x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
გაუპატიურება, შიმშილი და აბორტები ანესტეზიის გარეშე - ჩრდილოეთ კორეელი ქალი ჯარისკაცების შემზარავი ისტორია
image

ჯარიდან გაქცეული ჩრდილოეთ კორეელი ქალის სულისშემძვრელი ისტორია ნათლად ავლენს იმ ტკივილს, რომელსაც განიცდიან ქალები კიმ ჩენ ინის არმიაში, მათ შორის სექსუალური ძალადობა, აბორტი ანესთეზიის გარეშე და შიმშილამდე მისული რაციონი.

ყოფილმა ჯარისკაცმა, რომელმაც ჯენიფერ კიმით გაგვეცნო, აღნიშნა რომ ქალ მებრძოლებს ასევე უწევდათ ფეხის სველი სახვევების გამოყენება და სასტიკი და უჩვეულო კოლექტიური სასჯელის ატანა.

ერთ-ერთი სასჯელი იყო ხელების ყინულივით ცივ წყალში ჩაყოფა და შემდეგ ამ გაყინული ხელებით რკინის ძელზე დაკიდება, რის შედეგადაც გათავისუფლებისას კანი ხორციანად იგლიჯებოდა ხელის გულებიდან .

მისი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის არმიაში ქალების 70% სექსუალური ძალადობის ან სექსუალური შევიწროების მსხვერპლია, მათ რიცხვში თავადაც მოხვდა. 23 წლის ჯენიფერი ინსტიქტურად მიხვდა, რაც მოხდებოდა, როდესაც პოლიტიკურმა მრჩეველმა თავის კაბინეტში შესვლა უბრძანა.

image

"თუ მის მოთხოვნას არ დავემორჩილებოდი, მე ვერ გავხდებოდი კორეის მუშათა პარტიის წევრი, - თქვა მან და განმარტა -თუ პარტიაში გაწევრიანების გარეშე დავბრუნდები საზოგადოებაში, პრობლემურ პიროვნებად აღმიქვამდნენ და მთელი ცხოვრება სტიგმატიზებული ვიქნებოდი..ეს ნიშნავს, რომ ვერ შეძლებდი კარგი სამუშაოს შოვნას და შემექმნებოდა პრობლემა, როდესაც გათხოვებას დავაპირებდი.რა უნდა მექნა?"

"ბოლობოლო, მან ჩემზე სექსუალურად იძალადა".

ჯენიფერის რაციონი დღეში სამი-ოთხი სუფრის კოვზი სიმინდი იყო, გოგონა იმდენად გამოფიტული იყო, რომ მენსტრუაცია მხოლოდ ოთხ/ექვს თვეში ერთხელ მოდიოდა. მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა ორსულობას.


image

"გარკვეული პერიოდის შემდეგ სხეულში უცნაური ცვლილებები ვიგრძენი, ”- თქვა მან. „ამიტომ პოლიტიკურ მრჩეველს ვუთხარი ჩემი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. "

რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა: საღამოს 10 საათზე წადი სამხედრო სამედიცინო კაბინეტში.

"მივედი სამხედრო სამედიცინო განყოფილებაში, როგორც მან მითხრა... უკვე სამხედრო ქირურგი მელოდებოდა. მან აბორტი გამიკეთა ანესთეზიის გარეშე. ”

ჯენიფერი სიტყვებს ვერ პოულობს, რომ განცდილი ტკივილი აღწეროს.

- დღესაც მაწუხებს, - განაგრძო მან პაუზის შემდეგ. -ამ გამოცდილების გამო არა მხოლოდ გონებრივად მიჭირს, არამედ შვილების გაჩენაც არ შემიძლია.

"ასე რომ, ახლაც ძნელია ჩემთვის გათხოვება. სირცხვილი, რომელიც მაშინ ვიგრძენი, ისევ მაწუხებს და კვლავ გრძელდება”.

image

ყოფილმა ჯარისკაცმა თავისი განსაცდელის შესახებ ისაუბრა ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებათა კომიტეტთან (HRNK) ინტერვიუში. მან ასევე აღწერა, თუ როგორ იყენებდა მხოლოდ ოთხ ჰიგიენურ საფენს რამდენიმე წლიანი სამხედრო სამსახურის განმავლობაში.

ჰიგიენური საფენების ნაცვლად, მას და მის ამხანაგებს აძლევდნენ მარლას, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ჭრილობების შესახვევად..რეცხავდნენ და ხელახლა იყენებდნენ.

”იყო შემთხვევები, როდესაც ვიღებდი ნახმარ მარლას, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებული უფროსი ოფიცრების მიერ იყო დატოვებული, ” - თქვა მან. მაშინაც კი, როდესაც ეს არ იყო ხელმისაწვდომი, ისინი მიმართავდნენ ფეხის სახვევებს, რომლებსაც ჯარისკაცები წინდების ნაცვლად ატარებდნენ ჩექმებში.

"სქელი და უხეში ქსოვილი იწვევდა გაღიზიანებას, რაც თავის მხრივ აღიზიანებდა კანს და იწვევდა უფრო მეტ შეშუპებას. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ტკივილი იმდენად მწარე იყო, რომ ვტიროდი“. ფეხის სახვევები ასევე უნდა გაერეცხა და ხელახლა გამოეყენებინა, მაგრამ ბოლომდე არ შრებოდა ნესტიან ყაზარმებში.

სასჯელი გროტესკული იყო და მთელ ჯგუფს ეხებოდა, თუნდაც მხოლოდ ერთსაც რომ ჩაედინა არასწორი საქციელი.

ჯენიფერმა, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, თქვა, რომ მას ჯერ კიდევ დასდევს კოშმარები იმ ტანჯვის გამო, როდესაც რკინის ძელიდან გაყინული ხელები გაუშვა და ხორცი აეგლიჯა.

”ამაზე ფიქრის დროსაც კი ტკივილს განვიცდი, ” - ამბობს ის, ხოლო შიმშილი ყოველთვის თან დასდევდა.

"სიმინდის ყოველ მარცვალს ვითვლიდი ჭამის დროს, რათა უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო", - თქვა ჯენიფერმა.

ბევრი გადარჩენის მიზნით ქურდობას მიმართავდა.

ერთ დღეს ჯენიფერმა და მისი ამხანაგმა - ორივემ ძალზე მშიერმა ძილის წინ სიმინდის ყანიდან სიმინდი მოიპარეს, რომელსაც მცველები ყარაულობდნენ:

„უკან გზაზე ჩამოვსხედით და უმ სიმინდს ვჭამდით. ახლა ჩემს ირგვლივ ბევრი გემრიელი საჭმელია, მაგრამ არაფერი შეედრება იმ უმ სიმინდის, რაც მაშინ მქონდა. ეს იყო ყველაზე ტკბილი და გემრიელი საჭმელი, რაც კი ოდესმე მიჭამია ჩემს ცხოვრებაში."



image

გრეგ სკარლატოიუ, HRNK-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ ქალებზე ძალადობა ჩრდილოეთ კორეაში მწვერვალამდეა მისული.

„ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაც ქალებს სასტიკად ეპყრობიან არასრულფასოვანი კვების, სასტიკი დასჯის, სექსუალური შევიწროების და სექსუალური ძალადობის სახით"

„მათი ტრაგიკული მდგომარეობა განასახიერებს 73 წლის წინ ჩამოყალიბებული რეჟიმის კრიმინალურ ტრაექტორიას. სავარაუდოდ, უნდა შექმნილიყო სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოება.დღეს ეს რეჟიმი მხოლოდ საკუთარი თავის შენარჩუნებაზე ზრუნავს. ის ძალადობს და იყენებს ჩრდილოეთ კორეელ ხალხს საკუთარი გადარჩენის უზრუნველსაყოფად."

„რეჟიმის მიერ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ერის ქალიშვილების მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფა ასახავს პარტიის და მთელი უმაღლესი ხელმძღვანელობის ღრმა და განუკურნებელ გარყვნილებას და კორუფციას, უმაღლესი სარდლობის ჩათვლით“.

სამხედრო სამსახური სავალდებულოა ყველა ჩრდილოეთ კორეელი ქალისთვის 2015 წლიდან მოყოლებული და ყველა ქალმა საშუალო სკოლიდან 23 წლამდე უნდა იმსახუროს.


0
1203
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0