x
image
ირინა მ.
რატომ დაშორდა ჰოლივუდის იდეალური წყვილი - დემი მური და ბრიუს უილისი

image


ორივე მათგანის ცხოვრებაში, გაცნობამდე იყო აღმაფრენები და დაცემები, იმედგაცრუებები და დანაკარგები, და ამაში ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. თითქოს, ბრიუს უილისი და დემი მური, მთელი ცხოვრება ერთად უნდა ყოფილიყვნენ. მათ ჰოლივუდის იდეალურ წყვილსაც კი უწოდებდნენ და იმის ნათელ მაგალითად თვლიდნენ, რომ ჭეშმარიტი გრძნობები არსებობენ და შეუძლიათ ნებისმიერ გამოცდას გაუძლონ. მაგრამ ერთხელაც, დემი მურმა და ბრიუს უილისმა, საზოგადოების ფავორიტებმა, ბედნიერმა მეუღლეებმა და სამი ქალიშვილის მშობლებმა, დაშორების შესახებ გამოაცხადეს.


ბარის "სტოიკიდან"გადასაღებ მოედანზე


image


ორივე მათგანის ბავშვობას რთულია უწოდოთ უღრუბლო, თუმცა ბრიუსს საკმაოდ ნორმალური ოჯახი მაინც ჰქონდა. მის არსებობას ართულებდა მხოლოდ ენის ბორძიკი (ენის დაბმა), რომელიც ვლინდებოდა მაშინ, როცა მომავალი მსახიობი ნერვიულობას იწყებდა. ამ დეფექტისგან განთავისუფლებაში მას თეატრალურ წრეზე სიარული დაეხმარა. იქ უილიამსმა ნერვიულობასთან გამკლავება ისწავლა და მოულოდნელად საზოგადოების წინაშე გამოსვლა შეუყვარდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ის შემთხვევითი დროებითი სამსახურებით კმაყოფილდებოდა და პოპულარობაზე ოცნებობდა. ბრიუსი მუშაობდა ატომური ელექტროსადგურის დაცვაში და კერძო დეტექტივად, დაამთავრა მონკლერის უნივერსიტეტის დრამატული განყოფილება. შემდეგ იყო ბარმენი ნიუ-იორკის ბარებში, უკრავდა ანსამბლში ტუჩის გარმონზე (გარმონიკა) და იმედი ჰქონდა, რომ მის ცხოვრებაში როდესღაც მოხდებოდა საბედისწერო შეხვედრა, რომლის წყალობითაც ბოლოსდაბოლოს კინოს სამყაროში აღმოჩნდებოდა.


image


და ერთხელაც, ერთ-ერთ ბარში, ბრიუსი შეამჩნია ქასთინგის რეჟისორმა, რომელმაც მიმზიდველ ბარმენს შესთავაზა როლი თეატრალურ წარმოდგენაში. კიდევ რამდენიმე წელი მოუწია მსახიობს თავის ვარსკვლავურ საათამდე ლოდინი, სანამ თავის პირველ მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა კინოში, ხოლო შემდეგ მოიპოვებს არა მხოლოდ ნიჭიერი მსახიობის, არამედ ქალთა გულთამყრობელის ტიტულსაც.


მოლიპულ გზაზე


image


დემი მურს შედარებით ნაკლებად გაუმართლა. მამას ის არასოდეს იცნობდა, და საერთოდ, მხოლოდ 13 წლისამ შეიტყო, რომ დედამისის ქმარი, მისი ბიოლოგიური მამა არ იყო. თუმცა, ეს ყველაზე მცირე სტრესი იყო მათ შორის, რისი გადატანაც მას მცირე ასაკში მოუწია. დედა და მამინაცვალი უფრო სპირტიანი სასმელების მიღებით იყვნენ დაკავებული, ვიდრე დემეტრა გინესის აღზრდით (სწორედ ეს სახელი მიიღო გოგონამ დაბადებისას), თვითონ დემი კი გამუდმებით კლასელების დაცინვებს იტანდა სიელმის გამო. ამ დეფექტისგან დემეტრა მოგვიანებით ოპერაციის საშუალებით განთავისუფლდა, მაგრამ კომპლექსები მაინც დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა. დედაც არ უწყობდა ხელს ქალიშვილს თავდაჯერებულობის გამოვლენაში: როცა დემეტრამ თავისი ოცნებები გაანდო, რომ სურდა ცნობილი გამხდარიყო, მშობელმა ურჩია ხშირად ჩაეხედა სარკეში და თავიდან ამოეგდო ეს სისულელე.



image


ოჯახი განუწყვეტლივ გადადიოდა საცხოვრებლად ერთი ადგილიდან მეორეზე. ამის გამო დემის არ ჰყავდა მეგობრები, ხოლო მშობლებს შორის სკანდალები, რომლებიც საშინელ ჩხუბამდე მიდიოდა, გოგონას სურვილს უჩენდა, რაც შეიძლება ჩქარა გაქცეულიყო სახლიდან. მან სწორედ ეს მოიმოქმედა პირველივე ხელსაყრელი მომენტის დროს.

დემეტრამ დაიწყო თავის არსენალში არსებული ერთადერთი იარაღის – სილამაზის და ახალგაზრდობის გამოყენება. ის მონაწილეობდა რეკლამების ფოტოსესიებში, პოზირებდა მამაკაცების ჟურნალებისთვის და ოცნებობდა (ისევე, როგორც ოთახის მეზობელი ნასტასია კინსკი) კინოში გადაღებაზე.


image

image

შემდეგ დემეტრას ყურებამდე შეუყვარდა მუსიკოსი ფრედი მური, აიღო მისი გვარი, შეიმოკლა სახელი ოთხ ასომდე და დაიწყო თავისი ბედნიერი საათის ლოდინი. მართალია დემი მურის ქორწინება არა მარტო ბედნიერი არ იყო, დემი ფსკერამდეც კი დაეშვა: მან ქმართან ერთად დაიწყო აკრძალული ნივთიერებების მოხმარება. თუმცა ამას ხელს უწყობდა დაწყებული კინოკარიერაც. პირველ ქმარს მსახიობი მალევე დაშორდა, მაგრამ არასოდეს იწყენდა მარტოობით: ყოველთვის იყვნენ გულის თუ არა, ლამაზმანის სხეულის მიღების პრეტენდენტები.


imageდემი მური და ფრედი მური

შემთხვევითი კავშირი


და ერთხელ, 1987 წელს, ისინი შეხვდნენ, აღიარებული გულთამპყრობელი ბრიუს უილისი და მამაკაცების დამპყრობელი დემი მური. ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ერთმანეთისთვის ყურადღება მიექციათ.


image

იმ საღამოს ერთ ნომერში გაათიეს ღამე და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, მათი შემთხვევითი კავშირი რაში გადაიზრდებოდა. ვნებამ მთლიანად შთანთქა ორივე და უკვე შეუძლებელი გახდა მათი დაშორება. მათ არ სურდათ ერთმანეთთან დაშორება ერთი წუთითაც კი, ამიტომ სულ რაღაც ოთხი თვის შემდეგ ბრიუს უილისი და დემი მური გაემგზავრნენ ლას-ვეგასში, იქირავეს ძვირიანი ნომერი ოტელში Golden Nugget და ქორწილი გადაიხადეს.


imageდემის და უილისის ქორწილი

კიდევ ერთი თვის შემდეგ დემიმ, აღელვებულმა (რადგან არ იცოდა როგორი რეაქცია ექნებოდა ქმარს) შეატყობინა ბრიუსს, რომ მათ ბავშვი ეყოლებოდათ. მისი ყოვლისშემძლე ბრიუსი სიხარულით დატრიალდა და ხელში აიტაცა მეუღლე. ახლა მათ ყველაფერი სერიოზულად ჰქონდათ. თუ ადრე სპირტიან სასმელებზე უარს არ ამბობდნენ, ახლა ყველაფერი შეიცვალა: სმას თავი დაანებეს, ბავშვის აღზრდა დაიწყეს და იმაზე ზრუნვა, რომ მათი შვილი ყველაზე ბედნიერი ყოფილიყო.


ბედნიერი წყვილი


image


მსახიობებს პირველი ქალიშვილი, რუმერი 1988 წელს გაუჩნდათ, სამი წლის შემდეგ-შუათანა სკაუტი, შემდეგ უმცროსი-ტატულა. უმცროსი ქალიშვილის დაბადებამ ნამდვილად შეცვალა მეუღლეები. დემი და ბრიუსი ბედნიერების ფრთებით დაფრინავდნენ. ბრიუსი გადაიღეს "კერკეტ კაკალში" და ცნობილი გახდა მთელს მსოფლიოში, მეუღლე კი "მოჩვენებაში" და რეჟისორებისგან უამრავ მიწვევებს იღებდა.

მეუღლეების ოცნებები მაღალ შემოსავლებზე, რეალობად იქცა. შეიძინეს საკუთარი ვილა მალიბუზე, მდიდრული პენტჰაუსი ნიუ-იორკის ცათამბჯენში და სახლი აიდაჰოში. რაც მთავარია უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ. ამ წყვილით აღფრთოვანებულები იყვნენ, ზოგს შურდა და უმეტესობა ჰოლივუდის იდეალურ ოჯახად აღიარებდა. ბრიუს უილისი სხვა ქალებისკენ არ იყურებოდა, დემი კი ქმრის სიყვარულში ცურავდა.


image


შემდეგ, უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება ხმები უილისის რომანების შესახებ, და დემიში ეჭვიანობამ გაიღვიძა. იგი მხოლოდ იმის გაფიქრებაზე გიჟდებოდა, რომ მისი ქმარი გადაღებების დროს კოლეგებთან ფლირტაობდა, და დაიწყო სამაგიეროს გადახდა მისთვის ცნობილი ერთადერთი მეთოდით-საპასუხო რომანებით. რაღაც დროის განმავლობაში, მოჩვენებითი ნორმალური ოჯახის სახეს ინარჩუნებდნენ, თითქოს მათ ცხოვრებაში ყველაფერი ისევ კარგად იყო. წყენები კი გროვდებოდა, და ერთხელაც დემი მური მიხვდა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. ის დაიღალა ეჭვიანობით და ბრიუსის წუწუნით (რომ "გადაიქცა ნამდვილ სტერვად"). მან მომენტი შეარჩია, მაშინ როცა მეუღლე გადაღებებზე წავიდა, მოაგროვა მისი ნივთები და სახლიდან გაიტანა.

ცალ-ცალკე ცხოვრება მათ 1998 წელს დაიწყეს, გაყრა კი 2000 წელს გააფორმეს. თითქოს ვერასოდეს ვეღარ შესძლებდნენ ნორმალურად ურთიერთობას, მაგრამ შესძლეს, თუ სიყვარულის არა, მეგობრობის შენარჩუნება. ამის სტიმული მათი ქალიშვილები იყვნენ.

image


ისინი ერთმანეთს სტუმრობენ-ბრიუსი ურთიერთობს დემის მეუღლესთან, ეშტონ კუტჩერთან; დემი მეგობრობს ბრიუსის მეუღლესთან, ემა ჰემინგთან. ბრიუსი დემისთან და ქალიშვილებთან ერთად თვითიზოლაციაშიც კი იმყოფებოდა. ისინი ხშირად აწყობენ ოჯახურ დღესასწაულებს და ყოველთვის სიხარულით ხვდებიან ერთმანეთს. ერთადერთი რისი გაკეთებაც ვერ შესძლეს-თავისი ოჯახის შენარჩუნებაა.


imageდემი მური და ბრიუს უილისი ქალიშვილებთან და მათ მეგობრებთან ერთად

მართალია, მათ ვერ შეინარჩუნეს ქორწინება, მაგრამ ორივემ ისწავლა არა მარტო თავის თავზე ფიქრი, არამედ ბავშვებზე ზრუნვა, ისწავლეს წყენების დავიწყება და დათმობებზე წასვლა. და კიდევ, ბრიუს უილისი და დემი მური მიხვდნენ, რომ შურისძიება ყველაზე საუკეთესო თანამგზავრი არ არის ოჯახურ ურთიერთობებში. სამწუხაროდ ამას ძალიან გვიან მიხვდნენ, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ დროულად იმისთვის, რომ საბოლოოდ არ დაენგრიათ ერთმანეთის და ქალიშვილების ცხოვრება.









იხილეთ სხვა სტატიები:








როგორ გაჩნდა ევროპაში მოდა უზარმაზარ პარიკებზე და რა შუაშია აქ ტილები და სიფილისი

image


რა პირობა წაუყენა კეტრინ ზეტა-ჯონსმა ლაველას საქმროს-მაიკლ დუგლასს

image


სელებრითების "სახის დეფექტები" მსხვილი ხედით, რომლებიც მათ არ აკომპლექსებთ

image


კიანუ რივზი და სხვა ცნობილები, რომლებსაც ცოლად უბრალო ქალბატონები ჰყავთ

image


ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი I

image


ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი II

image


დრო ვარსკვლავების სახეებსა და გარეგნობაზეც აისახა

image


რატომ არ უყვართ ის ჰოლივუდში და სხვა საინტერესო ფაქტები ჯულია რობერტსის შესახებ

image


მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ბრწყინვალედ შეასრულეს სტრიპტიზი (ვიდეო) (+18)

image


შერონ სტოუნი, სკანდალური სცენის გადაღებაზე მოტყუებით აიძულეს. მოგვიანებით ეს პოზა ბერლინში გაიმეორა. (ვიდეო). (+18)

image







0
538
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
538