x
image
თუთიკო ბერძენა
არასდროს თქვათ ეს „ბრძნული ფრაზა“, რომელიც ბევრ გონიერ ადამიანს აღიზიანებს და სულაც არ ეკუთვნის აინშტაინს!

image

არიან ადამიანები, რომლებიც რჩევას იძლევიან მზა რეცეპტივით : "იყავი მარტივი, ყველაფერს შეხედე მარტივად, ნუ გაირთულებ ცხოვრებას". და არგუმენტად მოჰყავთ ცნობილი ფრაზა "ყველაფერი გენიალური მარტივია", რომლის ნამდვილი ავტორის დაზუსტებაც კი უკვე რთულია, იმდენი ვერსიაა ცნობილი. ბევრი მას მიაწერს აინშტაინს, მაგრამ აინშტაინი თვითონ მუდამ რთულ ამოცანებს იღებდა თავსატეხად, სირთულეებს ეჭიდებოდა და სულაც არ ამარტივებდა საკუთარ ცხოვრებას. ან შიძლებოდა ფარდობითობის თეორიის ავტორს ეთქვა ასეთი რამ? ცოტა პარადოქსული გამოთქმაა მისგან.

მიაწერენ ლეონარდო და ვინჩისაც, რომელსაც არაერთი გენიალური ტილო, სკულპტურა თუ იდეა ეკუთვნის. როგორ წარმოგიდგენიათ, არ შეეძლო მარტივად შეეკრა ჯოკონდას დასახატი ტილო, არ ეწვალა, "არ გაერთულებინა" საქმე და არანაირი მისტიკა არ ჩაედო ტილოს მიღმიერში. მაგრამ ნახეთ, რა ქნა? ოქროს კვეთით გამოთვალა ნახატის სიგრძე და სიგანე, რომ უფრო ესთეტიკური ყოფილიყო, უფრო დახვეწილი. ეს არის მარტივი?

რაღა შორს წავიდეთ და გალაკტიონის პოეზიაც აღარ იქნებოდა გენიალური ასო-ასო რომ არ ეთვალა რითმები და ეზომა ტაეპები.

უბრალოდ კოგნიტური სიზარმაცე გვახასიათებს ადამიანებს - ბრმად და გაუაზრებლად ვიღებთ ვინმე ავტორიტეტის გამონათქვამებს და ვითავისებთ, ვაქცევთ სტერეოტიპად, კლიშედ და მორჩა! თუკი აინშტაინმა თქვა ეს სისულელე, ნიშნავს, რომ უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასავითაა და გსაჩივრებას აღარ ექვემდებარება. ამ კონტენტში რა მოსატანია, მაგრამ ან უზენაეს სასამართლოს რატომ დაერქვა უზენაესი? ხომ შეიძლებოდა ჰქონოდა სახელად "საბოლოო ინსტანციის სასამართლო"? რატომ ზენა? უზენაესი სასამართლო ყველას გველისო წინ, რელიგიებმა და ჩვენ კიდევ ნებისმიერი ხელისუფლების დროს ჯიბის მოსამართლეებით დაკომპლექტებულ შემადგენლობას უზენაესს ვუწოდებთ....

თემას რომ დავუბრუნდეთ, მარტივად შეიძლება იცხოვრო, მაგრამ ფიქრს და აზროვნებას თუ გაამარტივებ, არ ჩაუღრმავდები, ვერასდროს წავა წინ ვერც ჩვენი - თითოეულის ცხოვრება და ვერც ჯამში - კაცობრიობა. თვითომნ ფიქრია რთული ნეიროგენული პროცესი, და მისი გამარტივება რომ საჭირო ყოფილიყო საუკუნეეების განმავლობაში, ადამიანის ტვინის ქერქი კი არ ჩახუჭუჭდებოდა, პირიქით, გაგლუვდებოდა... რადგან ფიქრი, აზროვნება, ანალიზი არის ტვინის ერთგვარი ვარჯიში. ტყუილად არ არის რეომენდებული დემენციის/ ალცჰეუმერის საპროფილაქტიკოდ მათემატიკური მოქმედებების შესრულება, კითხვა და გააზრება. მარტივად და ზედაპირულად ვინც ფიქრობს, მას ამ დაავადების განვითარების მეტი შანსი აქვსო, მედიკოსებმა.

"ყველაფერი, რაც გენიალურია, მარტივია და ყველაფერი, რაც მარტივია, გენიალურია"

არსებობს ვერსია, რომელიც ლოგიკურად ჯოზეფ გებელსს ეკუთვნის.

ლეონარდო და ვინჩიმ სულ სხვა რამ თქვა, რაც მართლაც საინტერესო და სადაფიქრებელია: „სიმარტივე არის ყველაზე რთული მსოფლიოში; ეს არის გამოცდილების საბოლოო ზღვარი და გენიოსის უკანასკნელი ძალისხმევა. ”

ეს აფორიზმი, თავის მხრივ, უბრუნდება ევრიპიდეს ფრაზას: "სიმართლის სიტყვები მარტივია".

მარტივი არის გაურთულებელი, პირველადი, პრიმიტიული, ჩვეულებრივი. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გენიალობად ჩაითვალოს? სულ სხვაა გენიოსის სიმარტივე, რაც ლეონარდომ თქვა – ეს არის გრძელი გზა სრულყოფამდე, შთაგონებამდე, გარღვევა ინფორმაციულ სივრცეში – და მიღებული ცოდნა, რომელსაც მარტივი ფორმულირება აქვს.

საინტერესო მაგალითია ქართული მართლწერის სისტემა. ძალიან ბევრია მისი გამარტივების მსურველი, თუმცა მას არა შეცვლა, არა გამარტივება, არამედ ღრმა გაგება და გააზრება სჭირდება.

აუცილებელია არა მხოლოდ წესების მექანიკურად გამოყენება, როგორც ჩვენ ვაკეთებთ (ასეთ სიმარტივეში, მე ვერ ვხედავ გენიალურს), არამედ ვისწავლოთ მათი მნიშვნელობის გაგება. სისტემა შეწყვეტს კომპლექსურობას და სირთულეს, როცა გაიგებ მის ლოგიკას. მაშინ ეს გენიალურად მარტივი მოგეჩვენებათ.

არსებობს მარტივი და სისულელე (თუნდაც მისი რთული ფორმების ვარაუდით).

გამოთქმა "ყველა გენიალური მარტივია" შეიძლება გავიგოთ იმ გაგებით, რომ ერთი შეხედვით სასარგებლო შედეგი ზოგჯერ მიიღწევა მეცნიერული, ტექნიკური ან სამხედრო-სტრატეგიული ამოცანისადმი ორიგინალური მიდგომის გამო, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ გენიოსისთვის. ბრწყინვალე სიმარტივე, რომელსაც ეწინააღმდეგება გამოთქმა "ყველა გენიალური მარტივია", უხილავად გულისხმობს ისეთ აღმოჩენებს, როგორიცაა არქიმედეს, აინშტაინის ფორმულა და ა.შ.; ეს არ ნიშნავს ასეთი გამოსავლის პოვნის მარტივ მიდგომას (ამის უკან დგას აზროვნების შრომა და ორიგინალურობა), მაგრამ მიუთითებს ლამაზ და ერთი შეხედვით მარტივ შედეგზე. სანტექნიკოსის მილის გასაღები (რომელიც შემობრუნებისას უფრო იკუმშება) გენიალურად მარტივია... გამოგონების შედეგად. თუმცა გამომგონებლისთვის ეს სულაც არ იყო მარტივი პროცესი, მისულიყო ამ იდეამდე.

ბოლოს და ბოლოს ეს ფრაზა თქვა გებელსმა, ადამიანმა, რომელიც პროფესიულად იყო დაკავებული პროპაგანდაში. პროპაგანდაში რთული ტექნიკა ნამდვილად არ მუშაობს, რადგან ის მიმართულია ბრბოზე, ბრბოს ინტელექტი კი უკიდურესად დაბალია. ჟირინოვსკის შეუძლია არახუნოს იმდენი ფრაზა, რამდენიც გაუხარდება, მისი ფრაზები არ გამოირჩევა გამჭრიახობით, მაგრამ მას მაინც აღიქვამენ, როგორც დუმაში მებრძოლ პიროვნებად.

მარტივი შეიძლება იყოს გენიალური, თუ ის ისეთივე ეფექტურია, როგორც რთული ან თუნდაც მასზე მაღალი. ბრბოს დასარწმუნებლად, ალბათ, მართლაც სასურველია მარტივი ტექნიკა და ჩვენს დროში ამის დაკვირვება შესაძლებელია. თუ, მაგალითად, მხატვრული ნაწარმოების შეფასებისას მეუბნებიან, რომ მხოლოდ უბრალოა გენიალურიე, მაშინ ამას ვერ ვეთანხმებით.

0
504
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0