x
image
თუთიკო ბერძენა
რომაელი ისტორიკოსები. რომაული ისტორიოგრაფია
ძვ წ. 100-44 წწ-ში მოღაწეობდა იულიუს კეისარი, რომელსაც ეკუთვნის ისტორიული ნაშრომები - ომების აღწერილობანი. "კომენტარები გალიურ ომზე" მოგვითხრობს გალიასა და ბრიტანეთში რომალეტა ლაშქრობაზე, ხოლო "კომენტარები სამოქალაქო ომზე" - სამოქალაქო ომის შესახებ, მისი გალიიდან დაბრუნებიდან ეგვიპტეში პომპეუსის დაღუპვამდე. ეს თხზულებები ანგარიშის სახით იწერებოდა ომის დროს ან ომის შემდეგ.
image


რომაელი ისტორიკოსის ტიტუს ლივიუსის ( ძვ.წ. 59- ახ ქ 17 წწ) მთავარი ნაშრომი იყო "რომის ისტორია" ან "თხრობათა წიგნები დასაბამითგან ქალაქისა", რომელიც რომაული ლიტერატურის "ოქროს ხნას" განეკუთვნება. ნაშრომი მოიცავდა პერიოდს ლეგენდარული წარსულიდან ავგუსტუსის მმართველობამდე.

image

რომაელი სენატორის, კონსულისა და ისტორიკოსის კორნელიუს ტაციტუსის (56- 117 წწ) მთავარი ნაშრომები "ანალები" და "ისტორია" ფრაგმენტუადაა შემორჩენილი. სავარაუდოდ, ისინი მოიცავენ პერიოდს ავგუსტუსის გარდაცვალებიდან ( ახ.წ.14 წ) დომიციანეს გარდაცვალებამდე (ახ.წ. 96წ.) მცირე ნაშრომთაგან აღსანიშნავია გერმანელი ტომების ეთნოგრაფიული აღწერა "გერმანია" ანუ "გერმანელთა წარმოშობისა და საცხოვრისის შესახებ".


image


ქერონეაში დაბადებულმა ბერძენმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა პლუტარქემ ( 46 წ-120) რომის მოქალაქეობა მიიღო . მან საფუძველი ჩაუყარა ახალი ჟანრს ბიოგრაფიულს. თავდაპირველად მას კეისრების ბიოგრაფიები დაუწერია, რომელთაგან მხოლოდ ორია შემორჩენილი, რომლებიც მორალიებთან ერთად იბეჭდებოდა. პლუტარქეს ყველაზე ცნობილი ნაშრომია "პარალელური ბიოგრაფიები", რომელშიც განიხილავს გამოჩენილ ბერძენ და რომაელ მოღვაწეთა წყვილებს. გვთავაზობს მათ ბიოგრაფიებს და შეპირისპირებით დახასიათებებს. არაერთგვაროვან კრებულში "მორალიები" კი შესულია ნარკვევი ალექსანდრე დიდზე, ძველ ეგვიპტელთა ღმერთებზე - ისისსა და თსირისზ, სხვადასხვა ფილოსოფიურ და ზნეობრივ პრობლემაზე.

image

საკმაოდ გრძელი და მრავალფეროვანია იმპერატორ ადრიანეს მდივნის გაიუს სვეტონიუს ტრანკვილიუსის ( 70-140 წწ) თხზულებათა სია, რომელთა უმრავლესობა დაკარგულია, მატი სახელები კი ცნობილია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი "თორმეტი კეისრის ცხოვრება", სადაც შესულია ბიოგრაფიები კეისრებისა - იულიუს კეისრის, ავგუსტუსის, ტიბერიუსის, კალიგულასი, კლავდიუსის, ნერონის, გალბასი, ორონის, ვიტელიუსის, ვესპასიანეს, ტიტუსის და დომიციანეს.

image

მე-4 საუკუნის ბერძნული წარმოშობის რომაელ ისტორიკოს ამიანე მარცელიანეს გაუგრძელებია ტაციტუსის საქმე და დაუწერია რომის ისტორია 96 წლიდან 378 წლამდე. შემორჩენილია ნაშრომის ბოლო მონაკვეთი, რომელიც 353-378 წლებს მოიცავს. იგი სარწმუნო წყაროა, რადგან მსახურობდა იმპერატორ კონსტანციუს II-ის (337-361) ჯარში გალიასა და სპარსეთში და იმპერატორ იულიანე განდგომილთან ( 361-363), რომლის დაღუპვის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ ანტიოქიაში.

image

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0