ამ ცნობილ ადამიანებს ცხოვრებაში ყველაფერი აქვთ - ფულიც, დიდებაც, მსოფლიო აღიარებაც, ხოლო იმისთვის რომ ყოველთვის და ყველგან ელეგანტურად და ლამაზად გამოიყურებოდნენ სტილისტებისა და დიზაინერების დახმარებაზე უარს არასდროს ამბობენ, თუმცა ფეშენ - კონფუზებისგან დაზღვეული ზოგჯერ ისინიც კი არ არიან. ზოგიერთი მათგანის შემხედვარე ერთი ლოგიკური კითხვა ჩნდება: ნუთუ ისინი ასეთ უგემოვნო კოსტიუმებს სპეციალურად არჩევენ თუ მართლა ჰგონიათ, რომ ელეგანტურად გამოიყურებიან? წარმოგიდგეთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილ წარმომადგენლებს, რომლებმაც ჩაცმა არ იციან.
1. საკარნავალო კაბების მოყვარული ვუპი გოლდბერგი
ვუპი გოლდბერგი 1993 - 2018 წლის "ოსკარის" ცერემონიალზე, რა შეიცვალა? არც არაფერი. მსახიობი არჩევანს კვლავაც უცნაურ, მკვეთრ კაბებზე აკეთებს.
2. ბრიტნი სპირსს სტილისტი აშკარად დიდი ხნის წინ უნდა შეეცვალა
რატომ იცვამს პოპ-პრინცესა ასე უცნაურად და უგემოვნოდ? მას ან სტილისტი არ ჰყავს ანდა მას ხელფასს სულ ტყუილად უხდის.
3. დენიმის ფანი რიტა ორა
რიტა ორა თვლის, რომ ჯინსის ტანსაცმელი ნებისმიერი შემთხვევისთვის არის შესაფერისი, თუმცა ბრიტანელი მომღერალი აშკარად აჭარბებს.
4. პამელა ანდერსონი მალიბუს გადასარჩენად კვლავ მზადაა
მაილი საირუსმა იცის თუ როგორ მიიპყროს საზოგადოების ყურადღება. ვარსკვლავი პუბლიკის წინაშე ხან შეშლილი ღორის კოსტიუმით ჩნდება, ხანაც ჯაჭვის პერანგით ცდილობს სრულიად სამყაროს გადარჩენას.
6. შეუცვლელი კიმ კარდაშიანი
რეალითი - შოუს ვარსკვლავი აღმერთებს თავისი მადისაღმძვრელი ფორმების საჯაროდ დემონსტრირებას და ყველანაირად ცდილობს სამოსის საშუალებით მათ კიდევ უფრო ხაზგასმას. შეიძლება ეს ყოველივე სასაცილოდაც კი გამოიყურება, თუმცა კიმს ეს დიდად არ აინტერესებს.
7. კეტი პერის ბავშვობასთან გამომშვიდობება არ სურს
მომღერალს იმდენად უყვარს ანიმაციური ფილმები, რომ ტანსაცმელს თავისი საყვარელი გმირების მიხედვით ირჩევს. მის სხეულზე ნახავთ როგორც ფიფქიის, ასევე სმურფეტის (ცნობისთვის, პოპ - ვარსკვლავმა ზემოხსენებული გმირი თავადვე გაახმოვანა) გამოსახულებიან სამოსსაც.
8. კრისტინა აგილერა: სექსუალობის ზღვარზე
მომღერალი მართალია თამამ კოსტიუმებს აღმერთებს, თუმა "ბდსმ"-ი დიდი ხანია რაც მოდაში აღარ არის, თუმცა იყო კი? მაგრამ თეთრი გამჭვირვალე კაბის ქვეშ ბიუსტჰალტერის ჩაცმა, ხოლო შავი ტრუსის ღია ფერით ჩანაცვლება პოპ - მომღერალს აშკარად არ უნდა გასჭირვებოდა.
9. უკომპლექსო ეშლი გრემი
ეშლი გრემი პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს, რადგან მან საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა რომ სულაც არ არის აუცილებელი იყო გამხდარი იმისთვის, რომ ლამაზად ჩაგთავლონ, თუმცა ხანდახან პლუს ზომის მოდელის სამოსი საზოგადოებაში უხერხულობის განცდას ნამდვილად იწვევს.
10. თამამი რიანა
ეჰ, რიანა, რიანა! ჩვენ ხომ მაინც ვიცით რომ გემოვნებით და მოდურად ჩაცმა ნამდვილად შეგიძლია.
11. ლედი გაგა: მხოლოდ ჰარდკორი!
უკომენტაროდ!!!
12. "შიშველი" კოსტიუმების მოყვარული ნიკი მინაჟი
მოდა - წმინდაა, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე ცნობილ ადამიანს არ უცდია "შიშველი" სამოსის საკუთარ სხეულზე მორგება, თუმცა სითამამე ვულგარულობაში არ უნდა აგვერიოს, როგორც ამას ნიკი მინაჟი აკეთებს.
13. ბაი ლინი: მინიმალური სამოსი
უნდა ითქვას რომ 55 წლისთვის ბაი ლინი მართლაც მშვენივრად გამოიყურება, თუმცა საზოგადოების წინაშე მისი ყოველი გამოჩენა - ერთგვარი მოვლენაა. თაყვანისმცემლები ყოველ ჯერზე მკითხაობენ: მსახიობი ჩაცმული იქნება თუ არჩევანს როგორც ყოველთვის, რაიმე ექსტრავაგანტულზე გააკეთებს. მისი დრაკონის კოსტიუმი - ხომ საერთოდ შედევრია.