x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
87 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა "კამორას" ბოსი ქალი (არ მოგეჩვენათ ქალზეა საუბარი) ასუნტა მარესკა

image
გულის შეტევით გარდაიცვალა ნეაპოლიტანური მაფიის "კამორას" ისტორიაში პირველი ქალი ბოსი ასუნტა მარესკა.

ასუნტა ლამპეტიელის კლანის ბოსის ქალიშვილი გახლდათ, ჰყავდა ოთხი ძმა, რომლებიც მას იარაღიდან სროლას და დანის ჩხუბში გამოყენებას ასწავლიდნენ.

მინიატურული აღნაგობის გოგონას სკოლაში ხშირად ჰქონდა კონფლიქტი, რადგან მას ხშირად თანატოლები სკოლაში მაფიოზს ეძახდნენ. სწორედ ასეთი მიმართვის გამო ერთხელ გოგონამ ლამის აჩეხა თანაკლასელი გოგონა, მისივე კლასელ ბიჭებს რომ არ ეყოჩაღათ ასუნტას მეტოქე განწირული იყო.
19 წლის ასაკში გოგონამ საქალაქო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და მინიატურული აღნაგობის გამო მიიღო მეტსახელად "Pupetta" (თოჯინა), მალევე გაჰყვა ცოლად "კამორას" ბოსს პასკუალე სიმონეტის, რომელიც დაოჯახებიდან რამდენიმე თვეში ჩაცხრილეს. იტალიური პოლიცია მკვლელის კვალზე შეგნებულად არ გავიდა როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე იტალიაში, სამაგიეროდ მოკლულის ცოლმა, ორსულმა ასუნტამ დაადგინა თუ ვინ იყო მისი ქმრის მკვლელი, გაჰყვა მას ერთერთი კაფეს ღია ვერანდაზე და იქვე ჩაცხრილა, ასუნტამ ქმნრის მკვლელს მთელი მჭიდი დააცალა.
სასამართლოზე კი მოსამართლეს ამაყად განუცხადა: საჭირო რომ გამხდარიყო ამის გაკეთება, მეორეჯერაც იგივეს გავაკეთებდი, ამ სიტყვებმა დარბაზში ხალხის ოვაციები გამოიწვია.

მას 18 წელი მიუსაჯეს და მალევე მიიღო სტატუსი "კამორას სენიორა". ასუნტა ციხეში იჯდა, როგორც მაფიოზი, ცხოვრობდა კომფორტულ საკანში ყველაფრით უზრუნველყოფილი.

მას შეეხო შეწყალების აქტი და დროზე ადრე გამოვიდა ციხიდან. ციხიდან გამოსვლიდან მალევე ითამაშა საკუთარი უახლოესი წარსული რეჟისორ რენატო პარავიჩინის ფილმში "დანაშაული პოზილიპოში".

ცოლად გაჰყვა "კამორას" ახალ ლიდერს უმბერთო ამატუროს, მასთან გაყრის მერე კი თავად გახდა "კამორას" ისტორიაში მისი ბოსი ქალი.
მაფიოზური ორგანიზაცია აერთიანებდა 60 გავლენიან კლანს მსოფლიოს 15 ქვეყნიდან, რუმინეთიდან შვეიცარიამდე, და მაროკოდან პერუმდე.
imageimageimage imageimage





0
584
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
584