x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138485
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512156
გიგანტების რასა დედამიწაზე და ათასობით განადგურებული მტკიცებულება
image


მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში, ბრიტანთში ტურიზმის ყველაზე პოპულარულ ადგილად გარე ჰებრიდის კუნძულები იქცა, სადაც ადგილობრივმა ჰანა ბერნსმა, პლაჟზე ძაღლის გასეირნების დროს, გაურკვეველი არსების ჩონჩხი აღმოაჩინა:


imageimage


იმ არსების შესახებ, რომელსაც ეს ხერხემალი ეკუთვნოდა, ერთიანი აზრი არ არსებობს. უმრავლესობა თვლის, რომ ის ლოხ-ნესის ურჩხულს ეკუთვნოდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ლოხ-ნესის ტბა კუნძულებიდან საკმაოდ შორს მდებარეობს.


image


სხვები კი ფიქრობს, რომ ის კრაიტ დრაკონს (Krayt dragon) ეკუთვნოდა, რომელიც ლეგენდის თანახმად, საჰარის უდაბნოში ბინადრობდა და დროდადრო ევროპასაც სტუმრობდა.


image


ვერსია, რა თქმა უნდა, საკმაოდ ფანტასტიკურია, მაგრამ ტეგზე – „ბრიტანეთი + ქვეწარმავლები“ Google-ი მილიონობით გვერდის შემოთავაზება შეუძლია. ასე, რომ, კრაიტ დრაკონის გამორიცხვა არ შეიძლება... და როგორც ჩანს, ჩვენი პლანეტა წარსულში, მხოლოდ დრაკონებით კი არა, გოლიათებითაც იყო დასახლებული.

ტეხასის შტატში 1919 წ. 18 ფუტის (5.50 მ.) სიმაღლის ჩონჩხი აღმოაჩინეს. როგორც ტეხასის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფ. ჯ. პირსმა (Dr. J. E. Pearce) განაცხადა «ეს ნამდვილად რომ რეკორდია, რადგან ანთროპოლოგიისთვის, აქამდე ცნობილი ყველაზე მაღალი ადამიანის სიმაღლე –8, 5 ფუტი (2, 60 მ) იყო». კვლევები სმითსონის ინსტიტუში მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, ეს ადამიანი, დაახლოებით 2800 წლის წინ ცხოვრობდა. სხვა ინფორმაცია კი, ჯერ–ჯერობით არ საჯაროვდება... და ეს მეცნიერების და პოლიტიკოსების მიერ, ინფორმაციის დმალვის პირველი შემთხვევა არ არის.

imageგიგანტური ზომის ადამიანების ჩონჩხები წარსულშიც არაერთხელ უპოვიათ და ამის მტკიცებულებად დღეს, იმ პერიოდის პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია შეიძლება ჩაითვალოს. არსებობს გასული საუკუნის დასაწყისის და უფრო ადრინდელი ჟურნალ–გაზეთები, რომლებშიც არაერთი ფაქტია გამოქვეყნებული, ამა თუ იმ შტატში, აღმოჩენილი მიწისქვეშა ქალაქების, თუ გოლიაღების ჩონჩხების შესახებ. ზოგიერთ სტატიას ფოტოსურათიც ერთვიდ და ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ფოტოშოპის შესახებ არაფერი იცოდნენ.

archaeology-world–ის ცნობით:
ნიუ-მექსიკოს შტატი, ლუჩიანო კინტანას რანჩოზე, გათხრების წარმოების დროს, 2 ქვა აღმოაჩინეს ძალიან საინტერესო წარწერებით, მის ქვეშ კი, სამარხი ნახეს, რომელიც 12 ფუტის (3.6576 მ) სიმაღლის ადამიანს ეკუთვნოდა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, იმ ადამიანის მხოლოდ წინამხრის ძვლების სიგრძე 4 ფუტს (1.2192 მ) შეადგენდა. ხოლო, ქვედა კბილები, რომლებიც კარგად იყო შენახული, დაახლოებით, კაკლის ხელა ჰქონდა. ინფორმაციას აღმოჩენის შესახებ,
1902 წლის, New York Times-ავრცელებდა.


image


დღეს, რა თქმა უნდა, ფეიკების სამყაროში ვცხოვრობთ. თუმცა, 150-200 წლის წინ, ყველაფერი სხვაგვარად იყო და თუ New York Times დაწერა, რომ აღმოჩენილი იყო 12 ფუტის სიმაღლის ადამიანის ჩონჩხი – ე. ი. ეს ასეც იყო! დღესაც არსებობს ინფორმაცია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მსგავსი ჩონჩხების აღმოჩენის შესახებ, მაგრამ ამის მტკიცებულება მსოფლიო საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია.

რაც შეეხება ძველ აღმოჩენებს, 1930 წ. აშშ-ს უზენაესი სასამართლო ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის სარჩელს იხილავდა, რომლის მიხედვით, ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტს, XX ს. დასაწყისში, ათობით ათასი ადამიანის ჩონჩხის განადგურებაში ედებოდა ბრალი. როგორც მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, განადგურებული ჩონჩხების სიმაღლე, საშუალოდ, 6–დან – 12 ფუტს (1, 8-3, 65 მ.) შეადგენდა.

ხოლო მოპასუხე, აღნიშნულ ფაქტს არ აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ პროცესი მხოლოდ იმის გამო იყო წამოწყებული, რომ 168 წლის ინსტიტუტისთვის რეპუტაცია შეელახათ. სასამართლოზე გარდამტეხი მომენტი დადგა, რაც მტკიცებულებად, მათივე საცავიდან, ჩონჩხების განადგურებამდე მოპარული, 130 სმ. სიგრძის ბარძაყის ძვალი წარმოადგინეს. სასამართლომ, ამის შემდეგ, მოპასუხე მხარეს ძვლების განადგურების ფაქტის საჯაროდ აღიარება და იმ დოკუმენტების გამოქვეყნება დაავალდებულა, რომლებიც «ჩვეულებრივზე უფრო დიდი ადამიანების ძვლებს უკავშირდებოდა».

ალტერნატიული არქეოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ძვლების განადგურების ბრძანება, მაღალი დონის ადმინისტრაციიდან მოდიოდა. ხოლო, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, მათი აზრით, დარვინის ევოლუციის თეორიის დაცვა იყო.



image


imageimageimageimage




0
1060
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1060
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0