საქართველო "თბილისმა მთაწმინდაზე რომ აგიშვა, ამიტომაც დასაჯე, ტოო? ხარაშოოო" - ვის მიმართავს მეგი გოცირიძე 2021, 23 დეკემბერი, 13:27 პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მეგი გოცირიძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და ერთწლიანი ულიმიტო აბონემენტების სისტემის 1 თებერვლიდან ამოქმედებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და თბილისელებისთვის ტრანსპორტის გაძვირების ფაქტს მათ მიმართ კალაძის პირად შურისძიებად და ანგარიშსწორებად აფასებს."მიდი კალა, შენ დაუკარ, ლურჯი ჩიტი ამოფრინდებათბილისი დასაჯე ტოოიასნია ძმაო, ქოცებს მანქანები გემსახურებათ და ჩვენ ვიხდით ბენზინის ფულს, საიდანაც უკვე ორი ლარი მიდის მიშას ჯიბეში, გვიჭირს ძმაო და რა ვქნათ, გაგებით მოეკიდეთ თბილისმა რეალურად მთაწმინდაზე რომ აგიშვა, ჩემზე კარგად იცი ძმაო და ამიტომაც დასაჯე, არა? ხარაშოოო )))" - წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი გადაადგილდება ძვირდება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.კალაძის განმარტებით, ერთდღიანი აბონემენტი 3 ლარი ეღირება, ერთკვირიანი – 20 ლარი, ერთთვიანი – 40 ლარი, სამთვიანი – 100 ლარი და ერთწლიანი ბარათი – 250 ლარი. დღემდე მოქმედი სისტემით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით — მეტროთი, ავტობუსით და ლურჯი მიკროავტობუსებით — გადაადგილება 50 თეთრი ღირს და შემდეგი მგზავრობა ამ სამიდან რომელიმე ტრანსპორტიში არის უფასო.ყვითელი მიკროავტობუსებით გადაადგილება 80 თეთრი ღირს და შეღავათის სისტემა აქ არ მოქმეებს. კალაძის თქმით, აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება და მისი შეძენა მეტროს სალაროებსა და “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. კალაძის მიერ დედაქალაქში მგზვრობის ახალი სისტემის შემოღებას, რაც ავტომატურად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასის ზრდას გულისხმობს საზოგადოების მხრიდან დიდი ვნებათაღელვა და უკმაყოფილება მოჰყვა.749 შეფასება არ არის |