა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინელების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, თითქმის იდეალურ თანხვედრაშია ორონს ფინეს რუკასთან. ამრიგად, ჩნდება კითხვა: ანტარქტიდა ყინულით მართლაც მილიონობით წლის წინ დაიფარა, როგორც ამას მეცნიერები ამბობენ? იქნებ, ჯერ კიდევ 500, ან თუნდაც 1000 წლის წინ, ის ტროპიკული სამოთხე თუ არა, ყინულისგან თავისუფალი კონტინენტი იყო, რომელზეც ზღვაოსნები და მოგზაურები ექსპედიციებს აწყობდნენ? სხვა როგორ უნდა აიხსნას, შუა საუკუნეებში, კონტინენტის ზუსტი მოხაზულობის და ზედაპირის რელიეფის რუკების შექმნა?


image

არხის სხვა სიახლეები:


* აბსურდულად ჟღერს, მაგრამ სრული სიმართლეა – 15 დაუჯერებელი ფაქტი

* 10 რამ, რაზეც ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება

* რა ელის კაცობრიობას უახლოესი 20-30 წლის მანძილზე?

* ევოლუციის თეორიის ხარვეზი - "საშინელი საიდუმლო", რომელიც დარვინს მოსვენებას არ აძლევდა

* როგორ გვაიძულებენ, რომ უფრო მეტი რამ შევიძინოთ – ჩვენთვის მოწყობილი ფარული შოუები

1
2072
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2072
  
2022, 6 თებერვალი, 13:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1