x
image
bellatrix
კონტაქტური/ფერადი ლინზები
imageდღესდღეისობით მხედველობის პრობლემა ბევრს აწუხებს, მათ შორის მეც. მინუსი მაქვს, 2.2. იმისათვის რომ ნორმალურად ვიკითხო/ვწერო/ვუყურო რაიმეს აუცილებელია ვატარო სათვალე, რაც ჩემთვის ძალიან არაკომფორტულია, ვერ ვეგუები და ჯერ სათვალე არ მინახავს, რომელიც ოდნავ მაინც მომიხდებოდა. თუმცა რადგან ვიზუალურ სილამაზეზე მეტად ნორმალურად საგნების დანახვა მინდოდა რამდენიმე წლის განმავლობაში ვატარებდი სათვალეს. გამოსავალი ამ ხუთი წლის წინ ვიპოვე - კონტაქტური ლინზების სახით.

კონტაქტური ლინზები ორი სახისაა - რბილი და მყარი. პირადად მე არჩევანს ყოველთვის რბილ ლინზაზე ვაკეთებ, რომელიც ძალიან კომფორტულია. ბევრისაგან გაიგებთ ლინზის უარყოფით თვისებებზე საუბარს რაც არასწორია, თუ მისი მოხმარების სწორ წესებს დავიცავთ.

პირველ რიგში არასოდეს არ უნდა გავიკეთოთ/ამოვიღოთ ლინზები თვალიდან დასაბანი ხელებით. ლინზების გაკეთებისა თუ ამოღების წინ საგულდაგულოდ დავიბანოთ ხელები და მხოლოდ ამის შემდეგ გავიკეთოთ ისინი თვალში. სასურველია თუ იქონიებთ ე.წ პინცეტს, რომლებიც ოპტიკის მაღაზიებში იყიდება. მისი დახმარებით ლინზა სრულიად სუფთა ამოდის კონტეინერიდან და თვალში ჩასმისას არანაირ დისკომფორტს არ განიცდი. მეორე აუცილებელი მოთხოვნაა ლინზის რეგულარული გასუფთავება. არსებობს სპეციალური წყლები, რომლის საშუალებითაც უნდა მოახდინოთ ლინზის წმენდა. სპეციალურ კონტეინერში აუცილებელია წყლის რეგულარული ცვლა, რომ არ მოხდეს ლინზის გაფუჭება.

ექიმის რეკომენდაციის გარეშე კონტაქტური ლინზის შერჩევა არ არის რეკომენდირებული. ყველა ლინზას თავისი დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია და ერთ-ერთი არის ლინზის სიმრუდე რაც უნდა შეესაბამებოდეს თქვენი თვალის დახრის კოეფიციენტს, რადგან ლინზა მოერგოს თქვენ თვალს ზუსტად და ქარში ან სხვა გარემოპირობების არსებობისას არ მოხდეს ლინზის თვალიდან ამოვარდნა. ასევე შეიძლება განსხვავებული იყოს სათვალისა და ლინზის მინუსი. ამიტომ ექიმის რეკომენდაცია აუცილებელია. ლინზით დაძინება რეკომენდირებული არ არის, თუმცა არსებობს ე.წ Day & Night ლინზები, რომელიც ამის საშუალებას იძლევა.


image

















ასევე ძალიან პოპულარულია ფერადი ლინზები. ძალიან მარტივად შესაძლებელია გქონდეს იმ ფერის თვალები, რა ფერისაც გსურს შენ. მოხმარების წესების დაცვა აქაც აუცილებელია, თუმცა ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გავზომოთ ლინზის სიმრუდე. ყველა ლინზას იქნება ეს კონტაქტური თუ ფერადი გააჩნია თავისი მოხმარების ვადა, რაც აუცილებელია რომ დავიცვათ, თუმცა თუ ლინზის მოხმარების წესებს კარგად არ დავიცავთ შესაძლებელია ლინზა ვადის გასვლამდე დაზიანდეს. დღესდღეისობით ლინზების ტექნოლოგია გვაძლევს იმის საშუალებას რომ ერთ ლინზაში იყოს გაერთიანებული როგორც ფერადი ასევე კონტაქტური ლინზა. ყიდულობ სასურველი ფერის ლინზას, იცვლი თვალის ფერს და აგვარებ მხედველობის პრობლემას.

8
1456
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:bellatrix
bellatrix
1456
  
2013, 22 აგვისტო, 16:09
ანასტასია, ძალიან ინდივიდუალურია შენი პრობლემა. ზოგს როცა უკეთია მაშინ უმძიმდება თვალები, ზოგს საერთოდ არა და ა.შ. საერთოდ სხვისი ნახმარი ლინზები სასურველია თქვენ არ იხმაროთ, მაგრამ რადგან მაინც იყენებთ სჯობს ყოველდღიურად კარგად გაწმინდოთ, აუცილებლად სუფთა ხელებით ჩაისვათ და ამოიღოთ თვალიდან. უფრო მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ თვალის ექიმს :)
2013, 17 ივლისი, 16:15
ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ...მოკლედ ჩემმა მეგობარმა მომცა ლინზები და მითხრა კარგი ხარისხიაო საბერძნეთიდან არისო გამოგზავნილი და 2 წლიანიააო,მას ეკეთა ოღონდ არ ვიცი რამდენი ხნით...წყალიც მომცა თავისი ხოდა გავიკეტე და მომწონნს მაგრამ როცა ვიხსნი ოდნავ მიმძიმმებს თვალებს და მეშინია რამე არ დამემართოს და თქვენ რას ფირობთ?
2012, 21 სექტემბერი, 22:18
გასაგებია.... გმადლობთ
2012, 20 სექტემბერი, 22:06
ირინე, ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თვალის სიმშრალის კოეფიციენტზე. მაგალითად მე 14-15 საათი დღეში ლინზა მიკეთია და ხშირად ვარ გაციებული :))) სიმშრალის შემთხვევაში არსებობს ბუნებრივი ე.წ. ცრემლი, რომლის 1 წვეთი თვალში სრულიად საკმარისია ამ პრობლემის დასაძლევად.
2012, 20 სექტემბერი, 19:07
დაცემინების ან მკვეთრი მოძრაობის დროს შეიძლება გვერდით გაიწიოს ლინზამ
2012, 20 სექტემბერი, 14:55
ეგ როგორ?? გვერდზე გარბის?
2012, 19 სექტემბერი, 23:26
კარგია ლინზები მაგრამ უჰაერობასში საშინლად შრება. და ხან გვერძე მირბის თავისთვის
2012, 15 სექტემბერი, 18:49
კარგიაა:) მეც მინდა ლინზებიი ოღონდ არა მხედველობის
0 1 8