შოუბიზნესი როგორი იქნება საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში - ფოტოები ცნობილი ადამიანების სოციალური ქსელებიდან 2022, 5 იანვარი, 17:28 ზუგდიდის დადიანების სასახლეში სამეჯლისო ტრადიციის აღდგენის ნიშნები გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები ამბობენ - მეჯლისი მხოლოდ სატელევიზიო გადაღებისთვის მოეწყოო, ის მაინც სრულყოფილ მეჯლისად „მოინათლა“. როგორც ცნობილია, ღონისძიება კულტურის სამინისტროს ძალისხმევით აღდგა, შესაბამისად, მეჯლისის აღდგენის საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელსაც თან მისი გოგონა ახლდა. "ჩვენი გვერდის ერთგული მკითხველებისგან შემოგვდის შეკითხვები დადიანების სასახლეში დაგეგმილ მეჯლისზე დასწრების შესახებ. ძვირფასო მეგობრებო, ეს მეჯლისი მთელი საქართველოსთვისაა, ეს არის სატელევიზიო დადგმა, რომელშიც მხოლოდ პროფესიონალი მოცეკვავეები და მსახიობები მონაწილეობენ! ამ ულამაზეს სანახაობას შობის ღამეს ტელეკომპანია იმედის ეთერში იხილავთ! დარწმუნებული ვართ აღდგენილი ტრადიცია მომავალში ყოველწლიურ ზეიმად იქცევა.
საშობაოდ მორთული დადიანების სასახლეებისა და მთავრის პარკის ნახვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 28 დეკემბრიდან", - იუწყება დადიანების სასახლის "ფეისბუქ"-გვერდი.
საქმე ის არის, რომ 2019 წელს დადიანების სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა, რის შედეგადაც სასახლეში აღდგა სამეჯლისო დარბაზი, რომელმაც 200 -მდე მოცეკვავეს უმასპინძლა. ასევე მეჯლისში მონაწილეობენ ცნობილი ადამიანები და გაჟღერდება იოჰან შტრაუსის ნაწარმოებიც. სოციალურ ქსელებში მთელი კვირის მანძილზე „ჟონავდა“ფოტოები მეჯლისიდან, რომელსაც ცნობილი სახეები აზიარებდნენ "ფეისბუქზე" და "ინსტაგრამზე". „ზღაპარი გზაშია“, - ამ წარწერით მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა ჯერ დადიანების სასახლეში გამართული მეჯლისის ვიდეო გააზიარა. ხოლო დღეს მას წითელ სამეჯლისო კაბაში გადაღებული ფოტოც დაურთო. ფოტოზე აღნიშნულია, რომ კაბა დიზაინერ ლაშა ჯოხაძის მიერ არის შექმნილი და ჯანეტი კაბაში ბრწყინავს. “ეს საშობაო მეჯლისი იქნება დადიანების სასახლის თანამედროვე ისტორია. ძალიან ველოდები შობის ღამეს, რომ ეს ყველაფერი უკვე ტელევიზორში ვნახო. არ მეგონა ასეთ ემოციას თუ მივიღებდი! ცრემლებამდე შთამბეჭდავი იყო! მადლობა ადამიანებს ვინც ეკრანებს მიღმა იყავით, მონაწილეებს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ”- ემოციებს ვერ მალავს ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და ულამაზეს ფოტოებს აზიარებს მეჯლისიდან. სოციალურ ქსელში დადიანების სასახლეში გამართული საშობაო მეჯლისიდან ფოტოებს აქვეყნებს ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილიც. მეჯლისის სატელევიზიო გადაღებას პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ხელმძღვანელობს და ის ეთერში შობის ღამეს გავა. 211 1-ს მოსწონს |
მეორე, ეს იყო სრული მარაზმი, მეჯლისი მოაწყვეს "პროდვინუტებისათვის" და არა ხალხისათვის.
სასახლეში, რომელშიც მუდამ საპატიო სტუმრები იყვნენ ჩემი წინაპრები, არც კი შემიშვეს არასრულწლოვან შვილებთან ერთად.
ესეც არაფერი, მუზეუმის წინ შექმნეს ღია ფანჩატური რომელიც ერთი-ერთში იმეორებდა მასონების ლოგოს.
FRE,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. FRE,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤