x
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი შესაძლოა, ისევ დაშორდნენ - რა გააფუჭა ბენმა
image
ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანი, უფრო სწორად, მათი ლავ-სთორის მეორე რაუნდი ამ დრომდე ბედნიერი ჩანდა. თუმცა დაუფიქრებელმა ინტერვიუმ, რომელიც ბენმა ამ დღეებში მისცა, ყველაფერი გააფუჭა. ამის შესახებ გამოცემა page, six წერს.


ჰოვარდ სტერნის ტელეშოუში ბენმა ყოფილი მეუღლე, ჯენიფერ გარნერი და მისი სამი შვილის დედა საკუთარ ალკოჰოლიზმში დაადანაშაულა. „იმიტომ დავიწყე დალევა, რომ ამ ქორწინებაში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ხაფანგში. არ შემეძლო ბავშვების დატოვება და ძალიან უბედური ვიყავი“, თქვა აფლეკმა და დასძინა, რომ ქორწინებაში რომ დარჩენილიყო, ლოთობას ვერ შეწყვეტდა.


ამ ინტერვიუს ეთერში გასვლამ ყველა გააწბილა - როგორც ბენის ფანები, ისევე ლოპესი. თავის დროზე მედია წერდა, რომ გარნერი მხარში ედგა ქმარს ალკოჰოლიზმთან ბრძოლისას. ფანები იმანაც გააკვირვა, რომ ბენი ასე საკუთარი შვილების დედაზე საუბრობდა და შვილები ამ ინტერვიუს, სავარაუდოდ, მოისმენდნენ.


ჯენიფერ ლოპესი კი თავის მხრივ, იმან განარისხა, რომ ბენი მის ჩათრევას სკანდალში ცდილობდა. ამ ინტერვიუს შემდეგ ბევრი ჩათვლიდა, რომ სწორედ ჯენიფერმა განაწყო ბენი ყოფილი ცოლის წინააღმდეგ. არადა, ჯენიფერმა მცდელობა არ დააკლო, რომ ბენის ბავშვებთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა - ატარებდა გასართობ პარკებში, გააცნო საკუთარი შვილები, ჩუქნიდა ძვირადღირებულ საჩუქრებს. ბენმა კი ეს ყველაფერი წყალში ჩაუყარა.



გუშინ ბენმა ახალი ინტერვიუ მისცა ტელეწამყვან ჯიმ კიმელს, სადაც განაცხადა, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს. მისი თქმით, ის პატივს სცემს გარნერს და არ უნდოდა მისი წყენინება.


ამ ყველაფერს კიდევ ერთი უსიამოვნება დაემატა - ამ დღეებში აფლეკის ყოფილმა საყვარელმა განაცხადა, რომ ბენი მასთან ლოგინში ლოპესის „სხეულის ფორმებს განიხილავდა“, რომელიც მომღერალს მასთან პირველი რომანის დროს ჰქონდა. ლოპესი ამ ფაქტმაც გაანაწყენა და ახლა ფანები მარჩიელობენ, გაუძლებს თუ არა მათი რომანი ამდენ „ქარტეხილებს“.

0
241
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0