x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როგორ აღვიდგინოთ სწრაფად მოტეხილი ფრჩხილი? (ვიდეო გაკვეთილი)

კარგად მოვლილი თმა, კბილები, ფრჩხილები და კანი- ეს არის ჩვენი სილამაზის საფუძველი. საკუთარ თავზე ზრუნვა კარგია, თუმცა, ამის მიუხედავადაც შეიძლება დაზიანდეს გარეგნობა თუ ჯანმრთელობა.

image

ფაქტი, რომ სწრაფი კვების პროდუქტების, ტკბილეულის და "ძეხვეულის" მიღება მავნეა ჯანმრთელობისთვის, სიმართლეა, მაგრამ ზოგჯერ, დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს ჩვეულებრივი პროდუქტებისგან. დიეტოლოგები, არ მოგვიწოდებენ ყველაფრის დათმობისკენ, თუმცა, გონივრული ბალანსი საგრძნობლად შეაჩერებს მავნებლობის პროცესს.

პროდუქტები, რომლებიც ვნებს ფრჩხილებს

ცხიმიანი საკვები და ტკბილეული - ფრჩხილისთვის საჭირო ყველა ნივთიერება უნდა იქნას შეწოვილი ორგანიზმიდან. ჭარბი რაოდენობით ცხიმის არსებობა, შთანთქავს ორგანიზმიდან კალცს და შედეგად ფრჩხილები ხდება თხელი და ადვილად მსხვრევადი.

მარილიანი საკვები და მლაშე საჭმელები - მარილის გადაჭარბებულმა მიღებამ, შეიძლება შეაფერხოს ცინკის ფორმირება და საჭირო რაოდენობით დაგროვება ორგანიზმში, რის გამოც ფრჩხილის ზრდის და ფორმირების პროცესი იკლებს. მთელი კვირის მანძილზე ფრჩხილების მოვლის პროცესი წყალში შიძლება მხოლოდ ერთმა პატარა კოლოფმა ჩიპსმა და მარილიანმა თხილმა ჩაგიყაროთ.

ტკბილი გაზიანი სასმელები - შაქრის ერთ-ერთი უარყოფითი გავლენა ისაა, რომ ის ორგანიზმიდან შთანთქავს ყველა საჭირო და სასარგებლო ელემენტებს. თუ თქვენი ფრჩხილები სუსტი და მსხვრევადია და გაზიანი სასმლების მოყვარული ხართ, მიზეზიც ცნობილია.

დამსხვრეული ფრჩხილები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის, ნამდვილი ტრაგედიაა. თუ დაგრძელებული ფრჩხილი იქნება მსხვერპლი, ამას თქვენი მანიკურშა სწრაფად აღადგენს, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, თუ ჩვენი ბუნებრივი ფრჩხილი მოგვტყდა? ამისათვის დაგჭირდებათ ხელოვნური ფრჩხილი, ხელოვნური ფრჩხილისთვის სპეციალური წებო და ფრჩხილის ქლიბი.

როგორ მოვიქცეთ? (იხილეთ ვიდეო)


0
84
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0