სხვა როგორი იქნება დედამიწა 500 წლის შემდეგ — არასახარბიელო კლიმატური პროგნოზი 2022, 17 იანვარი, 10:45 დედამიწაზე ტემპერატურამ, შეიძლება, ადამიანის სიცოცხლისთვის შეუფერებელ კრიტიკულ მაჩვენებლს მიაღწიოს. გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ახალი მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე ტემპერატურის მატების დიდი ალბათობაა არსებობს და უკვე 2100 წლისთვის, ის 2, 7 გრადუსით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Conversation–ი ავრცელებს. ტემპერატურის ცვლილება გამოიწვევს ხანძრებს, ქარიშხალს, გვალვას, წყალდიდობას. ხოლო სიცხე, ჩვეულებრივი მოვლენა გახდება. ექსპერტების აზრით, ასევე დიდი ცვლილებები იქნება ხმელეთის და წყლის ზედაპირზე. ცვლილებების მთავარ მიზეზად კი, ნახშირბადის გამონაბოლქვი სახელდება. ამაზონი ზედა სურათზე ნაჩვენებია ამაზონის ძირძველი ხალხების ტრადიციული დასახლება, ცივილიზაციასთან მათ კონტაქტამდე. (დაახლოებით, 1500 წ. ჩვენს ერამდე) — დასახლება, რომელსაც აქვს წვდომა მდინარეზე და გარშემორტყმულია ტროპიკული ტყით, სადაც ხალხ მოჰყავს სხვადასხვა კულტურები. შუა ნახატზე — თანამედროვე ლანდშაფტია. ხოლო, ქვედზე, 2500 წლის მდგომარეობაა ასახული — უდაბნო და მდინარე, წყლის ძალიან დაბალი დონით. ინფრასტრუქტურა მწირია ან დანგრეულია. ხოლო, ადამიანის საქმიანობა — მინიმალურია. აშშ–ს შუა დასავლეთი ზედა სურათზე წარმოდგენილია ძირძველი მოსახლეობის საქმიანობა, მათ კოლონიზაციამდე: სოფლის მეურნეობა ხასიათდებოდა მრავალფეროვნებით. ხოლო, მთავარი კულტურა სიმინდი არის. მეორე ნახატი — დღევანდელობას ასახავს. მისთვის მხოლოდ ერთი კულტურის მოყვანა და სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გამოყენებაა დამახასიათებელი. ბოლო ნახატზე კი, ნაჩვენებია ცხელ და ნოტიო სუბტროპიკულ კლიმატთან ადაპტაციის შედეგი: აქცენტი კეთდება ზეთის პალმების და არიდულ ზონების სუკულენტების მოშენებაზე. პლანტაციებზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონები ზრუნავენ. ადამიანის ფუნქცია კი, მინიმალურია. ინდოეთი ზედა სურათზე ნაჩვენებია სცენა სასოფლო-სამეურნეო ცხოვრებიდან — ბრინჯის დარგვა, შინაური ცხოველების მოვლა და ურთიერთობა ადამიანებს შორის. შუა ნახატზე — სცენაა თანამედროვე ცხოვრებიდან, რომელიც ასახავს ბრინჯის კულტივირების ტრადიციულ პრაქტიკას და მასთან თანამედროვე ინფრასტრუქტურის შერწყმას. ქვედა ნახატზე კი, ნაჩვენებია მაღალ ტემპერატურასთან ადაპტირებისთვის საჭირო ტექნოლოგიები — მათ შორის, რობოტიზირებული სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა და ადამიანი, პირადი დაცვის აღჭურვილობით.
არხის სხვა სიახლეები:
1. ბავშვი დედის ორგანიზმში შეიძლება სამუდამოდ დარჩეს და დედის გული განკურნოს2. მათ წარმატებას იმიჯის შეცვლის შემდეგ მიაღწიეს3. ყველაზე საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან4. ლეგენდა თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე5. 35 რეტრო ფოტო სერიიდან – "Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?"6. იყო ქალი - ნამდვილი ხელოვნებაა... 22 რჩევა ცნობილი დიზაინერებისგან570 4-ს მოსწონს
|