x
image
თუთიკო ბერძენა
ბერძენი ისტორიკოსები. ბერძნული ისტორიოგრაფია
ძვ.წ. არ-ით მე-5 საუკუნეში, დახლოებით 485-425 წწ ცხოვრობდა ციცერონის მიერ ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე კარიის ქალაქ ჰალიკარნასოსში, დღევანდელ ბოდრუმში (თურქეთი). ჰეროდოტე ბევრს მოგზაურობდა, აგროვებდა ინფორმაციას სხვადასხვა ხალხისა და ქვეყნების შესახებ.image

რის შედეგადაც შექმნა წიგნი " ისტორია", რომელიც ეძღვნება ბერძენ-სპარსელთა ომებს. ის იმ დროს ბერძნებისთვის მთელი მსოფლიოს ისტორიულ-გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიულ ენციკლოპედიას წარმოადგენდა. დღეს ჰეროდოტეს ნაშრომი საკმაოდ სარწმუნო წყაროდაა მიჩნეული. "ისტორია" დაყოფილია 9 წიგნად, რომელთაგან თითოეულს მუზის სახელი აქვს.


ჰეროდოტეს უმცროსი თანამედროვე იყო ათენელი თუკიდიდე ( ძვ წ. 460-396წწ). იგი იყო მონაწილე მის მიერ აღწერილი პელოპონესის ომის, რომელიც ათენსა და სპარტას შორის დაპირისპირების შედეგი იყო და ძვ.წ. 431-404 წწ მიმდინარეობდა. ამ ომში თუკიდიდე ერთ-ერთი სარდალი იყო, რომელიც წაგებული ომის შემდეგ ათენიდან გააძევეს და 20 წლის მანძილზე თრაკიიდან ადევნებდა თვალს ომს. მის ნაშრომში ომის სარწმუნო აღწერილობა და ანალიზია მოცემული. ნაშრომი მან 8 წიგნად დაყო. და იგი ავტორის გარდაცვალების მერე გახდა ცნობილი.

image


ჰეროდოტე არის პრაგმატული ისტორიოგრაფიის მამამთავარი.

სოკრატეს მოწაფე, ისტორიკოსი დ ჯარისკაცი ქსენოფონტი (ძვ.წ430-354წწ) ატენში ცხოვრობდა. მისი ნაშრომი "ჰელენიკა" თუკიდიდეს ნაშრომის გაგრძელებაა და მოგვითხრობს საბერძნეთის ისტორიას ძვ წ.411-462წწ-ში. "ანაბასისში " კი აღწერილია ათენელ მოქაირავნეთა მონაწილეობა სპარტის სამოქალაქო ომში ძვ წ. 401 წელს და მათი ფათერაკებით აღსავსე დაბრუნება შინ.

image

ძვ წ მე-2 საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე პოლიბიოსი რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლისას ტყვედ ჩავარდა, რის შედეგადაც დაუახლოვდა მათ და დაიწყო მათთან თანამშრომლობა. იგი თუკიდიდეს ხაზის გამგრძელებლად ითვლება. მის მთავარ ნაწარმოებში "ისტორია" აღწერილია რომის რესპუბლიკის აღმავლობა და მისი გაბატონება საბრძნეთში ძვ წ. 264-146 წწ). ნაწარმოების საწყისი 5 წიგნი სრულადაა შემორჩეილი და მასში ავტორი მისთვის ცნობილი მსოფლიოს უნივერსალურ ისტორიას გვთავაზობს. პოლიბიოსი ითვლება რომაული იატორიის ფუძემდებლად.

image
პოლიბიოსი ასევე ცნობილია ხელისუფლების დანაწილების პრინციპის იდეით, რომელიც შემდგომში აიტაცეს მონტესკიემ და აშშ -ს კონსტიტუციის ავტორებმა.

ბერძენი ისტორიკოსი, გეოგრაფი და ფილოსოფოსი სტრაბონი დაიბადა პონტოს ამასიაში ( დღ ამასია - თურქეთში). იგი მოღვაწეობდა ძვ წ 64 - ახ წ 24 წწ-ში. კეთილგანწყობილი იყო რომაელთა მიმართ, ბევრს მოგზაურობდა და დიდხანს მუშაობდა ანტიკური მეცნიერების მწვერვალად მიჩნეულ წიგნზე "გეოგრაფია", რომელიც 17 ნაწილისგან შედგება და სამყაროს საკმაოდ ზუსტ აღწერილობას იძლევა.

image

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0