თითქოს ისტორიკოსებმა ყველაფერი იციან ძველი ეგვიპტის შესახებ, თუმცა გამუდმებით ახალ აღმოჩენებს აკეთებენ, მეტიც, ძველი ცოდნა ეგვიპტელების შესახებ შესაძლოა საერთოდაც მითები ყოფილიყო და არა რეალობა. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ უძველესი ცივილიზაციის შესახებ, რომლებიც წიგნებში არ შეგხვდებათ:
1. მაკიაჟს ატარებდნენ როგორც ქალები, ისე კაცები
2. იმისათვის, რომ ფარაონები ბუზებს არ შეეწუხებინათ, მათ გვერდით იდგნენ თაფლით მოსვრილი მონები
3. მწვანე მაკიაჟი მზადდებოდა სპილენძისგან, შავი - ტყვიისგან. ეს ფერები ყველაზე გავრცელებული იყო.
4. მაკიაჟს იყენებდნენ არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ სამკურნალო მიზნებისთვისაც, რისიც ძველ ეგვიპტელებს სწამდათ.
5. თინეიჯერობის ასაკამდე ბავშვები ტანსაცმელს არ ატარებდნენ
6. თავსაბურავს, რომელსაც ფარაონები ატარებდნენ, ნემეში ერქვა. ფარაონები მას იმისთვის ატარებდნენ, რომ ხალხს მათი თმა არ დაენახათ.
7. ფარაონი ტუტანჰამონი ოქროს ნიღბით დაკრძალეს, მის შესახებ დღეს ყველამ იცის
8. შეძლებული ხალხი პარიკებს ატარებდა, ღარიბები კი უბრალოდ გრძელ თმას, რომელსაც იკრავდნენ.
9. ბიჭები და ახალგაზრდები გადაპარსული თავებით დადიოდნენ, ამით ტილებს ებრძოდნენ.
10. იმ პერიოდში თვლიდნენ, რომ დედამიწა მგვალი იყო, მაგრამ მავედროს ბრტყელიც და მდინარე ნილოსი ზუსტად მის ცენტრში მიედინებოდა.
11. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ეგვიპტეში არ არსებობდა სოციალური თანასწორობა სქესებს შორის, ქალები და მამაკაცები სარგებლობდნენ თანაბარი ეკონომიკური და სამოქალაქო უფლებებით.
12. პირამიდის მშენებლები კედლებზე ხანდახან წარწერებს ტოვებდნენ. მათი წყალობით გაირკვა, რომ ზოგიერთი მათგანი საკუთარ თავს „ხუფუს მეგობრებს“ (ფარაონი ხეოფსი) უწოდებდა.
13. მუმიფიცირებული სხეულებიდან ტვინი ნესტოებიდან გამოჰქონდათ
14. ორგანოებს კი სპეციალურ ჭურჭელში ათავსებდნენ. სხეულში კი მხოლოდ გულს ტოვებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ სწორედ მასში იყო ადამიანის სული.
15. ძველ სამარხებში მიცვალებულებს საკუთარი ტუალეტიც კი ჰქონდათ.
16. ყველაზე ძველი კაბა ეგვიპტეშია ნაპოვნი, მისი ასაკი 5000 წელია
17. ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი კლეოპატრა ბერძენი იყო
18. პირამიდები ააშენეს არა მონებმა, არამედ მუშებმა, რომლებიც თავიანტი სამუშაოსთვის გასამრჯელოსაც იღებდნენ. ცრუ თეორია მონების შესახებ ბერძენმა ისტორიკოსმა, ჰეროდიტემ წამოაყენა.
19. თავიანთი სამუშაოსთვის მუშები იღებდნენ როგორც ფულს, ასევე ლუდსაც.
20. ლუდის დალევის ყოველდღიური ნორმა კი 3.8 ლიტრი იყო.
21. თავიანთი კატის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტელები ტრაურის და მწუხარების ნიშნად წარბებს იპარსავდნენ.
22. ძველ ეგვიპტელებს ქვის ბალიშებზე ეძინათ.