პოლიტიკა ფრანგებს მიაჩნიათ, რომ მაკრონის ცოლი ადრე კაცი იყო, თავად პირველი ლედი ჩივილს აპირებს 2021, 21 დეკემბერი, 19:48 ![]() თავად პირველი ლედი კატეგორიულად უარყოფს მსგავს სპეკულაციას და როგორც BFM TV იუწყება, მის გარემოცვაზე დაყრდნობით, აპირებს უჩივლოს იმათ, ვინც ამგვარ ჭორებს ავრცელბს. ექსპერტები ამბობენ, რომ ის, რაც სოციალური ქსელების ფრანგულ სეგმენტში ხდება, დაგეგმილ აქციას ჰგავს. ერთი კვირის წინ გამოჩნდა პირველი ცნობები, რომ ბრიჟიტი ოდესღაც ჟან-მიშელი იყო, ასეთი პუბლიკაციების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესით გამრავლდა, თითქოს ვინმე კომპეტენტურად მუშაობდა ამ თემის პოპულარიზაციაზე. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ მაკრონის მხარდამჭერები ულტრამემარჯვენე აქტივისტების მიმართულებით იშვერენ თითს, რომელთაგან ბევრი აქტიურად პოსტავს მსგავს პუბლიკაციებს. ![]() ამჯერად საარჩევნო რბოლაში არა მხოლოდ პარტია "ეროვნული ერთიანობის" ლიდერი მარინ ლე პენია, რომელთანაც მაკრონი 4 წლის წინ არჩევნების მეორე ტურში იბრძოდა, არამედ უფრო მკვეთრად მემარჯვენე პოლიტიკოსი ერიკ ზემურმაც, რომელმაც უკვე მოიპოვა მეტსახელი "ფრანგული ტრამპი".რადგან მისი მიზანია მიგრანტების გაძევება. ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ მაკრონისა და მისი პოლიტიკის ერთ-ერთმა აქტიურმა ოპონენტმა გადაწყვიტა შავი პიარის მექანიზმების გამოყენება. მით უმეტეს, ყველამ ვიცით, რომ საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი და მისი მეუღლე, რბილად რომ ვთქვათ, თავისებური წყვილია. ბრიჯიტი 24 წლით უფროსია ქმარზე და იყო მისი მასწავლებელი საშუალო სკოლაში. ამავე დროს, როგორც ჩანს, მათ შორის კავშირი სწორედ მაშინ დაიწყო. ![]() ![]() 800 4-ს მოსწონს
|