x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
რას წერს ფრანგული პრესა მეტროში მოკლულ 25 წლის ქართველ ახალგაზრდაზე
image

როგორც ცნობილია, საფრანგეთში მოკლეს 25 წლის საქართველოს მოქალაქე ალექსი გოგუა.


ინციდენტი მოხდა გვიან საღამოს 7 იანვარს ქალაქ მარსელის ცენტრალურ ნაწილში, "ნორტ- დამ დიუ მონის"მეტროს სადგურში.(ფოტოზე)

image


როგორც ფრანგული გამოცემა France3-regions წერს ყველაფერი იმავე სადგურიდან მობილური ტელეფონის მოპარვის მცდელობით დაიწყო. მსხვერპლმა, ახალგაზრდა ქალმა, მოახერხა თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა და გაიქცა, ნათქვამია მარსელის რესპუბლიკის პროკურორის განცხადებაში, რომელსაც ციტირებ France Bleu Provence-ი, ამით შეიძლება ისტორია დასრულებულიყო, მაგრამ ის დაბრუნდა ერთი საათის შემდეგ 25 წლის პარტნიორ მამაკაცთან ერთად.


აღსანიშნავია, რომ ორივე ქურდი ჯერ კიდევ მეტროს სადგურში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ახალგაზრდამ მათთან საუბარი გააბა.საუბარი გამწვავდა, რამაც სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცს ცოლის და რამდენიმე მოწმის თვალწინ ორჯერ დაარტყეს დანა .


ის საავადმყოფოში გადაიყვანეს სიცოცხლისათვის საშიში პროგნოზით. სამწუხაროდ, მიყენებული დაზიანებების შედეგად ის მარსელის ტიმონას საავადმყოფოში გარდაიცვალა.


თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს. გამოძიება დაიწყო. კერძოდ, პოლიციას მოწმეების ჩვენებების იმედი აქვთ, ასევე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრების.

image


მოკლული ალექსი გოგუას მეუღლე ფეისბუქში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.




„ჩემო სიყვარულო, ძალიან მიყვარხარ, უსაზღვროდ მიყვარხარ, ვიცი რომ შენ უფრო გიყვარვარ სულ იმას მეუბნებოდი შენ არ იცი კიდე როგორ მიყვარხარო, ვიცი! იცი მე ახლა ძალიან ცუდად ვარ, ამდენი ხანი უშენოდ არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მენატრები, პატარა ბავშვივით ვარ შენზე მიჯაჭვული, ძალიან მიყვარხარ, შენ არ გენატრები? როგორ მინდა სიზმარი იყოს ყველაფერი, წარსულში დაბრუნება შემეძლოს ნეტა, ღმერთოო ძალიან ცუდად ვარ, ძალიან მტკივა გული.

ალიკა ჩემო სიყვარულო, ჩქიმ ცხოვრება. ჩემი ცხოვრების აზრი. რამდენი ვემუდარე ღმერთს რამდენი და მაინც წამართვა შენი თავი, რა დავუშავე რა დავაშავე რომ ასე გამწირა. მე არ მჯერა, მგონია სადღაც წახვედი და მალე დაბრუნდები სახლში.

მე შენთან მინდა ძალიან, მე უშენოდ ვერ ვჭამ, ვერ ვიძინებ, ვერ ვარსებობ ხომ იცი, მოდი ჩემთან გემუდარები მოდი დამესიზმრე, მომელანდე. ოუუუ ალიკაა, მინდა გული გამისკდეს, შენთან მინდა მე. ოუუუ ალიკააა ჩემო სიყვარულოო, მოდი ჩემთან და ჩამეხუტე გეხვეწებიი თორემ მე ვერ გავუძლებ. მე არ ვიცი რა ვქნა რა გავაკეთო აწი უშენოდ.

ოუუ ალიკაა ძალიან მიყვარხარ არ შემიძლია უშენოდ. ვწყევლი იმ დღეს როცა აქ ჩამოვედით! არაფერი არ მინდაა, შენს გარდა არაფერი არ მინდა. მეჩხუბე, გამიბრაზდი, ყავის სმას დავიწყებ, მაიონეზსაც შევიყვარებ, არაფერს დავაშავებ ოღონდ მოდიი ჩემთან, კარები შემოაღე და ჩამეხუტეე გეხვეწები ალიკააა. ღმერთმა როგორ გამაუბედურა როგორ გამამწარა არც შვილი მოგვცა, შენი თავიც წამართვა, მეტი რა უნდა გააკეთოს კიდე რით უნდა გამამწაროს ცხოვრებამ, რატომ დავიბადე!

ახლა რატომ ვსუნთქავ! რატომ დამტოვე! რატომ მე არ მოვკვდი! რატომ მე არ მომკლეს! გეკითხებიი ღმერთოო და მიპასუხეეე, მიპასუხეე სანამ ჩემს სულში სიძულვილმა არ დაისადგურა! მე მძულს სიცოცხლე შენს გარეშე! მე მძულს მომავალი შენს გარეშე! მე მძულს ყოველი ლუკმა საჭმელი შენს გარეშე! მძულს უშენოდ გათენებული ყოველი დილა! მე მძულს ჩემი თავი!

ძალიან მიყვარხარ, შენ ჩემი ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში და მიხარია რომ შენ შეგხვდი, შენ ხარ ჩემი მეუღლე! ყოველ ღამე ვტიროდი და მძინარეს გკოცნიდი ხოლმე მეშინოდა შენი დაკარგვის მაშინ ვერ ვხვდებოდი ასე რატომ ვაკეთებდი მაგრამ ახლა ყველაფერი ნათელია! უმიზეზოდ ვტიროდი და მეუბნებოდი რა იყო უმიზეზო ტირილის დრო მოვიდაო?

როგორ გინდოდა შვილი გვყოლოდა, როგორ მინდოდა მეც მე არ მჯერა ღმერთო შენი არარსებობის! და ახლა რა იქნება, მხოლოდ მოგინებები მხოლოდ სურათები დამრჩება შენი? არააა! არ მჯერა! ოუუუ ალიკაა რა გავაკეთოო მითხარი, მანიშნე გემუდარები თორემ მე ვერ გავუძლებ ამ ყველაფერს. მე შენ ჩამოგიყვან საქართველოში და მერე არ ვიცი რაიქნება, რადგან მე უშენოდ ისედაც მკვდარი ვარ. ჩემს გულში ხარ და ძალიან მიყვარხარ ჩემო ცხოვრებავ.“

image

ალექსი გოგუა ჩხოროწყუდან იყო.ახალგაზრდა მამაკაცი სულ რაღაც 10 თვის დაოჯახდა .ხოლო საფრანგეთში ცოლ-ქმარი 4 თვის წინ წავიდა.

სოფლის რწმუნებულის ხვიჩა ლაგვილავას თქმით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს სამ დღეში ჩამოასვენებენ.

მისივე თქმით, 25 წლის ალექსი გოგუას დედა და და სიმსივნის დიაგნოზით წლების წინ გარდაეცვალა. სახლში სოფელში ყავს მამა და თბილისში და, რომელიც იქ ერთ-ერთ ბანკში მუშაობს.

0
547
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0