x
image
Guns N Roses
Led Zeppelin. "მსოფლიოს უდიდესი ჯგუფი"

imageლედ ზეპელინი (Led Zeppelin) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი.
1980 წელს ლედ ზეპელინი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო. დღევანდელი დღისთვის გაყიდულია ლედ ზეპელინის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში - 109.5 მილიონი. ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ხოლო საკაბელო ტელეკომპანია VH1-ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლედ ზეპელინი პირველ ადგილზეა.
2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.
ლედ ზეპელინის არსებობის პირველი წლები დაჩრდილა 1971-1975 წლებში ჯგუფის წარმატებამ. ამ პერიოდშივე გამოიცა მათი საუკეთესო ალბომები. მათ იმიჯში გამოჩნდა ფერადი ტონები. მაგრამ ჯგუფი არა მხოლოდ მუსიკით, არამედ სცენის მიღმა მიმდინარე შეშლილი ცხოვრებით იყო ცნობილი. ლედ ზეპელინი იმ პერიოდში საკუთარი თვითმფრინავით მოგზაურობდა, სახელად The Starship. ჯგუფის წევრები ქირაობდნენ ერთდროულად სასტუმროს რამდენიმე ნომერს - განსაკუთრებით აღსანიშნავია კონტინენტალ ჰაიატი, ლოს ანჯელესში. ბევრი ჟურნალისტი თვალს ადევნებდა მათ ცხოვრებას, შემდეგ კი სტატიებს წერდა ჯგუფის მიერ მოწყობილ დებოშებზე. ბენდი ცნობილი იყო იმით, რომ ამტვრევდა სასტუმროში განლაგებულ ავეჯს და აგდებდა ტელევიზორებს ფანჯრებიდან. უფრო მეტიც - ერთ-ერთი ასეთი „ზეიმის“ დროს ჯონ ბონემი მოტოციკლით დარბოდა დაქირავებულ სართულზე.

1976 წლისათვის ლედ ზეპელინი მსოფლიო მასშტაბით უფრო პოპულარული და ცნობილი იყო, გაყიდა უფრო მეტი ალბომი, ვიდრე სხვა ჯგუფებმა, მათ შორის, როლინგ სტოუნზმაც. მათი კონცერტები უკვე შეიცავდა თეატრალურ ელემენტებსა და განათების ახალ საშუალებებს. მიუხედავად დიდი წარმატებისა, ჯგუფის წევრების ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა უარყოფით მოვლენებს - 1977 წელს გარდაიცვალა რობერტ პლანტის შვილი, ჯიმი პეიჯი ჰეროინს ეტანებოდა, ხოლო 1980 წელს, ჯონ ბონემის დაღუპვამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.




1
230
7-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
230
  
2012, 15 სექტემბერი, 17:44
+1
0 1 1