x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სუდანელ მოდელს კანის გაღიავება შესთავაზეს... და მისმა პასუხმა, უამრავი ქალი შთააგონა მთელს მსოფლიოში

ნიაკიმ გატვეჩი (Nyakim Gatwech) — სუდანელი მოდელია, წარმოუდგენლად მუქი კანის ტონით. ის 14 წლის იყო, როდესაც დედასთან ერთად, აფრიკის ლტოლვილთა ბანაკიდან აშშ–ში გადავიდა საცხოვრებლად. თითქოს, ყველა მღელვარება ზურგს უკან დარჩა, მაგრამ ემიგრაცის შემდეგ, გოგონას თვითშეფასებას გამოცდის ჩაბარება მოუხდა. თანაკლასელების ბულინგის გამო, ნიაკიმა სანუკვარ ოცნერბაზე — მოდელობაზე, უარის თქმა გადაწყვიტა. მაგრამ, მან მაინც შეძლო საკუთარი თავის შეყვარება, მიღება და სამოდელო ბიზნესში თავის დამკვიდრება. მისი ისტორია კი, ყველამ უნდა წაიკითხოს, ვისაც თვითშეფასება ჯერ კიდევ დაბალი აქვს.


image


თვალშისაცემმა გარეგნობამ ნიაკიმს, სხვა მოდელების ფონზე, გამორჩევის საშუალება მისცა. 24 წლის ასაკისთვის, მას ინსტაგრამზე უკვე 350 ათასი ხელმომწერი ჰყავდა და ისეთ ცნობილ ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, როგორიც Calvin Klein, Fashion Nova, Aldo და Cosmopolitan არის. თუმცა, გოგონას წარმატებისკენ მიმავალი გზა ადვილი არ იყო.

ნიაკიმ ბავშვობა აფრიკის ლტოლვილთა ბანაკებში გაატარა. მისი დედა იძულებული იყო სუდანიდან გაქცეულიყო, რადგან ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. ნიაკიმის უფროსი და გარდაიცვალა, ხოლო, ძმას იარა დარჩა, დანით მიყენებული ჭრილობის შემდეგ. ამერიკაში გადასვლის შემდეგ, მომავალი მოდელის ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტული გახდა. მაგრამ, არა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.


image


ბავშვები სკოლაში, გამუდმებით დასცინოდნენ, მათ ფონზე, გარეგნობით მკვეთრად გამორჩეულ მოზარდს. ნიაკიმს ეუბნებოდნენ, რომ კანის ფერი შეეძვალა, რადგენ ის მეტისმეტად «ჭუჭყიანი» იყო. გოგონა ამის გამო, ტიროდა და კანის გაღიავებაზე სერიოზულადაც კი ფიქრობდა — ასე ხომ ბევრი სუდანელი ემიგრანტი მოიქცა?! როდესაც მან ეს გადაწყვეტილება დას გაუზიარა, მან უთხრა, რომ ამის უფლებას არ მისცემდა, რადგან მოგვიანებით, ამის გამო ინანებდა. დამ მას აუხსნა, რომ კანის გაუფერულებით, ის მხოლოდ კანს კი არ მოაცილებდა ფერს, არამერდ, საკუთარ გონიერებასაც გააუფერულებდა.


image


რაღაც მომენტში, ნიაკიმმა გაიფიქრა: «ეს ბავშვები ფიქრობენ, რომ ლამაზი არა ვარ და მოდელობას ვერ შევძლებ». მაგრამ ბოლოს, ეს აზრი თავიდან მოიცილა და თავისი უნიკალური სილამაზის შეყვარება შეძლო.


image


უკვე პოპულარულ მოდელს, კანის გაღიავებასთან დაკავშირებით, შეკითხვა კიდევ ერთხელ მისცეს. ნიაკიმმა ამაზე მხოლოდ გაიცინა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა ეკითხა, თუ რატომ უნდა გაეკეთებინა ასეთი რამ? რაზეც უპასუხეს, რომ ღია ფერის კანით, მისი ცხოვრება ბევრად მარტივი იქნებოდა, როგორც პირადი, ისე კარიერული. რაზეც მოდელმა უპასუხა: «იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფრო ღია კანი, ჩემს ცხოვრებას გაამარტივებს, — მე მაინც რთულ გზაზე დარჩერნა მირჩევნია».



image


ნიაკიმს მეტსახელიც კი მისცეს — მას «წყვდიადის დედოფალს» ეძახიან და მან ესეც სიხარულით მიიღო...

«მკითხეს, თუ რა დამოკიდებულება მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ «წყვდიადის დედოფალს» მეძახიან და ვუპასუხე, რომ მომწონს. მუქი ფერები არ უნდა იყოს მწუხარებასთან და სიკვდილთან ასოცირებული. მე «წყვდიადის დედოფალი» ვარ, რომელსაც ირგვლივმყოფთათვის სინათლე და სიყვარული მოაქვს» — აღნიშნა, ერთ–ერთ ინტერვიუში ნიაკიმ გატვეჩმა.


image


ნიაკიმმა, თავისი საქციელით, უამრავი ქალის შთაგონა მთელს მსოფლიოში, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ, საკუთარი თავის და საკუთარი უნიკალობის მიღება ისწავლონ. მაგრამ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ მამაცმა გოგონამ თაყვანისმცემლებს საკთარი თავისადმი სიყვარულის და პატივისცემის სურვილი გადასდო, რაზეც ყოველგვარი დაცინვა და დამცირება «იმსხვრევა».

გახსოვდეთ, რომ ყოველი ჩვენგანი უნიკალური და თავისებურად, ლამაზია!


image


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. როგორ იქცა პუანსეტია შობის მთავარ სიმბოლოდ (მოვლა და გამრავლება)

2. შემთხვევით აღმოჩენილი 10 განძი

3. 12 მაღალრეიტინგული მინისერიალი მათთვის, ვისაც გრძელი სერიალების ყურების დრო და სურვილი არა აქვს

4. ლეგენდა თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

5. 35 რეტრო ფოტო სერიიდან – "Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?"

6. ცნობილი ფსიქოთერაპევტის 20 რჩევა, რომელიც ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ

0
1806
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0