x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"აღვირახსნილი ორგიები და ნარკოტიკების მთები" - რა ხდებოდა Playboy-ის დამფუძნებლის სასახლეში?
image

„აღვირახსნილი სექსი, ორგიები და ნარკოტიკების მთები“ – ასე იხსენებენ ყველაზე ხმაურიან წვეულებებს მოდელები ჟურნალ Playboy-ის დამფუძნებლის ჰიუ ჰეფნერის სასახლეში.

ჰეფნერის ცნობილი მამულის დახურულ კარს მიღმა ამბების შესახებ ლეგენდები დადიოდა, მაგრამ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვერც ვერასდროს გაარკვევდა, თუ როგორ ერთობოდნენ იქ მილიონრები და შოუბიზნესის ვარსკვლავები. ეს ყველაფერი შეიცვალა მხოლოდ 2017 წელს, როდესაც 91 წლის ჰეფნერი გარდაიცვალა. იმ მომენტიდან მოყოლებული, ქალები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლები უმდიდრეს პლეიბოისთან ერთად გაატარეს, დაიწყეს საუბარი იმ საშინელებებზე, რომლებიც სასახლის კედლებს მიღმა ხდებოდა.

ყველაზე სასტიკი სახლის წესებისა და Playboy-ის დამფუძნებლის გარყვნილი სურვილების შესახებ ჩვენ სტატიაში შეიტყობთ

42 წლის ამერიკელი მოდელი ჰოლი მედისონი სასახლეში 2001 წლიდან ცხოვრობდა. გადასვლიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ, მას ჰეფნერთან უკვე ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა და მისი მუდმივი კომპანიონი გახდა. ჰეფნერს რამდენიმე რჩეული ჰყავდა მასთან ერთად მცხოვრებ გოგონებს შორის, მაგრამ სწორედ მედისონს ხვდა წილად, რომ მასთან ერთად გამოჩენილიყო თითქმის ყველა ელიტურ ღონისძიებაზე.

თავის მემუარებში"Down the Rabbit Hole".Playboy-ის დამფუძნებელთან ურთიერთობას მოდელის აღწერს, როგორც "გამოხატულ სტოკჰოლმის სინდრომს" (ორმხრივი ან ცალმხრივი სიმპათია მსხვერპლსა და მოძალადეს შორის).

image

მედისონი 2001 წლიდან 2008 წლამდე ცხოვრობდა ბიზნესმენის სახლში და იცავდა პატრონის მიერ დაკანონებულ მკაცრი წესებს. მისი თქმით, ჰეფნერი ყველა გოგონას აიძულებდა მასთან ორგიებს, ასევე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებას. ქალმა აღნიშნა, რომ ჰეფნერი მათ აიძულებდა მიეღოთ ამჟამად აკრძალული პრეპარატი "კვაალუდი" (მეტაკვალონი), რომელსაც აქვს დამამშვიდებელი-საძილე ეფექტი. მედისონის თქმით, ბიზნესმენმა მას ეს წამალი შესთავაზა სასახლეში მას პირველ ღამეს შემდეგი სიტყვებით: ”მე ჩვეულებრივ არ მიველსალმები ნარკოტიკებს, მაგრამ, იცი, 70-იან წლებში ამ აბებს ჩვენ ვუწოდებდით “ბაყვების გამშლელს”.



imageფოტოზე: ჰეფნერის სასახლე

"კვაალუდი აუცილებელი იყო ყველა წვეულებაზე.ჰეფნერი თავს იკატუნებდა, ვითომდა არ იყენებდა მძიმე ნარკოტიკებს სასახლეში, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა.კვაალუდს სექსის წინ ღონისძიების ყველა მონაწილე იღებდა.მამაკაცებმა იცოდნენ, რომ ამ წამლის წყალობით, ისინი გოგონებს პრაქტიკულად ყველაფრის გაკეთებას აიძულებდნენ"

ლიზა ლოვინგ ბარეტი ჰიუ ჰეფნერის ასისტენტი 1977 წლიდან 1989 წლამდე

სხვა საკითხებთან ერთად, მედისონი განიცდიდა მუდმივ ზეწოლას მისი გარეგნობის გამო, რომელიც სასახლის ყველა მაცხოვრებელს "ერთნაირად" აქცევდა. მოდელმა აღნიშნა, რომ მან უფასო პლასტიკური ოპერაცია შესთავაზა, რადგან მისი ფიგურით აღარ იყო კმაყოფილი.

ბიზნესმენი თანახმა იყო ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევაზე, რათა მისი ქალების გარეგნობა გაუმჯობესებულიყო.

„ჰიუს უყვარდა ათქვირებული ფორმის გოგონები გათეთრებული თმებით და მათ ყოველთვის აიძულებდა ეტარებინათ სექსუალური კოსტიუმები. სინამდვილეში, ამან დაღალა ბევრი გოგონა, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ.მე ვეღარ გავუძელი ზეწოლას და აღარ მინდოდა დამსგავსებოდი ყველას."

მედისონმა ასევე გაიხსენა, ერთ მომენტში როგორ გადაწყვიტა იმიჯის რადიკალურად შეცვლა და სასახლეში მოკლედ შეკრეჭილი თმით დაბრუნდა. ჰეფნერი, მისი ახალი იმიჯის დანახვისას, ძალიან გაბრაზდა და აყვირდა.

"ბებერ, იაფფასიან მახინჯივით გამოიყურები", - ასე "შეამკო" ჰეფნერმა მედისონი.

"ერთ დღეს მედისონმა წითელი პომადა წაისვა, ის გაბრაზდა და აიძულა ტუჩები მოეწმინდა.სინამდვილეში, ჰოლიმ ეს იმიტომ გააკეთა, რომ სტრესული ცხოვრებისგან დეპრესია დაეწყო.მე ვამჩნევდი როგორ იცვლებოდა მისი ქცევა ყოველდღე."

ჯონათან ბეიკერი- ჰიუ ჰეფნერის ყოფილი პარტნიორი

თავად მედისონი ამტკიცებდა, რომ ჰეფნერი გოგოებზე მანიპულირებდა, რათა მათ სახლში თავიანთი ადგილის დამკვიდრებისთვის ებრძლოათ. „ქალებს შორის სასტიკი კონკურენცია იყო. იქ ვისწავლე, რომ არ ენდო გარკვეულ ადამიანებს. საშინელება იყო. მე რომ შემეძლოს უკან დაბრუნება და ყველაფერი სხვაგვარად გაკეთება, არ მივცემდი უფლებას, რომ შეურაცხყოფა მოეყენებინათ ”.

imageფოტოზე: ჰოლი მადისონი და ჰიუ ჰოფნერი

გარდა ამისა, მან აღიარა, რომ ბიზნესმენი გოგონებს რეგულარულად სხვადასხვა სექსუალურ რიტუალებში მონაწილეობას აიძულებდა. მაგალითად, მას უყვარდა მარიხუანას მოხმარება, პორნოს ყურება და მასტურბაცია, ამ დროს რამდენიმე გოგონა მის წინ ხტუნაობდა, რომელბსაც ერთნაირი პიჟამოები ეცვათ. მედისონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სძულდა ჰეფნერთან სექსი:

”ამაში ინტიმური არაფერი იყო. ის არც კი მკოცნიდა. გარდა ამისა, ეს სულ ორიოდე წუთი გრძელდებოდა. მხოლოდ ის მახსოვს, როგორ მეწვა ზემოდან მძიმე სხეული“.

36 წლის კენდრა უილკინსონი თავისი სექსუალურ გამოცდილებას მეწარმესთან აღწერს წიგნში Being Kendra: Cribs, Cocktails and Getting My Sexy Back.

იხსენებს, რომ, რომ 18 წლის იყო, როდესაც ის ჰეფნერთან პირველად დაწვა .ის კი 78 წლის .

image

ძალიან მთვრალი უნდა ვყოფილიყავი, რომ ის ღამე გადამეტანა, სხვა გზა არ იყო. სექსი დაახლოებით ერთ წუთში დასრულდა. სამუშაოს ჰგავდა. მძულდა ეს, ”- აღიარა მან.

მან ასევე დაამატა, რომ სახლში დაწესებული იყო კომენდანტის საათი, ასევე აკრძალული იყო სხვა მამაკაცებთან ურთიერთობა მისი ტერიტორიის გარეთ.

„ჩემი მეგობრები ლას-ვეგასში ერთობოდნენ და მე კიდევ საღამოს ცხრა საათისთვის სახლში უნდა ვყოფილიყავი. ერთ დღეს მივიღე ტექსტური შეტყობინება ჩემი მეგობრისგან: "ძალიან სახალისოა ვეგასში. ვისურვებდი, რომ ჩვენთან იყოთ! ოჰ, ეს წვეულებები ფეხბურთელებთან ერთად."

ამან გამანადგურა. თავს ხაფანგში გაბმულად ვგრძნობდი, ”- წერს უილკინსონი თავის მემუარებში.

სასახლეში ცხოვრების შთაბეჭდილებები გააზიარა ახლა უკვე 32 წლის მოდელმა ჯენა ბენტლიმ . გოგონა 18 წლის ასაკში გადავიდა ჰეფნერის სასასახლეში, ხელი მოაწერა "ძალიან მკაცრ" ხელშეკრულებას არასაჯარო გამჟღავნების პირობით და იქ დარჩა ერთი წლის განმავლობაში. სახლის სხვა მაცხოვრებლების მსგავსად მასაც აეკრძალა ახალგაზრდა მამაკაცის ყოლა. მისი თქმით, მოდელები, რომლებიც 21:00 საათისთვის სახლში არ დაბრუნებოდნენ, ქუჩაში მოუწევდათ ღამის გათევა. თუმცა, მისი თქმით, ეს მკაცრი წესი ნაზღაურდებოდა ხმაურიანი წვეულებებით, რომლებზეც შესაძლებელი იყო ცნობილი ადამიანების გაცნობა.

imageფოტოზე ჯენა ბეტლი

ბენტლიმ აღნიშნა, რომ სასახლეში ყოფნის დროს მას არ მოუწია პატრონთან დაწოლა, რადგან მოდელებთან სექსი ღრმა სიბერის გამო აღარ ჰქონდა. სამაგიეროთ მოწვეული სტუმრები ატევდნენ ღამეს ერთ-ერთ რომელიმე ადგილობრივ ლამაზმანთან.

ბევრი დამცირების მიუხედავად ბენტლი თბილად იგონებს იმ პერიოდს, როდესაც 11 გოგონასთან ერთად ცხოვრობდა სასახლეში:

მან აღნიშნა, რომ Playboy-ის დამფუძნებელი გულუხვი ადამიანი იყო და მოდელებს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა უამრავ მოსამსახურესთან, ასევე სტილისტებთან და ვიზაჟისტებთან.გარდა ამისა, ისინი იყენებდნენ „ოცნების ტელეფონს“, რა დროსაც დარეკვის შემდეგ შეეძლოთ ეთხოვათ რაც სურდათ.

imageფოტოზე: ამერიკელი (სომხური წარმოშობის)მსახიობი, მომღერალი და მოდელი დიტა ფონ ტიზი ჰეფნერის სასახლეში სტუმრად

Playboy-ის დამფუძნებლის სასახლეში წვეულებები მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა - ჰეფნერი 2017 წლის 27 სექტემბერს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.ერთი წლით ადრე, ბიზნესმენმა ქონება მიჰყიდა Metroopoulos & Co-ს ტოპ მენეჯერს, დარენ მეტროპულოსს 100 მილიონ დოლარად.გაყიდვის პირობების მიხედვით, ჰეფნერი იტოვებდა შესაძლებლობას სიცოცხლის ბოლომდე ეცხოვრა სასახლეში, იმ პირობით, რომ ახალ მფლობელს ყოველწლიურად მილიონ დოლარს გადაუხდიდა შენობის მოვლა-პატრონობისთვის.

imageფოტოზე ჰეფნერი Playboy-ის მოდელებთან ერთად. 1966 წელი

რა ბედი ეწიათ ჰეფნერთან ერთად მამულში მცხოვრებ გოგონებს?. ზოგიერთმა მათგანმა სამუდამოდ მიატოვა სამოდელო კარიერა და რადიკალურად შეიცვალა პროფესია, ზოგი დღესაც ჩნდება მოდების ჟურნალების ფურცლებზე. მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელიც ხდებოდა სასახლის კედლების მიღმა მოდელებთან მიმართებაში, არცერთ მათგანს არ უჩივლა ბიზნესმენისთვის და არ მოუთხოვია მორალური კომპენსაცია. პირიქით, მოდელების უმეტესობა ღიმილით იხსენებენ ძველ დროს და ხაზს უსვამენ, რომ ამაზე მეტად გიჟური და ამავდროულად მშვენიერი არაფერი მომხდარა მათ ცხოვრებაში და დიდი ალბათობით, არც არასოდეს განმეორდება.

image

0
1163
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0