x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სანამ გული გამისკდება, მოგიყვებით რა" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიგა მაქარაშვილი

image


სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მაქარაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც უსახლკარო მოხუცების დაბინავებასთან დაკავშირებით ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, უპოვარი ადამიანებისთვის ბინების დათმობის მსურველები კიდევ გამოჩნდნენ და პირველი ასეთი პოსტის გამოქვეყნებიდან სულ რამდენიმე საათში 7 ბინაც შეგროვდა, სადაც ხვალიდან უკვე 40 უსახლკარო მოხუცი დაიდებს ბინას.


"სანამ გული გამისკდება მოგიყვებით რა...


4 საათის წინ კეთილი პოსტი დავწერე და მოვყევი ამბავი, როგორ დაუთმო ემიგრანტების ოჯახმა გამოკეტილი სახლი უსახლკარო მოხუცებს…


იცით რა ხდება ახლა ჩემს თავს??


კიდევ 7 ასეთი ბინა გამოჩნდა.


ანუ ხვალიდან კიდევ 40 უსახლკაროს დავაბინავებთ!


დავაბინავებთ და ახალ სიცოცხლეს ვაჩუქებთ!


ჩემო კარგო ქვეყანავ", - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ კი, სამოქალაქო აქტივისტმა შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.



"3 თვე ვემზადებოდით ამ დღისთვის და ყველაზე ნამდვილი ზეიმიც შედგა!



ბევრი ძებნის და გამოკითხვის შემდეგ 5 მოხუცი ავიყვანეთ პირდაპირ ქუჩიდან, მოვაწესრიგეთ, ექიმები დავახვიეთ, ჩავაცვით, წამლები და საკვები ვუყიდეთ და სად დავაბინავეთ იცით?


სახლში, ჰო, სახლში! ერთი კეთილი ემოგრანტის გამოკეტილ სახლში


სახლში, რომელიც აგერ უკვე 20 წელია დაკეტილი იყო!


ჩავრთეთ გაზიც, ელექტრო ენერგიაც, წყალიც, ახალი თეთრეული დავაგეთ ლოგინებზე, მაცივარიც საკვებით შევავსეთ და მეზობელ სტუდენტ (სამედიცინოს მეოთხე კურსელი) გოგონასაც გადავუხადეთ თანხა, რომ მოხუცების ჯანმრთელობა აკონტროლოს.



სულ მცირე ძალისხმევით მოვუწესრიგეთ საბუთები და ხუთივე აიღებს პენსიასაც და სოციალურ დახმარებასაც!


სანამ მოყოჩაღდებიან, კიდევ ერთი მეზობელი დავასაქმეთ და მას მოხუცების საკვებით მომარაგება და კომუნალურების გადახდა დაევალა (ამ ყველფერს კიდევ ერთი ემიგრანტი ოჯახი აფინანსებს)!


ამბავი კი ერთი კეთილი ემიგრანტის სურვილით დაიწყო, რომელსაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების დახმარება სურდა


ძველით ახალ წელს, უკვე ფერზე მოსულ, გამოცოცხლებულ ოჯახში მიგიყვანთ სტუმრად და 75 წლის ასაკში თავიდან დაბადებულ ადამიანებს გაგაცნობთ


ამ წამს კიდევ ერთი დაკეტილი სახლი გამოჩნდა…


იქნებ შემოვატრიალით ეს სიძულვილით გატენილი რეალობა?


სულ ცოტა მონდომებაა საჭირო და ყველაფერი გამოვა!



ბედობას გილოცავთ!


ჩემო კარგო ქვეყანავ".




0
241
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
241