სხვა უკრაინელმა დეპუტატმა 41 ბინა დამალა და თავი იმით იმართლა,რომ დეკლარაციის შევსება არ იცოდა 2021, 31 დეკემბერი, 19:31 უკრაინაში დეპუტატმა დეკლარაციაში 41 ბინა არ შეიტანა და ეს ახსნა იმით, რომ დეკლარაციის შევსება არ იცოდა. შემთხვევა კიევის ოლქში მოხდა. კორუფციათან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (НАПК) ვებგვერდის ინფორმაციით, არადეკლარირებული ბინების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 30, 2 მილიონი გრივნა (დაახლოებით 1, 2 მილიონი აშშ დოლარი ეკვივალენტი). ყველა მათგანი მდებარეობს ლიუბომლეში, ვოლინის ოლქში. გარდა ამისა, დეპუტატს არა აქვს დეკლარილებული შემოსავალი სახელმწიფო იპოთეკური დაწესებულებიდან და იჯარით გაცემული ნაკვეთი, რომლსი საერთო ღირებულება 3, 5 მილიონი გრივნაა (დაახლოებით 125 000 აშშ დოლარი). მან კომპეტენტურ ორგანოებს განუცხადა, რომ ავად იყო, ამიტომ „არ მუშაობდა და არც დეკლარაციის სწორად შევსება შეეძლო“. ასევე, დეპუტატის თქმით, მისთვის გაუგებარია დოკუმენტის შევსების პრინციპები. დეპუტატის გვარი არ ხმაურდება. აღნიშნავია, რომ, რომ კორუფციათან ბრძოლის ეროვნული სააგენტომ სხვა თანამდებობის პირების მიმართაც გამოავლიან დარღვევები.17 დეკლარაციაში საერთო ჯამში 107, 5 მილიონი გრივნის ოდენობის თანხა არასწორადაა მითითებული. 177 2-ს მოსწონს
|