სხვა გავრცელებული მითები, რომლებისაც ზოგიერთს ჯიუტად სჯერა 2021, 13 დეკემბერი, 10:00 1. ძველი ბერძნები დასრულებულ ქანდაკებებს თეთრ ფერში არ ტოვებდნენ, სხვადასხვა ფერის საღებავებით ფარავდნენ, თუმცა ამ საღებავებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ. ოქტავიან ავგუსტუსი, რომის იმპერიის დამაარსებელი2. ადამიანის სამყაროს ხუთი ძირითადი გრძნობით აღიქვამს: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოს შეგრძნება და ტაქტილური (შეხებითი) შეგრძნება. მაგრამ გარდა ამისა, არსებობს სხვა შეგრძნებებიც, მაგალითად, წყურვილი, შიმშილი, ტკივილის, წონასწორობის შეგრძნება და სხვ. 3. ნაპოლეონი არ იყო დაბალი. მისი სიმაღლე 170 სმ. იყო, რაც იმ დროისთვის საკმაოდ მაღალს ნიშნავდა. 4. აინშტაინი კარგად სწავლობდა და არ ყოფილა ოროსანი. განსაკუთრებით მათემატიკა უყვარდა. ერთადერთი გამოცდა რომელშიც "ჩაიჭრა", უმაღლეს სასწავლებელში "მისაღები ტესტები" იყო, თუმცა მომავალ წელს წარმატებით გაიარა. 5. აკნე ორგანიზმის გენეტიკური თავისებურებაა. მუწუკები არ არის კავშირში ჰიგიენასთან და დიეტასთან. 6. საეჭვოა ადამიანმა ძილში ობობა ჩაყლაპოს. ეს მწერები მშიშრები არიან, ხოლო ხვრინვა, სუნთქვა და ადამიანის გადატრიალება მათ ძალიან აშინებთ. 7. ნათურის ავტორი თომას ედისონი არ გახლავთ. მისი ავტორობა დააპატენტა ჯოზეფ უილსონ სუონმა 1860 წელს. 8. შამპუნებს არ ძალუძთ აღადგინონ დაზიანებული თმა შიგნიდან, ისინი მხოლოდ გარეგნულად ზემოქმედებენ მასზე, ჭუჭყს აცლიან თავის კანს და თმას. 9. "რკინის ქალი" (შიდა მხარეს განლაგებული ეკლებით) შუასაუკუნეების საწამებელი მოწყობილობა არ არის. XVIII საუკუნეში ის შექმნეს ხალხის დასაშინებლად, რომლის შესახებაც გამოფენებზე წარსულის საშინელებებზე უყვებოდნენ.
10. ჟესტების ენა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. ასე რომ, ის საერთაშორისო ენა არ არის. 11. "ბედნიერების ორცხობილა", რომელსაც ჩინურ კაფეებში არიგებენ, ამ ქვეყანაში არ მოუგონიათ. მათი სამშობლო იაპონიაა. ჩინელები მას იყენებენ, როგორც სუვენირებს უცხოელებისთვის. 12. ჩინეთის დიდი კედელი კოსმოსიდან არ ჩანს. მისი დანახვა მხოლოდ სპეციალური გამადიდებელი მოწყობილობით შეიძლება. 13. არ არსებობს დამადასტურებელი მონაცემები იმისა, რომ ვიკინგები რქებიან შლემებს ატარებდნენ. პირველად ასეთი მუზარადი გამოჩნდა ოპერა "ნიბელუნგების ბეჭედი"-ს თეატრალურ წარმოდგენაზე 1876 წელს. 14. კოლუმბი არ არის ამერიკის კონტინენტის პირველი აღმომჩენი. ამერიკის მიწაზე პირველმა ფეხი დადგა სკანდინავიელმა მეზღვაურმა ლეიფ ერიქსონმა, მე-10 საუკუნეში, კოლუმბამდე ხუთი საუკუნით ადრე. ლეიფ ერიქსონიკოლუმბი15. ორსონ უელსის რადიოდადგმას "სამყაროთა ომი" არ გამოუწვევია პანიკა აშშ-ის მოსახლეობაში და არც არავის დაუჯერებია უცხოპლანეტელების შესახებ. მასობრივი პანიკის შესახებ ჭორები კორპორაცია CBS და ორსონის სარეკლამო ტრიუკი იყო. 16. ბუდა გუატამა სინამდვილეში არ არის მსუქანი. მისი ფიგურები, რომელიც ბევრს ასე ძალიან უყვარს, ბუტაიას (ლეგენდის პერსონაჟის) პროტოტიპია და მას გუატამასთან არავითარი კავშირი არ აქვს. 17. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ჟღალთმიანებისა და ქერების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდება, ისინი არ გაქრებიან. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი ადამიანები პერიოდულად დაიბადებიან. 18. მიცვალებულებს არ ეზრდებათ თმები და ფრჩხილები. ეს ილუზია იქმნება იმის წყალობით, რომ როცა კანი შრება და იფიტება, სხეულის ზოგიერთი უბანი შიშვლდება. 19. ჯორჯ ვაშინგტონს არ ჰქონია ხისგან დამზადებული კბილები. მისი პროთეზი შედგებოდა მონების, სახედრების და ცხენების კბილებისგან; საფუძველი კი დამზადებული იყო ჰიპოპოტამის (ბეჰემოტის) ძვლისგან და ოქროსგან. ეს საინტერესოა:ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით პატარა აღმოჩენები, რომლებიც სოცქსელების მომხმარებლებმა გააკეთეს უჩვეულო გასართობი პარკები, სადაც ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანმა შეიძლება არც მოისურვოს შესვლა როცა ბავშვები სახლში მარტო რჩებიან საოცარია, მაგრამ ფაქტი-ეს ადამიანის კუდია! საინტერესო და შემეცნებითი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან რატომ ცვლიან ჩუქჩები ცოლებს ერთმანეთში (ვიდეოც) ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს ასეთი რესტორნების არსებობა რთული დასაჯერებელია ექვსი საოცარი ფაქტი სხვადასხვა სფეროდან 151 6-ს მოსწონს |