საქართველო "ამ ჩოილარმა რადიატორთან დააბა ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო და 10 კაცთან ერთად..." - რას იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი 2021, 22 დეკემბერი, 0:28 თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიგი კალანდაძის ბერლინში დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მასთან დაკავშირებით ერთ უსიამოვნო ისტორიას იხსენებს."ორაზროვნება და გაუგებრობა რომ გამოვრიცხოთ, ორთოდოქსი ნაცების გასაგონად ვიტყვი, რომ ამ ჩოილარმა 2009 წელს რადიატორზე ხელბორკილით დააბა ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო და 10 კაცთან ერთად სცემა მხოლოდ იმის გამო რომ ჩემთან აგრძელებდა ურთიერთობას. ოღონდ ეგ ოფიციალურ ბრალში არა აქვს. არ გინდათ ჯარზე ჩემთან კამათი და ლუსეთი ლუსეთის ძახილი.გენერალიო. გენერალი არა, რიონის ფლოტის ადმირალი და შავი ზღვის აკვატორიის გენერალ-გუბერნატორი. 2007 წლიდან დღემდე რომ გრძელდება ასეთი გენერლების შტამპვა ქსეროქსზე გადაღებულივით, იმიტომაა ჯარში საქმე კარგად. თან ომის გმირიო, კაცოო... ამის საქმენი საგმირონი 2008-ში მისი ბრიგადის ჯარისკაცებს ჰკითხეთ"- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.შეგახსენებთ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გიგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში 19 დეკემბერს დააკავეს. ის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო ძებნილი.საქართველოს გენერალური პროკურატურა გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე გერმანულ მხარეს შუამდგომლობით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს.1605 შეფასება არ არის |