x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
დაინტერესებულხათ რა მარკის ავტომობილი იყო გამოყენებული "კავკასიელ ტყვე ქალში" და ვის ეკუთვნოდა ის?
image

„კავკასიის ტყვე, ან შურიკის ახალი თავგადასავალი“ საბჭოთა კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილ და საყვარელ კომედიად იქცა და ძნელია ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო, არა ერთი თაობა გაიზარდა ამ განსაცვიფრებელ ფილმზე, რომელიც 55 წლის წინ გამოვიდა კინოეკრანებზე.

image

რა თქმა უნდა უამრავ ადამიანს დეტალურად ახსოვს როგორც ფრაზები ამ ფილმიდან, ასევე დეკორაციები და თავისთავად ​​ ფილმში გადაღებული ავტომობილები, პირველ რიგში კი წითელი ავტომობილი კაპოტზე "ვოლგის" ირმის ფიგურით, რითაც ლეგენდარული „სამეული“ - ნიკულინი, ვიცინი და მორგუნოვი გადაადგილდებიან. მაგრამ თუ დიანტერესებულხართ მაინც რა მარკის ავტომობილია ეს? საბჭოთაა თუ უცხოური? იქნებ თვინაკეთია? ან ვის ეკუთვნის?


image


პასუხს ახლავე მიიღებთ:პირველი, თუ გგონიათ რომ ეს ავტომობილი, როგორც ჩვეულებრივ ხდება, კინოსტუდიის საკუთრება იყო სცდებით. ფილმში გადაღებულია გერმანული ავტომობილი Adler Trumpf Junior, რომელის იური ნიკულინს ეკუთვნოდა. ფილმში მანქანა გადაიღეს მისი მშობლიური სარეგისტრაციო ნომრით - 91-63 ЮАР და როგორც მიღებული იყო, თითოეულ ასოს ჰქონდა თავისი მნიშვნელობა: Ю ნიშნავდა, რომ მანქანა რეგისტრირებულია მოსკოვის რეგიონში, A მიუთითებს, რომ მანქანის რეგისტრაცია მოხდა 1960 წელს, ხოლო P ნიშნავს, რომ ავტომობილი არის კერძო საკუთრება.


image

გადაღების დასრულების შემდეგ, ნიკულინმა იყიდა ახალი მანქანა, ხოლო მისი ეს ძველი ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში ცირკის ავტოფარეხში იდგა .

image

იური ნიკულინის გარდაცვალების შემდეგ Adler Trumpf Junior მოქანდაკე ალექსანდრე რუკავიშნიკოვს ხელში ჩაუვარდა. მან გადაწყვიტა შეექმნა დიდი სკულპტურული კომპოზიცია და გაეკეთებინა მანქანის ნატურალური ზომის ბრინჯაოს ზუსტი ასლი. რუკავიშნიკოვს პროექტის დასრულებას ორი წელი დასჭირდა. ბრინჯაოს მანქანა მინსკში ჩამოასხეს, დიდი მსახიობის ფიგურა კი იტალიაში. 2000 წლის 3 სექტემბერს ცირკის შენობის შესასვლელთან 350 ათასი დოლარის ღირებულების ძეგლი დაიდგა.

image

უნდა აღინიშნოს, რომ Adler Trumpf-ის ყველა ავტომობილი წინა წამყვანი თვლებით იყო. მაგრამ ნიკულინის მანქანაზე, რომელიც ფილმში იყო გამოყენებული, გადაღებამდე "მოსკვიჩის" ძრავა და გადაცემათა კოლოფი ჩაუდგეს.

image

გერმანული მცირელიტრაჟიანი ავტომობილი Adler Trumpf Junior გამოდიოდა 1934 წლიდან 1941 წლამდე, სულ გამოვიდა 78 827 ცალი, მათ შორის მნიშვნელოვანი რაოდენობის კაბრიოლეტიც.

image

image



ისტორია დუმს იმის შესახებ, თუ რა დაემართა ლეგენდარულ მანქანას. ამბობენ, რომ ის დღესაც ცოცხალია.




0
927
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
927
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0