x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბუჩქებიდან გამოვარდნილმა ირემმა მონადირეს თვალი ამოთხარა (ვიდეო)
image

დამფრთხალმა ირემმა თოფის ლულაზე აუკრა და რქებით თვალი გამოთხარა პოლონელ მონადირეს, როდსაც ის სრულიად მოულოდნელად ტყიდან გამოვარდა, ისე, რომ მონადირემ რეაგირებაც ვერ მოასწრო .


თოფით შეიარაღებული ლეშეკ კამინისკი ჯგუფურად ნადირობდა ჩელმის მახლობლად, პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, როცა ბუჩქებში მიმალულ შეშინებული ცხოველს გადააწყდა.

image



ვიდეოში ჩანს, როგორ მიდის ის ირმისკენ აწეული იარაღით, კამერა კი კამინისკის პირველ პირში აჩვენებს. უეცრად, ცხოველი ელვისებურად, საშინელი სიჩქარით გამოვარდება ბუჩქნარიდან და რქებით ურტყამს პირდაპირ კამერას;ამის შემდეგ ისმის მონადირის ოხვრა, ხოლო კადრში მხოლოდ ფოთლები ჩნდება, ძირს დავარდნილი თოფი და სისხლის წვეთები.


მოგვიანებით მონადირეების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ ჩამოსდის დაზიანებული თვალიდან სისხლი კამენსკის.

image

მეორე ფოტოზე ჩანს მიწაზე დაგდებული მისი სანადირო თოფი, რომელიც სისხლით არის მოთხვრილი .

image

კოლეგა- მონადირეებმა კამინისკი, რომელსაც სოციალურ ქსელში საკუთარი სანადირო ბლოგი აქვს, გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა თვალსა და თხემზე.

image

ერთ-ერთმა მონადირე-ბლოგერმა საიტიდან wildmen.pl თქვა: „ლეშეკი ცდილობდა ირემს არიდებოდა და მოახერხა ნაბიჯის გადადგმა მარცხნივ, რამაც შესაძლოა სიცოცხლე შეუნარჩუნა."

image

„საბედნიეროდ, თვალის კუნთები და ნერვები ხელუხლებელია და შეშუპება მცირდება.უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ცხოველი, განურჩევლად მისი ზომისა, თავს დაგესხმებათ, როცა საფრთხეს იგრძნობს.როგორც ხედავთ, აფორიაქებული ირემი შეიძლება იყოს დიდი საფრთხე მონადირისთვის“.


ინციდენტი შობამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, თუმცა ამის ამსახველი ვიდეო ახლახან გამოქვეყნდა YouTube-ზე.


0
658
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0