ნადირობა და თევზაობა ბუჩქებიდან გამოვარდნილმა ირემმა მონადირეს თვალი ამოთხარა (ვიდეო) 2022, 15 იანვარი, 20:39 ![]() თოფით შეიარაღებული ლეშეკ კამინისკი ჯგუფურად ნადირობდა ჩელმის მახლობლად, პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, როცა ბუჩქებში მიმალულ შეშინებული ცხოველს გადააწყდა. ![]() ვიდეოში ჩანს, როგორ მიდის ის ირმისკენ აწეული იარაღით, კამერა კი კამინისკის პირველ პირში აჩვენებს. უეცრად, ცხოველი ელვისებურად, საშინელი სიჩქარით გამოვარდება ბუჩქნარიდან და რქებით ურტყამს პირდაპირ კამერას;ამის შემდეგ ისმის მონადირის ოხვრა, ხოლო კადრში მხოლოდ ფოთლები ჩნდება, ძირს დავარდნილი თოფი და სისხლის წვეთები. მოგვიანებით მონადირეების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ ჩამოსდის დაზიანებული თვალიდან სისხლი კამენსკის. ![]() ![]() ![]() ![]() ინციდენტი შობამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, თუმცა ამის ამსახველი ვიდეო ახლახან გამოქვეყნდა YouTube-ზე. 738 4-ს მოსწონს
|