x
image
hamunaptra1990
სექსუალური სკანდალი ბრიტნი სპირსის მონაწილეობით დასრულდა

imageრამდენიმე დღის წინ ბრიტნი სპირსმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, თავის ყოფილ პირად მცველთან, რომელიც ბრიტნის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.


ბედნიერმა პატარძალმა, ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე, გადაწყვიტა მოეგვარებინა სასამართლოში ეს ორი წლის წინ დაწყებული დავა თავის დაცვასთან, რომელიც მას სასამართლოში უჩიოდა.


როგორც მცველი ამტკიცებდა, ბრიტნი რეგულარულად დემონსტრირებას უკეთებდა თავის სხეულს დაცვის წინაშე და ნახევრად შიშველი დადიოდა. გარდა ამისა დაცვამ თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ ბრიტნი საშინლად ექცეოდა თავის შვილებს და სასტიკი დედა იყო. ამ ორი წლის განმავლობაში სპირსის ადვოკატებმა ვერ შეძლეს თავისი კლიენტის გამართლება და ამიტომ მხარეთა შეუთანხმებლობის გამო ეს საქმე დაიხურა. ალბათ ბრიტნის სცხვენია თავისი წარსულის გამო, როცა იგი დეპრესიაში იყო და ყველანაირ სამარცხვინო საქციელს სჩადიოდა, ან კიდევ არ სურს რომ ძველი პრობლემები ახალ ცხოვრებაში გადაყვეს და ამიტომ მომღერალმა ხელი მოაწერა შეთანხმებას თავის ყოფილ მცველთან. ასევე აღსანიშნავია ყოფილი დაცვის, ჰაიდი კლუმის, პრინციპულობა, რომელმაც უარი თქვა იმ შესაძლებლობაზე, რომ უფრო დაეძაბა სიტუაცია და შემდეგ მილიონები ეშოვა თავისი მემუარებით. მცველი შეთანხმებაზე რომ არ წასულიყო შესაძლოა ბრიტნის ქორწილის თარიღიც გადაწეულიყო.

imageსურათზე ბრიტნის ყოფილი მცველია და მისი მეუღლე.

1
36
4-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
36
  
2012, 16 სექტემბერი, 13:28
როგორც იქნა გამოსწორდა ეს ქალი:))))))))
0 1 1