x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლეგენდარული საბჭოთა ფილმის "ბედის ირონია ანუ გაამოთ ", მთავარმა გმირმა ბარბარა ბრილსკამ ხერხემალი მძიმედ დაიზიანა

image

იშვიათია, ალბათ, ადამიანი, ვისაც ფილმი "ბედის ირონია ანუ გაამოთ" არა აქვს ნანახი და ვფიქრობ, ეს ფილმი ბევრისთვის ისეთი ფილმების ნუსხაშია, რომელსაც დრო ვერ ახუნებს.

სწორედ ამ ფილმის მთავარმა გმირმა ქალმა მძიმე ფორმით დაიზიანა ხერხემალი, თუ როგორ და რა სიტუაციაში ამაზე ცნობილი მსახიობი დუმილს ამჯობინებს.

მსახიობმა მხოლოდ ახლა გააჟღერა მის მიერ მიღებულ ხერხემლის ტრამვაზე ინფორმაცია.

მოგეხსენებათ უცხოეთში არცერთი კლინიკა არ აჟღერებს და არც გასცემს ინფორმაციას თავის პაციენტებზე და მათ მდგომარეობაზე.

ბარბარა უარს აცხადებს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, სატელეფონო საუბარში კი ეტყობა მძიმე და დაყოვნებულ საუბარში, რომ საკმაოდ მძიმედაა და საუბარიც კი უჭირს.

მსახიობი აშკარადაა ვიღაცაზე თუ გარკვეული ადამიანების ჯგუფზე განაწყენებული რასაც მის მიერ გავრცელებული ტექსტიც მოწმობს.

"ვშიშობ, ვერ მოესწრებით. მძიმე ტრავმის გამო ცუდად ვარ, ხმაც ამიტომ მაქვს შეცვლილი და ვერ ვსაუბრობ, მე არა ვარ ჩვეულ ფორმაში. მე აე შემიძლია შევხვდე ჟურნალისტებს და ზოგადად ადამიანებს. მოტეხილი ხერხემალი-იცით ეს რას ნიშნავს?

ეს ხანგრძლივი მკურნალობა და ძალიან ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსებია.

მე არა ვარ ფორმაში, არც ფიზიკურად და არც სულიერად, მაგრამ ნუ გგონიათ რომ მოვეშვები და ვინმე დაცემულს მნახავს. არ ვიცი რა იქნება შემდეგ, მაგრამ ახლა მხოლოდ ლოცვის იმედად ვარ"-ასეთ ტექსტს ავრცელებს მსახიობი თავის გვერდზე.




0
450
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
450