მუსიკა გარდაიცვალა ჯგუფ "სმოკის" უცვლელი წევრი ტერი ატლი 2021, 19 დეკემბერი, 9:56
გარდაიცვალა ლეგენდარული როკ-ჯგუფის "სმოკის" ბასისტი და მომღერალი ტერი ატლი, რომელიც ჯგუფის ერთადერთი ორიგინალი წევრი იყო დარჩენილი.მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ "სმოკის" ფეისბუქგვერდი იუწყება: "ტერენს დევიდ ატლი 1951 წლის 9 ივნისი - 2021 წლის 16 დეკემბერი. ძალიან დამძიმებული გულით და ცრემლიანი თვალებით, ვიუწყებით, რომ ჩვენი საყვარელი მეგობარი და ჯგუფის წევრი ტერი გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ. სტივი, მარტინი, მიკი და პიტი განადგურებულნი და ღრმად დამწუხრებულნი არიან მისი უეცარი და მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ტერი იყო ძვირფასი მეგობარი, მოსიყვარულე მამა, კარგი ადამიანი და მუსიკოსი. ჩვენ ყველას ძალიან გაგვიმართლა, რომ ამხელა ცხოვრება და სცენა გავიზიარეთ მასთან ერთად. მშვიდობა და სიყვარული ყველას, ვინც იცნობდა ტერი და მათ, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა. ჩვენ ის ძალიან მოგვენატრება. მენეჯმენტი სთხოვს ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს მთელს მსოფლიოში, პატივი სცენ ოჯახის და ჯგუფის წევრების კონფიდენციალურობას ამ დროს." ტერი ატლი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ბედფორდში, სწორედ ამ ქალაქიდან არის ჯგუფი "სმოკი", 11 წლის ასაკიდან დაიწყო გიტარაზე დაკვრა, ატლი მამამისივით ტიპოგრაფი უნდა გამხდარიყო, მაგრამ კონკურენტებთან დამარცხდა და ამის შემდეგ, 1965 წელს კათოლიკურ გიმნაზიაში შეუერთდა სკოლის მეგობრებს, კრის ნორმანს და ალან სილსონს, თავიდან ჯგუფს ერქვა The Elizabethans, შემდეგ Smokey და ბოლოს Smokie. ჯგუფმა Smokie-იმ არაერთხელ შეიცვალა შემადგენლობა, ერთადერთი უცვლელი წევრი დარჩა აწ გარდაცვლილი ტერი ატლი.ბრიტანული პოპ-როკ-ჯგუფი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 70-იანი წლების მეორე ნახევარში, სწორედ ამ პერიოდში იქმნება ისეთი ჰიტები როგორიცაა "Living Next Door to Alice", "I'll Meet You at Midnight, «Needles and Pins"«Oh Carol"«Mexican Girl», "Stranger", "What Can I Do" და სხვა.მარტო 1970-იან წლებში "სმოკის" 11 სინგლი მოხვდა ევროპული ქვეყნების ტოპ-20-ში და 5 ალბომი. 250 3-ს მოსწონს
|