x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მგონი ვუყვარვარ და ამ ფორმით მიხსნის სიყვარულს, ეს მიწადასაყრელი" - ვისზე საუბრობს მეგი გოცირიძე

image


პარტია "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და სააგენტოების მხრიდან მისი სტატუსების გაპიარებაში ბიძინა ივანიშვილის ფარულ კვალს ხედავს. გოცირიძის თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ის აშკარად უყვარს და სწორედ ამ უცნაური ფორმით უხსნის მას სიყვარულს. მედიის მხრიდან მისი პიროვნებისადმი ასეთი ცხოველი ინტერესის გამოწვევის სხვა მიზეზს ის უბრალოდ ვერ ხედავს.


"წლებია სუსის ყველა სააგენტო ჩემს პოსტებს დაათრევს და კომენტარებში- ქოჩორს ხელი გაუშვი მიდის ???? ფეიკების გამოშვება რომ დაიწყეს კოკა დეიდას ქარხანაში, ერთ-ერთი პირველი სამიზნე მე გახლდით და რა სიბინძურეები არ დამიყარეს, მათ შორის მეტი დამაჯერებლობისთვის თითქოსდა საგაზეთო ინტერვიუდან ამონარიდად ავრცელებდნენ, რეზო ამაშუკელზე აღარაფერს ვამბობ რა ეპითეტებით მიხსენიებს, ეს დარტყმული ჯამბაზი.


“ალია” და ” ასავალ-დასავალი”, ხომ აფანატებს ჩემზე შალიკოვიზია გადაცემებს მიძღვნის და ახლა ვინმე “ალტინფო “-საც დაუდია ჩემთვის პატივი და რა მაინტერესებს იცით? არ ვარ არცერთი პარტიის სახე, არ ვარ არცერთი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, არ ვარ თანამდებობაზე, არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაქვს ფული, არ დავდივარ ტელეეთერებში და ნეტავ რამდენს უხდის ხიხო, ასე რომ მაპიარებენ ეს უბედურები და მგონი ხიხოს ვუყვარვარ, ვერ გამომიტყდა და ამ ფორმით მიხსნის სიყვარულს, ეს მიწადასაყრელი სხვა რა ვიფიქრო" – წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.



0
322
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
322