სხვა ვინ არის სოფო ნიჟარაძის ულამაზესი ბიძაშვილი პლასტიკური ქირურგი, რომელიც საქართველოში აპირებს მოღვაწეობას 8 იანვარი, 14:54 ![]() "ახალმა წელმა უკვე გამახარა.ჩემი ქალიშვილი, სალომე სვანაძე, რუსეთში ცნობილი ათწლიანი გამოცდილების მქონე პლასტიკური ქირურგი ოფიციალურად შეუერთდა ქართველი პლასტიკური ქირურგების რიგებს. სალომე, ჩემო სიცოცხლე, გისურვებ ჩვენი სამშობლო შენით ამაყობდეს!"-წერს სოციალურ ქსელში მაია ჩერქეზიშვილი. ![]() 2011 წელს გაიარა სტაჟირება 61-ე საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიის განყოფილებაში ზოგად ქირურგიაში. ![]() მომავალმა პლასტიკურმა ქირურგმა პირველი ოპერაცია მესამე კურსზე როდესაც იყო მაშინ გააკეთა გამოცდილი ქირურგის ხელმძღვანელობით. ასე რომ, 2011 წლისთვის, სალომემ სწავლის პარალელურად გადიოდა პრაქტიკას ასისტენტად მოსკოვის წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკებში. დღეისთვის სალომეს 1500-ზე მეტი ოპერაცია აქვს გაკეთებული, მისი სპეციალობაა მამოპლასტიკა, რინოპლასტიკა, აბდომინოპლასტიკა. ![]() სალომეს ჰყავს კანადელი მეუღლე, პროფესიით იურისტი, რომელიც 2014 წელს გაიცნო, წყვილმა ქორწილი თბილისში, მთაწმინდაზე გადაიხადა, 2019 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი მაქსიმე, ოჯახში ლაპარკაობენ 4 ენაზე: ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ფრანგულად. ![]() 939 2-ს მოსწონს
|