x
image
Guns N Roses
"მუსიკოსი, რომელმაც ერთ სიმიან გიტარაზე ისწავლა დაკვრა"

imageსოლ ჰადსონი, ცნობილია, როგორც სლეში, ჯგუფის განზ-ენ-როუზიზის ყოფილი გიტარისტი. სლეში გატაცებული იყო ველო-მოტოციკლეტებით BMX. იგი საკმაოდ კარგად ფლობდა ამ სახეობას, მაგრამ როდესაც 14 წლის გახდა, მისმა მეგობარმა და განზ-ენ-როუზიზის მომავალმა დრამერმა სტივენ ადლერმა შესთავაზა, შეექმნათ ჯგუფი. სტივი დაუკრავდა გიტარაზე, ხოლო სლეში კი ბას გიტარას შეისწავლიდა. თუმცა საბოლოოდ, სლეში გიტარისტი, ხოლო სტივი - დრამერი გახდა, სლეშმა ბებიამისს გიტარა სთხოვა. მან გადმოუღო ძველი ესპანური გიტარა. რომელსაც მხოლოდ 1 სიმი ჰქონდა. სლეში წავიდა გიტარის მასწავლებელთან, რობერტთან. მან უთხრა დაავალა დარჩენილი 5 სიმის შოვნაც, მანამდე კი 1 სიმითაც მოახერხებდნენ რამეს. მას შემდეგ სლეში დღეში 24 საათს გიტარას უთმობდა. სლეში ამაყობს სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან: ერიკ კლეპტონი, ლენი კრავიცი, პოლ როჯერსი, იგი პოპი, მაიკლ ჯექსონი, ბრაიან მეი და სხვა მრავალი. 1984 წელს სლეშმა გადაწყვიტა, სერიოზულად მოეკიდა მუსიკისათვის ხელი და ჯგუფის ძებნა დაიწყო. ამ დროს მას შეხვდაიზი სტრედლინი, რომელმაც მისი ჯგუფ Hollywood Rose-ის დემო ჩანაწერი მოასმენინა. მიუხედავად ჩანაწერის ცუდი ხარისხისა, სლეშმა ყური მოჰკრა ექსლ როუზის ძალიან დაბალ დიაპაზონს და დაინტერესდა მითი. ცოტა ხანში იზიმ მას ექსლი გააცნო და სლეში მათ ჯგუფში მიიღეს. ეს ჯგუფი გაერთიანდა ტრეისი განზის ჯგუფ L.A. Guns-თან. მათ არ ჰყავდათ დრამერი და ამიტომ ამის შესახებ გაზეთში განცხადება გამოაქვეყნეს - შედეგად ჯგუფს დაფ მაკ-კეგენი დაემატა. ამ დროს ჯგუფი დატოვა ოულ ბეიჩმა, ჯგუფის დრამერმა. სლეშმა ჯგუფში გაწევრიანება სტივის შესთავაზა. ჯგუფის შემადგენლობა მზად იყო. მათ დაიწყეს სიმღერების წერა და მალევე პირველი კონცერტი ჩაატარეს, სიეტლის ქალაქ გარეთ - რომ არა დაფის სიეტლური წარმომავლობა, ეს შოუ ჩაიშლებოდა.

1
177
7-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
177
  
2012, 23 დეკემბერი, 16:07
სლეშშშშშშშშშშშშშ
0 1 1