სიახლეები
საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა
2021, 20 დეკემბერი, 17:18
საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა.
SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში, საერთაშორისო ანგარიშგება ჯანმო-ში მოხდა 24 ნოემბერს, ხოლო 26 ნოემბერს მიენიჭა ვარიანტს შეშფოთების სტატუსი (VOC) და დაერქვა ომიკრონი . შტამის გამოვლენას დაემთხვა ახალი შემთხვევების მატება ქვეყანაში.
ახალი შტამი აღმოჩენილია ჯანმო-ს 6 რეგიონში. 19 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 90-ზე მეტ ქვეყანაშია აღრიცხული და უმეტეს მათგანში დაწყებულია შიდა გავრცელება.
დღეს ომ8იკრონის ორი შემთხვევა დადასტურდა საქართველოშიც.