x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ხე-მცენარეები მაღაროს ნაცვლად - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ალტერნატიული მეთოდი

ეს მომწვანო სითხე, არც ტკბილი წვენია და არც კაუჩუკი. წარმოიდგინეთ, რომ ის მომწამვლელი ნიკელი და კობალტია. ახლა კი, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ასეთი ხეები ნამდვილად არსებობს!


image

გაინტერესებთ ასეთი სასწაულის მიზეზი რა არის?..

როგორც გაირკვა, ზოგიერთი მცენარე ადაპტირებულია ნიადაგთან, რომელშიც მძიმე მეტალების კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს ბევრად აღემატება. მაგ., მრავალი ცოცხალი ორგანიზმისთვის, დიდი რაოდენობით ნიკელი სახიფათოა — მაგრამ, ამ სახეობებს შეუძლია ყლორტებში, ღეროში, ფოთლებში და თესლში უზარმაზარი რაოდენობით ტოქსიკური ნაერთების დაგროვება, საკუთარი თავისთვის, ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე!

პირველი ასეთი ხე–მცენარე (Alyssum bertolonii) 1948 წ. იტალიაში აღმოაჩინეს. მას შემდეგ კი, ასეთი თავისებურება სხვა სახეობის მცენარეშიც შენიშნეს და მათ ჰიპერაკუმულატორები დაარქვეს. ჩვეულებრივ, ასეთ მცენარეებში, ლითონის კონცენტრაცია, 1 კგ. ხმელ მასაზე, 1000 მგ–ს აღწევს.

ჰიპერაკუმულატორების საერთო ბაზაში, დაახლოებით, 700 სახეობის მცენარეა დაფიქსირებული. მათ ქსოვილებში კონცენტრირებული ელემენტების სახეობები კი განსხვავებულია — მცენარეების განსხვავებულ სახეობებს, სხვადასხვა სახის ლითონის მოპოვება შეუძლია. მათ შორის, ისეთების, როგორიც არის: ნიკელი, სპილენძი, კობალტი, ქრომი, მანგანუმი, თუთია, სელენი, თალიუმი, დარიშხანი და ტყვია.


image

ლითონისადმი ასეთი დამოკიდებულება, ამ მცენარეების გენეტიკური თვისებაა. შესაძლებელია, ამის მიზანი, მათი მწერებისგან დაცვა, ან ფლორის სხვა წარმომადგენლებისთვის მიუწვდომელი ტერიტორიების ათვისება იყოს.

აღნიშნული მცენარეები ბევრ რეგიონშია გავრცელებული. მაგ., კუბაზე, თურქეთში, ბრაზილიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე. მეცნიერთა დიდი ინტერესის ობიექტს წარმოადგენს Pychandra acuminata, რომელიც ახალი კალედონიის ტროპიკულ ტყეებშია შემორჩენილი.


image

მას უჩვეულოდ მოლურჯო–მომწვანო ფერის რძისებური წვენი აქვს, რომელიც 1/4–ზე ნიკელისგან შედგება! თუ ხე შესაფერის პირობებში იზრდებოდა, ის შეიძლება, 5 კგ–მდე ამ სახეობის ლითონს შეიცავდეს. ხოლო, წელიწადში, 1 ჰა. დარგულ ხე–მცენარეს, მიწიდან 200 კგ. ლითონის ამოქაჩვა შეუძლია.

როგორც კვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარი დოკ. ენტონი ვან დერ ენტი (Antony van der Ent) და მისი კოლეგები ამტკიცებენ, მომავალში ჰიპერაკუმულატორებს დიდი მომავალი აქვთ: ამ მცენარეებს ნიადაგის ტოქსიკური მინარევებისაგან გაწმენდა შეუძლიათ, რასაც სამეცნიერო ენაზე —ფიტორემედიაცია ჰქვია. გარდა ამისა, იმ რეგიონებში, სადაც ლითონის კონცენტრაცია, მაღაროს მშენებლობისთვის, ძალიან დაბალია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შეიძლება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. ცეცხლოვანი ბურთები მდინარეზე და მიწისძვრის ცისარტყელა – ჩვენი პლანეტის ამოუხსნელი მოვლენები

2. მათ წარმატებას იმიჯის შეცვლის შემდეგ მიაღწიეს

3. ყველაზე საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

4. პირველად მსოფლიოში — ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს

5. ეგვიპტური ფირფიტა, რომელიც ვარსკვლავთშორისი ხომალდის მართვის პანელს უფრო ჰგავს

6. მოხუცი ინდიელი ბანკში სესხის ასაღებად მივიდა და საბანკო სისტემა ამხილა

0
301
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0