x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დაგვიანებული ტოლერანტობა - შოტლანდიაში შუა საუკუნეებში ჯადოქრობისთვის სიკვდილით დასჯილ ქალებს შეიწყალებენ
image

შოტლანიაში XVI–XVIII საუკუნეებში ჯადოქრობის ბრალდებით 4000-ზე მეტი ქალი სიკვდილით დასაჯეს


შოტლანდიის პარლამენტის წევრები უჩვეულო ინიციატივით გამოვიდნენ - ისინი აპირებენ შეიწყალონ ქალები, რომელებიც სიკვდილით დასაჯეს შუა საუკუნეებში ჯადოქრობისთვის.


კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში მთავრობას მოუწევს ძეგლის დადგმა „ეკლესიური რეპრესიების“ მსხვერპლთათვის და ბოდიშის მოხდა მსხვერპლის ახლობლებისთვის, იუწყება The Times.



image

შუა საუკუნეებში შოტლანდიაში, ჯადოქრობისთის და ეშმაკთან კავშირის ბრალდებით, დაახლოებით 4 ათასი ქალი სიკვდილით დასაჯეს, მათი უმეტესობა კოცონზე დაწვეს. ბოლო სასიკვდილო განაჩენი "კუდიანებისთვის" შოტლანდიაში 1727 წელს აღსრულდა (სხვა წყაროების მიხედვით - 1722 წელს).

ხანში შესულ ქალს, სახელად ჯანეტ ჰორნს, ჯადოქრობასა და ეშმაკთან ხორციელ სიამოვნებაში ადანაშაულებდნენ.

უფრო მეტიც, მოსამართლეების მტკიცებით, ჯადოქარი თავის ქალიშვილზე შემჯდარი წავიდა ეშმაკთან პაემანზე, რომელსაც მკლავების და ფეხების გამოხატული დეფორმაცია ჰქონდა.მოსამართლეების აზრით, ფაქტობრივად, ეს იყო დანაშაულის დამადასტურებელი საბუთი. ორივე ქალი დამნაშავედ ცნეს და კოცონზე დაწვა მიუსაჯეს.

ქალიშვილმა როგორღაც მოახერხა ციხიდან გაქცევა, მაგრამ დედას ბოლომდე მოუწია საშინელი ტანჯვის გავლა - ჯერ გააშიშვლეს, შემდეგ ფისი წაუსვეს და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაწვეს.

ამავდროულად, ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ სახელი ჯანეტ ჰორნი გამოიყენებოდა შოტლანდიის ჩრდილოეთით, როგორც ყველა ჯადოქრის კრებსითი სახელი და ალბათ არავინ იცის შოტლანდიის ინკვიზიციის ბოლო მსხვერპლის ნამდვილი სახელი. ჰორნის სიკვდილით დასჯიდან რამდენიმე წლის შემდეგ, შოტლანდიაში ჯადოქრებზე ნადირობა ოფიციალურად შეწყდა.

0
76
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0