x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"@ლეობებს პოსტავენ, ვერ მოვითმინე და მივწერე"- რას ჰყვება დათო ლიკლიკაძე

image


ჟურნალისტი, ბლოგერი და გიდი დათო ლიკლიკაძე ტურისტული კომპანიების მიერ ადამიანების "დაგოიმების" ფაქტებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ერთ ასეთ ისტორიას იხსენებს.


"ტურისტული კომპანიები რომ ათას @ლეობებს პოსტავენ და მერე ბუსტავენ, ყოველთვის მინდა მივუკომენტარო რაიმე, მაგრამ თავს ვიკავებ. თავადაც გიდი ვარ და თითქოსდა ინტერესთა კონფლიქტში არ ჩამეთვალოსთქო და გავატარებ ხოლმე.


ასე მაგალითად ერთს უწერია სტამბულში ვეწვევით ბაზილიკა ცისტერნას- მინდა მივუწერო-„ჩემს ფეხებს ეწვევით, რადგან ორი წელია რემონტზეა და დაკეტილია ვიზიტორებისთვის“.


ნუ არ ვწერ ხოლმე, არ მინდა ვინმეს ჩასაფრებული ვეგონო, ღმერთმა ჩემი ტურისტები მომახმაროს მშვიდობაში, არ ვუჩივი ნაკლებობას ნამდვილად.


ახლა ერთი აქვეყნებს „მოვინახულოთ თებერვლის იტალია, დაუვიწყარი რომი და ვატიკანი“!


ვერ მოვითმინე და მივწერე:


-რანაირად? ტურისტებისთვის ხო არ გაუხსნია იტალიას ქვეყანა? გვიშვებს?


-არა არ გვიშვებს, მაგრამ პოლონეთში ჩავფრინდებით და იქიდან გადავიპარებით მატარებლით.


ცოდვა არ მინდა, მიპასუხეს მყისიერად." - წერს დათო ლიკლიკაძე.




0
291
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
291