x
image
მატასი
იყავი ძლიერი!
image


















იყავი ძლიერი - მაშინაც კი, როდესაც ხვდები რომ არაფერი გამოგდის.

იყავი ძლიერი - რადგან თუ შენ არ იქნები, სხვა ვერავინ იქნება შენს მაგივრად.


იყავი ძლიერი - მაშინაც კი, როდესაც ვერ ამტკიცებ შენს სიმართლეს, მოსაუბრე კი უტიფრად იტყუება.

იყავი ძლიერი - იმისთვის, რომ დღევანდელ სამყაროში არ იყო შეუმჩნეველი.

იყავი ძლიერი - რომ არ გიბიძგოს ფიქრებმა სიცუდისკენ.

იყავი ძლიერი - რომ ახალმა დაბრკოლებამ სიცოცხლის სურვილი არ ჩაგიხშოს.

იყავი ძლიერი - რომ მიაღწიო წარმატებას და შენი ადგილი დაიმკვიდრო დედამიწაზე.

იყავი ძლიერი - ბედნიერებისათვის.

იყავი ძლიერი - იმიტომ რომ ცრემლების ღვრა არაფერს არ მოგცემს.

იყავი ძლიერი - რომ დაგაფასონ! გაღიარონ და მიხვდნენ, რომ შენ ხარ პიროვნება. ''ადამიანი'' და არა ცხოველზე ოდნავ განვითარებული არსება.


1
132
3-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
132
  
0 1 1