x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
არ არსებობს გადაულახავი მარტოობა...
პაბლო ნერუდას სიტყვა ნობელის ჯილდოს მიღების შემდეგ:
"არ არსებობს გადაულახავი მარტოობა. ყველა გზას ერთი მიზანი აქვს: გააგებინო სხვებს სინამდვილეში ვინ ხარ. ჩვენ უნდა გავიაროთ მარტოობა და სირთულეები, იზოლაცია და სიჩუმე, რათა მოვხვდეთ ჯადოსნულ ადგილას, სადაც შეგვეძლება ცეკვა, თუნდაც მოუქნელად, ვიმღეროთ მწუხარე სიმღერა, მაგრამ ეს ცეკვა და სიმღერა სავსე იქნება სინდისის წესებით.
მე ვარ ბნელი რეგიონიდან, მე იმ ადგილიდან ვარ, რომელიც მოცილებული იყო ყველაფრისგან მისი ციცაბო რელიეფის გამო. მე ყველაზე მარტოხელა პოეტი ვიყავი, ხოლო ჩემი შემოქმედება პროვინციული, დაჩაგრული და სევდიანი იყო. მაგრამ ყოველთვის მჯეროდა ღმერთის. არასდროს დამიკარგავს იმედი.
ბოლოს კი, მინდა ვუთხრა მშრომელ და პოეტ ადამიანებს, რომ მომავალი გადმოცემული აქვს ერთ სტრიქონში რიმბაუდს: მხოლოდ უდიდესი მოთმინებით შეგვეძლება დავიპყროთ დიდებული ქალაქი, რომელიც მისცემს სინათლეს, სამართლიანობას და ღირსებას მთელ კაცობრიობას.
მხოლოდ ამ შემთხვევაში არ ჩაივლის სიმღერა უშედეგოდ."
image
რიკარდო ელისერ ნეფტალი რეიეს ბასოალტო
რიკარდო ელისერ ნეფტალი ბასოალტო ცნობილია ფსევდონიმით პაბლო ნერუდა. ჩილელი პოეტი, დიპლომატი, სენატორი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მერკურზე.
დაიბადა ცენტრალური ჩილეს პატარა ქალაქ პარალში, რკინიგზელისა და პედაგოგის ოჯახში. დედა ადრევე გარდაეცვალა ტუბერკულიოზით.

ლექსების წერა 10 წლის ასაკში დაიწყო. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს. 1927-1932 წლებში დიპლომატიურ სამსახურში იყო . 1933 წელს კონსულად დანიშნეს არგენტინაში. 1934 წლიდან კი კონსულია ბარსელონაში.

1936 წელს დაწყებულ ესპანეთის სამოქალაქო ომში, როგორც ყველა კულტურის წარმომადგენელი, თანაუგრძნობდა რესპუბლიკელებს.

1939-1943 წლებში კონსულია მექსიაკში, 1943 წელს დაბრუნდა ჩილეში და შეუდგა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1945 წელს აირჩიეს ჩილეს სენატის წევრად. ამავე წლის 15 ივლისს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. ამავე წელს მიიღო ეროვნული ლიტერატურული პრემია.


1948 წლის 6 იანვარს პაბლო ნერუდამ სენატის სხდომაზე ჩილეს პრეზიდენტს საჯაროდ უწოდა ამერიკის მარიონეტი, რის გამოც მას ჩამოართვეს დეპუტატის მანდატი და იძულებული იყო გადასულიყო არალეგალური ცხოვრების წესზე. 1939-1945 წლებში ემიგრაციაშია ჯერ არგენტინაში შემდეგ საფრანგეთში. 1970-1972 წწ. სალვადორ ალიენდეს მთავრობის ელჩია საფრანგეთში

1971 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.. 1972 წელს მძიმედ ავადმყოფი პაბლო ნერუდა დაბრუნდა ჩილეში. 1973 წლის 11 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ, სანტიაგოში მდებარე მისი სახლი გაძარცვეს. თავად მწერალი კი გარდაიცვალა კლინიკაში გადატრიალებიდან 12 დღეში. აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული.

0
80
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0