x
image
ირინა მ.
როგორ გაჩნდა ევროპაში მოდა უზარმაზარ პარიკებზე და რა შუაშია აქ ტილები და სიფილისი

image


ყველასთვის ცნობილია მე-17, 18 საუკუნეების არისტოკრატის სახე: წინდები, მაქმანებიანი ჟაბო, ბალთებიანი ფეხსაცმელი, ოქროს ძაფებით გაწყობილი კამზოლი და...შეპუდრული მაღალი პარიკი. ბოლო დეტალი ყოველთვის წარმოშობს უამრავ კთხვას, რამდენადაც ის საკმაოდ არაპრაქტიკულად გამოიყურება. როგორ გაჩნდა მოდა მამაკაცის პარიკებზე და რას ნიშნავდა მაღალი წრის წარმომადგენლის იმიჯის ეს ელემენტი?

მამაკაცის პარიკი, ან როგორც მას კიდევ უწოდებდნენ ალონჟი, ორი ასეული წელი იყო ნებისმიერი დიდგვაროვანი მამაკაცის გარდერობის განუყოფელი დეტალი. მას მხოლოდ არისტოკრატები ატარებდნენ და იგი მაღალი სტატუსის მაჩვენებელი იყო.


image

მე-18 საუკუნის კავალერი ალონჟით

პარიკების პირველი კანონმდებელი გახლავთ საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIII (მე-17 საუკუნე). მონარქს ადრე დაეწყო გამელოტება და ამის ძალიან სცხვენოდა. ამიტომ მეფისთვის ამზადებდნენ ათეულობით სხვადასხვა ფასონის ალონჟებს, ძირითადათ მუქი ფერის თმისგან. თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა პარიკებმა მისი შვილის, ლუდოვიკო XIV (მეფე-მზე) დროს მოიპოვა.

მორიგ მმართველს, ლუის, ჯერ კიდევ 19 წლისას დაეწყო თმის ცვენა. ამ მოზეზით დაკომპლექსებულმა მეფემ შეკრიბა ქვეყნის 48 საუკეთესო პარიკმახერი (სტილისტი) და უბრძანა დაემზადებინათ უზარმაზარი, ლომის ფაფრის მსგავსი პარიკები. უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთში იმ დროს სიმელოტისადმი უფრო სხვანაირი მიდგომა იყო, ვიდრე დღეს. ხშირი და სქელი თმა ფრანკების ტომების დროიდანვე ვაჟკაცობისა და სიძლიერის ნიშნად აღიქმებოდა.


image

საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV (მეფე-მზე)

საფრანგეთის მელოტი მეფე კი...-რა უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ამაზე სასაცილო, სადაც გრძელი ლოკონები უძველესი დროიდანვე იყო პატივში და სადაც მეფეები არასდროს იჭრიდნენ თმას. დააახლოებით თმების ასეთივე კულტი იყო მეზობელ ბრიტანეთში და გერმანიაში. ამასთან სწორედ მე-17, 18 საუკუნეებში ევროპაში, ისე როგორც არასდროს, გამწვავდა გამელოტების პრობლემა. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდა:


1. ტყვია და ყვავილი (დაავადება)

პირველ რიგში, ქალები და მამაკაცები თმებს კარგავდნენ ტყვიისა და ვერცხლისწყლის გამო. ამ სახიფათო ელემენტების უდიდეს რაოდენობას შეიცავდა წამლები და კოსმეტიკური საშუალებები. პუდრისა და ფერუმარილის გარეშე კი არ შეიძლებოდა - ყვავილის ეპიდემია, რომელიც პერიოდულად გადაუვლიდა ხოლმე ევროპას, გადარჩენილების სახეზე თავის კვალს, ნაიარევს სტოვებდა და მას პუდრის სქელი ფენით იფარავდნენ, რომელიც ტყვიის დიდ რაოდენობას შეიცავდა.


image

ყვავილი კვალს ადამიანის სახეზე სამუდამოდ ტოვებდა.


2. სიფილისი

მეორე უბედურება იყო ვენერიული დაავადებები. არისტოკრატები თავაშვებით ეძლეოდნენ გარყვნილებას და ერთმანეთს "სხვადასხვა" დაავადებებით აჯილდოვებდნენ. ზოგადად სიფილისი ისედაც ზემოქმედებს თმების სიხშირეზე, და ამას კიდევ ემატებოდა აღნიშნული დაავადების მკურნალობა საშუალებებით, რომლების ვერცხლისწყლისგან შესდგებოდა. თმები, რომელიც დაავადებამ დაინდო, მერკურიალიზმის (მერკურიალიზმი – ვერცხლისწყლითა და მისი ნაერთებით ქრონიკული მოწამვლა) მსხვერპლი ხდებოდა. ამიტომ მელოტი დიდგვაროვნები იშვიათობას არ წარმოადგენდნენ.

სიფილისთან დაკავშირებულ პრობლემებზე თავის დღიურში ჰყვება სემუელ პიპსი. იგი ბრიტანული საზღვაო დაწესებულების ჩინოვნიკი იყო და ცხოვრობდა მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში. პიპსის ძმას ვენერიული დაავადება შეეყარა, მაგრამ სემუელს არა მისი ავადმყოფობა, არამედ საკუთარი იმიჯი აწუხებდა. "თუ ჩემი ძმა გადარჩა, ის ვეღარ გამოჩნდება ასეთი თავით მაღალ საზოგადოებაში-ეს ჩემთვის დიდი სირცხვილი იქნება".



image

როგორც ვხედავთ იმ დროის საზოგადოებაში თმებს იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მელოტ ძმასაც კი შეეძლო რეპუტაციისთვის ჩრდილის მიყენება.

გამელოტება არ ინდობდა მთელი ევროპის მონარქებს. ინგლისის მეფე კარლოს II-საც (ლუდოვიკო XIV-ს ნათესავს) დასცვივდა თმა და მანაც, ლუდოვიკოს მსგავსად, ვეებერთელა პარიკების მთელი კოლექცია შეუკვეთა. მეფეები ყოველთვის მოდის კანონმდებლები იყვნენ, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ როცა ორმა, ევროპის ყველაზე ძლიერმა მმართველებმა პარიკები მოირგეს, მათ თავის ქვეშევრდომებმაც მიჰბაძეს.



3. პარიკები და პირადი ჰიგიენა. ტილები


მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში, ევროპის თითქმის უკვე მთელი არისტოკრატია პარიკებით იწონებდა თავს, ზოგს ერთი ალონჟი ჰქონდა, ზოგი კი ათეულობით უკვეთავდა. ეს ძვირი სიამოვნება გახლდათ, თუმცა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მით უმეტეს, რომ პარიკებმა მნიშვნელოვნად გაუმარტივეს ცხოვრება დიდგვაროვნებს.


image

პარიკმახერი და მისი კლიენტი ალონჟით

ევროპის კიდევ ერთი დიდი (ყვავილისა და სიფილისის გარდა), მესამე უბედურება იყო ბანალური ტილები.

ბანაობა მდაბიოების ხვედრად ითვლებოდა, მაღალი წრის საზოგადოების წარმომადგენლები დაუბანელი სხეულის სურნელს პარფიუმით ახშობდნენ. ტანსაცმელს კი არ რეცხავდნენ, ანიავებდნენ. მედიცინა ძალიან დაბალ საფეხურზე იყო, ბევრის აზრით, ანტიკურსაც კი ჩამორჩებოდა.

ტილებს იერიში მიჰქონდათ მეფეებზე, ბარონებზე და უბრალო მოკვდავებზე. თუ გლეხს შეეძლო თავი გადაეპარსა და თავსაფარი წაეკრა, არისტოკრატი თავის თავს ამის უფლებას ვერ მისცემდა. ისინი იპარსავდნენ თმების იმ ნარჩენებს, რომელიც ვერცხლისწყალმა და დაავადებებმა დაინდო, და გადაპარსულ თავებზე უზარმაზარ ალონჟებს ირგებდნენ.


image

მოდა ალონჟებზე გამუდმებით იცვლებოდა

პარიკებს ნატურალური ნედლეულისგან ამზადებდნენ. ყველაზე დაბალი ხარისხის, ცხენის ძუისგან და თხის ბეწვისგან დამზადებული, ხოლო მაღალი ხარისხის და ძვირფასი-ადამიანის თმისგან დამზადებული ითვლებოდა. ისინი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებდა. მეფეებს და გრაფებს ამ საქმისთვის ცალკე მსახურები ჰყავდათ, რომლებიც მათი პარიკების მოვლა ევალებოდათ. საჭირო იყო არა მარტო მათი დავარცხნა, არამედ განიავება და არომატიზირებული პუდრით დაფარვა. თუ ნაკეთობა ფორმას დაკარგავდა, ის პარიკმახერთან მიჰქონდათ და აღდგენას დაექვემდებარებოდა. ტილებისგან რომ გაენთავისუფლებინათ, პარიკებს გამოხარშავდნენ და სხვადასხვა ხსნარებით ამუშავებდნენ.


image

პარიკებიანებს რევოლუციონერები ვერ იტანდნენ.

მოდამ პარიკებზე მე-18 საუკუნის ბოლომდე გასტანა, შემდეგ დაღმასვლა დაიწყო. საფრანგეთში მისი მოდიდან გადასვლაზე დიდი როლი ითამაშა ბურჟუაზიულმა რევოლუციამ. პარიკის ბევრმა მფლობელმა მაშინ თავები დაკარგეს, ხოლო მათ ვინც შეინარჩუნა, უკვე ეშინოდათ იმის აფიშირება, რომ ელიტას მიეკუთვნებოდნენ.






იხილეთ ასევე:







სასახლის ეტიკეტის დაცვის დროს გარდაცვლილების ნაღვლიანი ისტორიები

image


როგორი იქნებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები, თანამედროვე მოდურ ტრენდებს რომ მისდევდნენ

image


პარიკი მელოტი დედოფლისთვის

image


ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში

image


XVIII საუკუნის გასაოცარი ცხვირის პროთეზი, რომელიც 28 წლის ჰოლანდიელს თავისთვის დაუმზადებია

image


ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში

image


რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image


შუასაუკუნეების დედოფლები ლამის სახალხოდ მშობიარობდნენ

image


რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში

image


სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ.

image







0
777
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
777
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0