x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"პოლიცია მოვიდა სწრაფად - ამოიღო ვიდეოკამერები და თავდამსხმელების ვინაობა დაადგინა" - რას წერს ნიკა გვარამია

image


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმ უსიამოვნო შემთხვევის შესახებ წერს, რაც მის 14 წლის ვაჟს მზიურში შეემთხვა. ნიკა გვარამია პოლიციას ოპერატიულობისა და დროული რეაგირებისთვის მადლობას საჯაროდ უხდის.


"ახლა ჩამოვედი კახეთიდან და ჩემს პროცესზე მივემართები. მაგრამ სტატუსი ამაზე არაა.

ჩემ სანდროს გუშინ მზიურში მოთხოვეს ტელეფონი. სანდრომ, ინგლისურად, ბოდიში მოუხადა და ვერ გათხოვებთო. მიტრიალდა და გააგრძელა გზა სახლისკენ.


იმათ, როგორც ჩანს, უცხოელად ჩათვალეს და ცხრასართულიანი გინებები მიაყოლეს. მოვიდა სანდრო სახლში და მან და დედამ ერთად გადაწყვიტეს და პატრულში დარეკეს (მე კახეთში ვიყავი და ახლა ვიგებ ყველაფერს).


ჩვენი ინტერესი, ერთის მხრივ, თავდამსხმელების გარკვევა და მომავალში მათ მიერ სხვა ადამიანების მიმართ ძალადობა/ძარცვის პრევენცია იყო, ხოლო, მეორეს მხრივ, იმაში დარწმუნება, რომ ეს ინციდენტი იმით არ იყო გამოწვეული, რომ სანდრო ჩემი შვილია.


პოლიცია მოვიდა სწრაფად. ამოიღო ვიდეოკამერები და თავდამსხმელების ვინაობა დაადგინა.


ვამაყობ ჩემი 14 წლის შვილის ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიციით და მადლობას ვუხდი პოლიციას ოპერატიულობისა და კეთილსინდისიერებისთვის", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.



0
291
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
291