x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გუშინ მოვიდა-პირდაპირ ვუთხარი, რომ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებდი" - ვისზე საუბრობს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმ შემთხვევის შესახებ წერს, თუ როგორ დაურეკა მას ღია ტელეფონზე და როგორ მიაწოდა კომპრომატები სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც მისივე თქმით, სისტემას სამსახურში მიღებას აიძულებდა წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარ რედაქტორთან მისვლით ემუქრებოდა. პოსტი, რომელიც ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ცოტა ხნის წინ გააზიარა უცვლელად გთავაზობთ.


"საჯარო სტატუსს არ დავწერდი რომ არა ფინალი ! ზარი ღია ტელეფონზე-რეკავს კრიზისების მინდია ჯანელიძის ყოფილი თანამშრომელი, მასალები უნდა მოგიტანოთ. ლეგიტიმურად გაჩნდა ეჭვი რომ დავალებაა-როგორც წესი, წყაროები ღია ნომერზე არ რეკავენ.


მიშას სასამართლოების დღეებია-მოვიდა ვისაუბრეთ, კომპრომატები დამიტოვა-შევთანხმდით მომდევნო კვირაში შეხვედრაზე. მოვიცალე, წავიკითხე, გაგანია შიდა ომის ამბავია, დავიწყე მოკითხვა-თურმე ჯერ კიდევ აგვისტოში საჯაროდ იმუქრებოდა, არ დამასაქმებთ და კილაძესთან მივალო.


გუშინ მოვიდა-პირდაპირ ვუთხარი, რომ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებდი, მასალებს არ გამოვაქვეყნებდი.ვურჩიე ბრიფინგის ჩატარება, თუ თემის გაშუქება უნდოდა . მისი დატოვებული მასალები დღეს დაუბრუნა ჩემმა თანამშრომელმა, სანაცვლოდ დამიტოვა წერილი(ამობეჭდილი), აშკარად გეგმები ჩავუშალე -საფინალო ფრაზა, სტატიის გამოქვეყნება გამიმარტივებდა რამდენიმე ჩანაფიქრის რეალიზებასო.


ჰოდა, იმიტომაც არ გამოქვეყნდა !

ჩვენ სიმართლის დადგენაში ვეხმარებით ადამიანებს და არა ვაჭრობაში !

p.s. ჰო, უცხო წყაროს არ ვენდობი - მეგონა იცოდით!

და კარტელმა მასალები გაუგზავნეთ თქვენს გაძიუშნიკს. კონკურენტების ჩასაძირად არ გამოგადგებით" - დაწერა გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში.






0
322
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
322