მიმოხილვა დაინტერესებულხათ რა მარკის ავტომობილი იყო გამოყენებული "კავკასიელ ტყვე ქალში" და ვის ეკუთვნოდა ის? 2022, 6 იანვარი, 16:49 ![]() „კავკასიის ტყვე, ან შურიკის ახალი თავგადასავალი“ საბჭოთა კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილ და საყვარელ კომედიად იქცა და ძნელია ამ მოსაზრებას არ დაეთანხმო, არა ერთი თაობა გაიზარდა ამ განსაცვიფრებელ ფილმზე, რომელიც 55 წლის წინ გამოვიდა კინოეკრანებზე. ![]() რა თქმა უნდა უამრავ ადამიანს დეტალურად ახსოვს როგორც ფრაზები ამ ფილმიდან, ასევე დეკორაციები და თავისთავად ფილმში გადაღებული ავტომობილები, პირველ რიგში კი წითელი ავტომობილი კაპოტზე "ვოლგის" ირმის ფიგურით, რითაც ლეგენდარული „სამეული“ - ნიკულინი, ვიცინი და მორგუნოვი გადაადგილდებიან. მაგრამ თუ დიანტერესებულხართ მაინც რა მარკის ავტომობილია ეს? საბჭოთაა თუ უცხოური? იქნებ თვინაკეთია? ან ვის ეკუთვნის? ![]() პასუხს ახლავე მიიღებთ:პირველი, თუ გგონიათ რომ ეს ავტომობილი, როგორც ჩვეულებრივ ხდება, კინოსტუდიის საკუთრება იყო სცდებით. ფილმში გადაღებულია გერმანული ავტომობილი Adler Trumpf Junior, რომელის იური ნიკულინს ეკუთვნოდა. ფილმში მანქანა გადაიღეს მისი მშობლიური სარეგისტრაციო ნომრით - 91-63 ЮАР და როგორც მიღებული იყო, თითოეულ ასოს ჰქონდა თავისი მნიშვნელობა: Ю ნიშნავდა, რომ მანქანა რეგისტრირებულია მოსკოვის რეგიონში, A მიუთითებს, რომ მანქანის რეგისტრაცია მოხდა 1960 წელს, ხოლო P ნიშნავს, რომ ავტომობილი არის კერძო საკუთრება. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ისტორია დუმს იმის შესახებ, თუ რა დაემართა ლეგენდარულ მანქანას. ამბობენ, რომ ის დღესაც ცოცხალია. 916 5-ს მოსწონს
|