სხვა "ჭამე და თან ივარჯიშე" - "მაკდონალდსის" სიახლე, ველოტრენაჟორი სკამის ნაცვლად 2021, 28 დეკემბერი, 18:50 მისი დამხარებით არა მარტო ზედმეტი კალორიების მოშორება იქნება შესაძლებელი, არამედ შეგეძლებათ დატენოთ ტელეფონიც. ჩინეთში მსოფლიოში ცნობილმა სწრაფი კვების რესტორნებმა "მაკდონალდსმა" შემოქმედებითი მიდგომა გამოიჩინა არა მხოლოდ ჭარბი წონის, არამედ გარემოს პრობლემასთან დაკავშირებით. დაწესებულებებში სკამების ნაცვლად სავარჯიშო ველოსიპედები გამოჩნდა. როგორც ჩანს, ამ გზით, სწრაფი კვების გამყიდველებმა გადაწყვიტეს, სხვა საკითხებთან ერთად, დაეხმარონ თავიანთ მომხმარებლებს ზედმეტ კალორიებთან ბრძოლაში. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ტესტავენ სწრაფი კვების რესტორნების ვიზიტორები ახალი ტრენაჟორებს. ერთ-ერთ მათგანზე გოგონა სწრაფად ატრიალებს პედლებს, ჰამბურგერს ჭამს და თან გზადაგზა კოლას სვამს. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და სწრაფად დააგროვა 37 მილიონზე მეტი ნახვა. მომხმარებლებმა უმალ კომენტარები გააკეთეს ამ არაჩვეულებრივ სიახლეზე. "ეს საოცარი კონცეფციაა“, - ამბობენ მომხმარებლები. მეორეს მხრივ, სხვები ვარაუდობენ, რომ ვარჯიშმა ჭამასთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს კუჭის აშლილობა. "მაკდონალდსი" მალევე გამოეხმაურა ხატაელთა ასეთ მზარდ ინტერესს და განმარტეს, რომ სავარჯიშო ველოსიპედები დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან და ეკოლოგიურად სუფთაა. ჯერჯერობით, მსგავსი სიახლეები მხოლოდ ქსელის ორ რესტორანშია შესაძლებელი. პირველი არის McDonald's Jieyang Wanda-ში, გუანგდონში, ხოლო მეორე არის ნიუ ჰუალიანში, შანხაიში. - ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს უფრო ეკოლოგიურ ცხოვრების სტილისკენ მოვმართავთ. ამ ტრენაჟორების პედლების დატრიალებით, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ დატენონ თავიანთი ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა მობილური ტელეფონი“, - განაცხადეს "მაკდონალდსის" ჩინურ ოფისში. კომპანია ირწმუნება, რომ გააგრძელებს მომხმარებელთა გამოხმაურების შეგროვებას და მალევე დაამონტაჟებენ ველორენაჟორებს ჩინეთის იმ ქალაქებში, რომლებიც გამოთქვამენ ინოვაციის დანერგვის სურვილს. 40 4-ს მოსწონს
|