პროფილაქტიკა 4 ადრეული სიმპტომი, რომელიც საკვერცხის კიბოს მოასწავებს 2022, 20 იანვარი, 10:54 როგორც წესი კიბო (სიმსივნე) ადრეულ ეტაპზე სიმპტომებს არ ავლენს. სინამდვილეში, ყველა სახის, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება გვხვდება მხოლოდ განვითარების მოგვიანებით ეტაპზე, რაც ართულებს მკურნალობის ეფექტს და ზოგჯერ ფაქტობრივად შეუძლებელიც კია, რადგან კიბო სწორედ იმ ერთ–ერთ დაავადებათაგანია, რომელთა განკურნების გზები თუ წამალი დღემდე არ არსებობს მიუხედავად სწავლული ექიმების მრავალსაუკუნოვანი შრომისა და მცდელობისა.
რა არის სიმსივნე? სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება ონკოლოგია. იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს (ჰომეოპლაზია) და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან (ანაპლაზია). კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ ავთვისებიანი სიმსივნისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა, სიმსივნური უჯრედების შეჭრა ირგვლივმყოფ საღ ქსოვილებში (ინფილტრაციული ზრდა), სიმსივნური უჯრედების სისხლისა და ლიმფის გზით გადატანა დაშორებულ ორგანოებში და იქ მეორეული სიმსივნური კვანძების — მეტასტაზების გაჩენა, სიმსივნის ამოკვეთისას იმავე ადგილას განმეორებითი სიმსივნის განვითარება (რეციდივი). სიმსივნის აღმოცენებამდე დიდი ხნით ადრე ქსოვილებში ხდება უჯრედთა ჯერ დიფუზური, ხოლო შემდეგ კეროვანი გამრავლება. ეს ცვლილებები ცნობილია როგორც სიმსივნისწინარე ანუ კიბოსწინარე მდგომარეობა. უკვე განვითარებული სიმსივნე დროთა განმავლობაში იძენს ახალ თვისებებს (სიმსივნის პროგრესია), რაც საფუძვლად უდევს სიმსივნური პროცესის დაყოფას სტადიებად. დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ საკვერცხის კიბოს განვითარებასა და სიმპტომებზე, რათა ქალბატონებმა შეძლონ დროულად ამ ვერაგი დაავადების აღმოფხვრა და მკურნალობა მანამ, სანამ შედეგი ფატალური გახდება. რისკ ფაქტორები: რისკ ფაქტორები შეიძლება იყოს ასაკი 50-დან 60-მდე წელი და ასევე გენური მუტაცია, რომელიც იწვევს კიბოს განვითარებას და მემკვიდრეობით გადადის. დიაგნოსტიკა: საკვერცხის კიბოს ტესტი არ არსებობს, მაგრამ ექიმს შეუძლია დაავადების დიაგნოსტიკა ულტრაბგერით ან კომპიუტერული ტომოგრაფიით, ასევე სისხლის ანალიზით. ეტაპები: საკვერცხის კიბოს განვითარების ოთხი ეტაპი არსებობს 1. პირველი სტადიის დროს კიბო აზიანებს ერთ ან ორივე საკვერცხეს. 2. მეორე სტადიის დროს კიბო მენჯსაც აზიანებს. 3. მესამე სტადიის დროს კიბო აზიანებს მუცლის ღრუს. 4. მეოთხე სტადიის დროს კიბო აზიანებს სხვა ორგანოებს და მეტასტაზები გადის ყველგან... 4 ადრეული სიმპტომი, რომელიც საკვერცხის კიბოს მოასწავებს1. შებერილობა. თუ მუცლის ღრუს შებერილობა უმიზეზოდ ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 2. ტკივილი მენჯებსა და მუცლის არეში. თუ მენსტრუალური ციკლი უკვე დაასრულეთ და მსგავსი ტკივილები არ გადის, ეს შეიძლება ამ დაავადების ერთ-ერთი მიზეზი იყოს. 3. მადის დარღვევა. მადის დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს კუჭ-ნაწლავის ან საკვერცხეების პრობლემით. ზუსტი დიაგნოზირებისთვის მიმართეთ ექიმს. 4. გახშირებული შარდვა. თუ თქვენ არ სვამთ ბევრ წყალს, მაგრამ ჩვეულებრივზე ხშირად დადიხართ საპირფარეშოში, მაშინ ეს შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ინფექციის ან საკვერცხის კიბოს სიმპტომი. იხილეთ აგრეთვე: 10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გემუქრებათ სასწრაფოდ შეამოწმეთ თქვენი თავი რომელ ფარულ დაავადებებზე მეტყველებს თქვენი "ჭიპის ფორმა"? რისი თქმა შეუძლია თქვენს ფეკალიებს? (განავალი) 472 7-ს მოსწონს
|