x
image
Teklamaisuraze
როგორია საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიუცია (აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი )

აშშ

როგორია ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია . აშშ -ს კონსტიტუცია შედგება პრეაბულის, 7 მუხლისა და 27 დამატებისაგან .

პრეამბულის უპირველესი სიტყვებია : “ ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი " განსაზღვრავს ხალხის ერთიანობას .

კონსტიტუციის აგებულია რესპუბლიკანიზმის, ხელისუფლების დანაწილების და ფედერალიზმის პრინციპებზე . რესპუბლიკანიზმი ნიშნავს, რომ ქვეყნის მმართველობა აგებულია წარმომადგენლობით დემოკრატიაზე . კონსტიტუციამ საერთო სახელმწიფოებრივ დონეზე უშუალო დემოკრატიის ერთი ფორმა - არჩევნები გაითვალისწინა: აშშ ს ელექტორატს უფლება აქვს თავისი საარჩევნო ნება გამოიყენოს, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ყველგან შტატების და ადგილობრივ დონეზე არჩევნებთან ერთად გვხვდება მათ მიერ დამკვიდრებული უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებიც, როგორიცაა მაგ. სახალხო საკანონმდებლო ინიციატივა - 21 შტატში, დეპუტატის გამოწვევა წარმომადგენლობით ორგანოდან - 15 შტატში, ყველაზე ხშირად კი რეფერენდუმი - 37 შტატში .

image

ხელისუფლების დანაწილების პრინციპის არსი იმაში გამოიხატება, რომ უზრუნველყოს ხელისუფლების სამივე შტოს შორის თანასწორობა, და არ დაუშვას ერთი ხელისუფლების შტოს მეორეზე დომინირება .

ამერიკის კონსტიტუცია ე.წ. “ურთიერთკავშირებისა და ურთიერთგაწონასწორების " სისტემაზე დაყრდნობით, პრაქტიკულად აღწევს მათ ურთიერთდაქვემდებარებას . კონგრესი მიღებული კანონებით “იქვემდებარებს " პრეზიდენტს და უზენაეს სასამართლოს, უფლება აქვს გამოიტანოს იმპიჩმენტის გადაწყვეტილება . პრეზიდენტი “იქვემდებარებს " კონგრესს ვეტოს უფლებით, უზენაეს სასამართლოს კი - მისი წევრების დანიშვნით . უზენაესი სასამართლო “ იქვემდებარებს " კონგრესსა და პრეზიდენტს უფლებით, გამოაცხადოს მათი აქტები არაკონსტიტუციურად . მოკლედ ასე შეიძლება წარმოჩინდეს “ ურთიერთკავშირებისა და ურთიერთგაწონასწორების " პრინციპული ელემენტი, რომელთა საფუძველზე აშშ-ის მთელი სახელმწიფო მექანიზმი ეფექტურად და შეთანხმებულად მუშაობს.

image

აშშ - ს კონსტიტუცია მსოფლიოში პირველი ერთიანი დაწერილი პირველი

კანონია. კონსტიტუციის თვალსაზრისით ლაკონური და იურიდიული თვალსაზრისით, სიტყვაძუნწია. მასში არ იქნა გათვალისწინებული სახელმწიფო სისტემის ფუნქცუიონირების პროცესში ჩართული ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა პოლიტიკური პარტიები, პრეზიდენტის კაბინეტი და სხვა ასეთი საკითხები. იმის გამო, რომ აშშ -ს კონსტიტუცია “მყარ" კონსტიტუციებს მიეკუთვნება, ის არის ყველაზე “ ხელშეუხებელი" . დროთა განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებს, ავსებენ კონგრესის კანონები და პრეზიდენტის აქტები, სასამართლო პრეცედენტები და კონსტიტუციური ადათები . რაც შეეხება კონსტიტუციურ შესწორებებს, სწორედ ეს სტატისტიკაა კონსტიტუციის სამყაროს ხარისხის განმსაზღვრელი . მისი მიღებიდან ორი საუკუნის მანძილზე შემოტანილ იქნა 5 000 შესწორება, მაგრამ აქედან მხოლოდ 33 მა მიიღო კონგრესში ხმების აუცილებელი 2/3 და გადატანილი იქნა სარატიფიკაციოდ, რომელთაგან მხოლოოდ 27 დამტკიცდა .

image

საქმე ის არის რომ, რატიფიკაციის სტადია აფერხებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, ისინი შესაძლოა საუკუნეების განმავლობაში იხილებოდეს შტატების საკანონმდებლო კრებების მიერ .

მაგალითად, მასაჩუსეტსის, ჯორჯიისა და კონექტიკუტის შტატებმა უფლებათა ბილი 150 წლის თავზე დაამტკიცეს. ასეთი პრეცენდენტების გამო 1917 წლიდან კონგრესმა რეტიფიცირების პერიოდი შემოსაზღვრა და დაადგინა : თუ ამ დროის განმავლობაში შტატები არ მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, შესწორება ამოღებული იქნება დღის წესრიგიდან .

კონსტიტუციის მიღების შემდეგ პირველი 10 შესწორება, რომელიც ცნობილის “უფლებათა ბილის" სახელწოდებით, მიღებულ იქნა კონსტიტუციის ძალაში შესვლის პირველივე წელს 1789 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1791 წელს . აღსანიშნავია 1865-68-70 წლებში მიღებული 3 “ომისშემდგომი " დამატება, რომელიც კრძალავს მონობას, სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების ხელყოფას სატანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე, აწესებს მოქალაქეთა ეროვნულ და რასობრივ თანასწორობას, განსაზღვრავს სახელმწიფო ვალების სამართლებრივ მდგომარეობას, საარჩევნო უფლების განხორციელებაში მოქალაქეთა თანასწორობას.

გერმანია

(კონსტიტუცია)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც 1949 წლის 23 მაისს იქნა მიღებული, 1991 წლიდან 3 ოქტომბრიდან, როდესაც განხორციელდა გერმანიის გაერთიანება, უკვე მთელი გერმანიის ძირითად კანონად იქცა, მის 23-ე მუხლში სათანადო ცვლილებებით . აღნიშნული მუხლი - იმხანად მოქმედი რედაქციით - ადგენდა, რომ გერმანიის სხვა ნაწილებში კონსტიტუცია ძალაში შევიდოდა მათი შემოერთების შემდეგ ასეც მოხდა .

I . გერმანიის კონსტიტუციია პირველი განყოფილება “ძირითადი უფლებები " ადამიანის ღირსების განმსაზღვრელ და მარეგულირებელ ნორმათა სისტემას წარმოადგენს .


“ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია . მისი პატივისცემა და დაცვა ყველა სახელმწიფო ხელისუფლების მოვალეობაა." - ასეთია პირველი განყოფილების ამმოსავალი დებულება, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უთუო პრიორიტეტის პრინციპს გამოხატავს . სახელმწიფო ადამიანისთვის და არა პირიქით - ასეთია მისი დედაასრი, რომელიც მთელ კონსტიტუციას გასდევს .

II. განყოფილება - “ ფედერაცია და მიწები " .გერმანიის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებს განიხილავს . როგორიცაა ფედერაციის ტერიტორიის ახლებურად მოწყობა, კომპეტენციის განაწილება ფედერაციასა და მიწებს შორის, კომუნალური თვითმმართველობის უზრუნველყოფა და კიდევ სხვა მრავალი, რომელიც ცენტრისა და ფედერაციის სუბიექტების ურთიერთობას აწესრიგებს .

III . განყოფილება - “ბუნდასტაგი ", პირველ რიგში ამკვიდრებს ქვეყნის საარჩევნო სამართლის ძირითად პრინციპებს და აქედან გამომდინარე, ქვეყნი საკანონმდებლო ორგანოს ფორმირების წესს, განიხილავს მის სტრუქტურას და საქმიანობის თავისებურებას . განსაზღვრავს დეპუტატის უფლებამოსილებებს .


ბუნდესტაგი


IV . განყოფილება - “ბუნდესრატი " მის ფუნქციებს, შემადგენლობასა და საქმიანობის საკითხებს განიხილავს . ფედერაციასა და მიწებს შორის სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილება ითვალისწინებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გამიჯვნას . მიწების აღმასრულებელ ხელისუფლებას ბუნდესრატის სახით ფედერალურ დონეზე სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისათვის თავისი პირდაპირი წარმომადგენლობის ორგანო გააჩნია. რომელიც ბუნდესტაგთან ერთად ჩართულია საკანონმდებლო პროცესებში .

ამ თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით გაჩნდა დამატებით IV ა განყოფილება - “ გაერთიანებული კომიტეტი ", რომელიც ბუნდესტაგისა და ბუნდესრატის სათანამშრომლო სტრუქტურას ამკვიდრებს და მისი საქმიანობის წესებს განსაზღვრავს.

V . განყოფილება “ფედერალური პრეზიდენტი "სახელმწიფო მეთაურის არჩევის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის და პასუხისმგებლობის საკითხებთან ერთად განიხილავს მისი უშუალო უფლებამოსილებათა ძირითად წრეს.


image


VI განყოფილებაში - “ფედერალური მთავრობა " ჩამოყალიბებულია ქვეყნის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებები, ფედერალური კანცლერის არჩევისა და ფედერალური მინისტრების დანიშვნა - გათავისუფლების წესები, მთავრობასა და ბუნდესტაგს შორის ნდობა- უნდობლობის ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და გადაწყვეტის მექანიზმები.

კონსტიტუციის VII განყოფილებაში “ფედერაციის კანონმდებლობა " . აქ რეგულირდება საკანონმდებლო საქმიანობის პროცედურული საკითხები . გერმანიის კონსტიტუციაში ფაქტობრივად არ არის არცერთი განყოფილება, რომელიც არ იყენებდეს ფედერალიზმის პრინციპებს შესაბამისი ნაწილის ძირითად პრობლემატიკასთან მიმართებაში .

VIII განყოფილება - “ ფედერალური კანონების შესრულება და ფედერალური ადმინისტრაცია " ფედერაციის კონსტიტუციური მართვის სწორედ ისეთ პრობლემებს წყვეტს, როგორიცაა ფედერაციის დავალების შესრულება, უშუალო ფედერალური მართვა. ბუნდესვერის მართვა. დამატებითი ორგანოების საქმიანობის საფუძველზე VIII განყოფილება ასევე განსაზღვრავს “საზოგადოებრივად სასარგებლო ამოცანებს ".

IX განყოფილება განიხილავს ქვეყნის “მართლმსაჯულების განხორციელების " ფუძემდებლური საკითხები, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი მდგომარეობების განმაპირობებელი ნორმები., წარმოდგენილია სასამართლო ორგანიზაციის საკითხები და სტრუქტურა, განსაზღვრულია ფედერალური კონსტიტუციური სასამართლოს კომპეტენცია და შემადგენლობა .

X განყოფილება-“ფინანსები" საბიუჯეტო მეურნეობას აწესრიგებს მთლიანად ქვეყნის და ფედერაციის სუბიექტების ფარგლებში . ყველაზე სერიოზული ბოლოდროინდელი შევსება არის ახალი X ა განყოფილება რომელიც დეტალურად არეგულირბს ხელისუფების შტოთა ურთიერთქმედებას. განსაზღვრავს მათ სამართლებრივ მდგომარეობას საგანგებო რეჟიმის პირობებში.

XI განყოფილება “ გარდამავალი და დასკვნითი დებულებები" ერთი ყველაზე მთავარი ნაწილი იყო კონსტიტუციის მიღების მომენტისათვის, მის სრულ ამოქმედებამდე, იმ საკითხების მრავალფეროვნებითა და მნიშვნელობით .



დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის კონსტიტუცია მეტად საინტერესო ფენომენია, რაც შედეგია იმ რეალობისა, რომელი სახელმწიფოს განვითარებისას ხდებოდა . დიდი ბრიტანეთი განეკუთვნება იმ სხელმწიფოთა რიცხვს, რომლებიც ე.წ. “დაუწერელ კონსტიტუციის " მიხედვით ცხოვრობენ. ეს ტერმინი პირობითია და იგულისხმება, რომ ერთიან აქტად არასოდეს დაწერილა . ამაზე ინგლისელი სახელმწიფოთმცოდნე ა.ჯენინგსი ამბობდა, რომ ბრიტანეთის კონსტიტუციის უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ იგი არ მიღებულა, არამედ გაიზარდა და ჩამოყალიბდა.

კონსტიტუციური წყაროს ცნება თავის მხრივ პრობლემატურია, ვინაიდან კანონმდებლობაში არ არის დადგენილი კრიტერიუმები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ამა თუ იმ წყაროს კონსტიტუციურად ცნობა . კონსტიტუციური წყაროების მთლიანი კომპლექტი პირობითად 4 ჯგუფად იყოფა: სტატუტები, სასამართლო პრეზენდენტები, კონსტიტუციური შეთანხმებები და დოქტრინალური წყაროები .

სტატუტებში იგულისხმება პარლამენტის მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად მიღებული და მონარქის მიერ დამტკიცებული წერილობითი აქტები- კანონები. ასეთი აქტები საკმაოდ მრავალრიცხოვანია. მაგრამ ყველა მათგანი არ წარმოადგენს კონსტიტუციის ნაწილს.

ასეთად მხოლოდ ის აქტები მიიჩნევა, რომლებიც მიღებულია კონსტიტუციური სამართლის დარგში. დიდ ბრიტანეთში კონსტიტუციურ აქტებად არის მიჩნეული

1701 წელს მიღებული აქტი “სამეფო ტახტის მემკვიდრეობის შესახებ" ;

1706 წელს მიღებული აქტი “ შოტლანდიასთან შეერთების შესახებ" ;

1911 და 1949 წლებში მიღებული აქტები “ პარლამენტის შესახებ " ;

1963 წელს მიღებული აქტი “პერების შესახებ" ;

1975 წელს მიღებული აქტი აქტი “ გვირგვინის მინისტრების შესახებ" ;

1978 წელს მიღებული აქტი “ტემთა პალატის შესახებ " ;

1981 წელს მიღებული აქტი “ მოქალაქეობის შესახებ " ;

1983 წელს მიღებული აქტი “სახალხო წარმომადგენლობის შესახებ " ;

1986 წელს მიღებული აქტი “საარჩევნო ოლქის შასახებ "

1972, 1985 და 1994 წლებში მიღებული აქტები “ადგილობრივი მმართველობის შესახებ"

ონსტიტუციური სიმბოლოს ნაწილს წარმოადგენს 1215 წელს მიღებული “თავისუფლების დიდი ქარტია "


image


1679 წელს მიღებული “ჰაბეას კორპუს აქტი" და 1689 წელს მიღებული იქნა “ ბილი უფლებათა შესახებ " . ისინი სიმბოლურ ნაწილად იმიტომ ითვლება, რომ მათში გათვალისწინებულმა უფლებების ნაწილმა ასახვა ჰპოვა შემდგომ მიღებულ დოკუმენტებში, ხოლო ნაწილი კი შეცვლილი იქნა სხვა უფრო ახალი აქტებით. სწორედ იმის გათვალისწინებით რომ ამ აქტებმა დიდი როლი შეასრულეს ინგლისის სახელმწიფო ისტორიაში ისინი ერთობლიობაში “ინგლისის კონსტიტუციის ბიბლიად" იწოდება.


image

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის სასამართლოებს გააჩნიათ საკანონმდებლო აქტების საკანონმდებლო აქტების განმარტების უფლება, რაც ხშირად თავისუფალი ინტერპერტირების ფორმით ფორმით ფორმით ხორციელდება. ეს მაშინ ხდება როდესაც საკანონმდებლო აქტი ბუნდოვნად არის ფორმულირებული და არ იძლევა საშუალებას ზუსტად იქნეს გაგებული, თუმცა ინტერპრეტირება სულაც არ ნიშნავს სასამართლოთა თვითნებობას.

კონსტიტუციური შეთანხმება დიდ ბრიტანეთში განიხილება კონსტიტუციის შემადგენელ ნაწილად. კონსტიტუციური შეთანხმებები წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთის “ დაუწერელი კონსტიტუციის " სპეციფიურ შემადგენელ ნაწილს და არა მათ გარეშე თითქმის წარმოუდგენელია სახელმწიფოს მართვა. კონსტიტუციური შეთანხმებები გამოხატავენ მოქმედი კონსტიტუციური სისტემის რეალურ შინაარსს.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ავსებენ იმ სურათს, რომელსაც წარმოგვიდგენენ პარლამენტის სტატუტები და საერთო სამართლის ნორმები. კონსტიტუციური შეთანხმებებისაგან წესრიგდება სახელმწიფო-სამართლებრივი ინსტიტუტები, როგორიცაა მონარქის სამართლებრივი სტატუსი, მთავრობის ფორმირების წესი, კაბინეტის სამართლებრივი მდგომარეობა, მინისტრის დანიშვნა, მათი კოლექტიური და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის წესი, პარლამენტის დათხოვნის წესი და სხვ.

როგორც ვხედავთ დიდი ბრიტანეთის დაუწერელი კონსტიტუციის რომ ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ მასში გაერთიანებული წყაროების სიმრავლე მოკლებულია სისტემატიზაციას, მაგრამ ამ ხარვეზს მნიშვნელოვნად აგვარებს ორგანიზებული რეალობა. მაგრამ ეს ნაკლი არ ნიშნავს ქაოსს, დიდი ბრიტანეთი მაგალითია იმისა ასეთ პირობებში როგორ შეიძლება არსებობდეს სამართლებრივად სანიმუშო ქვეყანა .


ანტიკური ფილოსოფოსების პოლიტიკური შეხედულებები, საბერძნეთი


image


ძველი რომის სამართლებრივ- პოლიტიკური შეხედულებები



image

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0