x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აი, რა უნდა თქვა? ფუ რააააა…" - რამ აღაშფოთა ხათუნა ხოფერია

image


საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია წყნეთში, გაზის გათიშვით გამოწვეული დისკომფორტის გამო აღშფოთებას ვერ მალავს და გაზის კომპანია "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებს სოციალური ქსელის საშუალებით საჯაროდ მიმართავს:


"ამ ყინვაში, წყნეთში გაზს რომ გამოგირთავენ… აი, რა უნდა თქვა?! რა უნდა მოიმოქმედო?!…


პროფილაქტიკაო… ამისთვის გააძვირეთ გადასახადები? და ადამიანი რომ გაცივდება, (გაყინული ვარ უკვე) მერე უნდა იხადოს ხომ ფულები იმის დადგენაში, კოვიდია აქვს, ახალი შტამი აქვს, თუ უგაზობამ გააცივა…


ფუ რააააა……….." - წერს ხათუნა ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ მოსახლეობამ ერთ თვეში კომუნალური გადასახადების ორ-ორი ქვითარი მიიღო. მოქალაქეების თქმით, მართალია, მათ მიერ მოხმარებული გაზისა და წყლის რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა გადასახდელი თანხის რაოდენობა მათ რატომღაც გაორმაგებული სახით მიიღეს.





0
776
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
776