მსოფლიო ომი იწყება, რა გახდა მიზეზი პირველი მსოფლიო ომის დასაწყებად 2019, 11 თებერვალი, 11:30 მკვლელობა სარაევოში, ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა, სწრაფად გამოიძიეს და აღმოაჩინეს, რომ გავრილო პრინციპი“ შავი ხელის " წევრი იყო. მათ იცოდნენ რომ “ შავ ხელს " ფარული კავშირი ჰქონდა სერბეთის არმიასთან. ამიტომ მიიჩნიეს რომ ავსტრია - უნგრეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის მკვლელობა სერბეთის საიდუმლო სამსახურის დაგეგმილი იყო.
![]() ![]() გერმანიის კაიზერმა ვილჰელმ მეორემ პირობა დადო, რომ დაპირისპირებაში ავსტრია-უნგრეთს დაეხმარებოდა. მაგრამ იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელ მესამემ უარი განაცხადა სამხედრო მოკავშირეობაზე. მან თქვა, რომ ავსტრიას იმ შემთხვევაში დაეხმარებოდა, თუ სერბეთი მას პირველი დაესხმოდა თავს. სერბეთმა მიმართა მოკავშირე რუსეთს მეფე ნიკოლოზ მეორემ კი წერილი მისწერა, გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ მეორეს, ავსტრია-სერბეთის საკითხი ჰააგის კონფერენციაზე განხილულიყო . ვილჰელმ მეორემ არ უპასუხა. შემდეგ ნიკოლოზ მეორემ ბრძანა, რუსეთის ჯარების ნაწილი ავსტრიის საზღვრებთან გადაესროლათ. ამით ავსტრიის შეშინებას ლამობდა. რუსეთმა მოკავშირე საფრანგეთს სთხოვა დახმარება. საფრანგეთმა განაცხადა, რომ ბრძოლაში იმ შემთხვევაში ჩაერთვებოდა, თუკი რუსეთს დაესხმებოდნენ თავს. ![]() ![]() ომი 1914 წლის 28 ივლისს, დღის 15:00 საათზე დაიწყო 75 შეფასება არ არის
|